Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.1 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

XML-ის იმპორტირება

 

მოქმედებების მენიუში მოცემულია ჩანაწერი XML-ის იმპორტირება, რომელიც საშუალებას გაძლევს დააიმპორტოთ ფორმატირებული კონტენტი ისეთი სხვა საგამომცემლო სისტემებიდან, როგორიცაა Adobe InDesign ან WordPress.

 

XML ტეგები, რომლებსაც თქვენ იყენებთ ექსპორტირებისას უნდა ემთხვეოდეს მათ, რომლებიც გამოიყენება Newscoop-ში. მაგალითად იმისათვის, რომ დაემთხვეს მოცემული სტატიის ტიპი ახალი ამბები, თქვენ შეიძლება გამოიყენოთ შემდეგ ველები:

 

<?xml version='1.0' encoding='utf-8'?>

<articles>

<article>

<name>გიგანტორაპტორი აღმოჩენილ იქნა მონღოლეთში</name>

<keywords>გიგანტორაპტორი, დინოზავრი, მონღოლეთი</keywords>

<author>სარა სტაფრაითერი</author>

<deck>ახლად აღმოჩენილი დინოზავრი 80 მილიონი წლის წინ უდაბნოში ბორიალობდა </deck>

<full_text> წარმოიდგინეთ, რომ სირაქლემა, რომელიც 3800 კილოგრამს იწონის, ადამიანზე ორჯერ უფრო მაღალია, მყარი კუდითა და მასიური სხეულით, ამასთან აქვს გრძელი, ბუმბულით დაფარული ხელები მახვილი ბრჭყალებით, და კუსებრი ნისკარტი.

 

უზარმაზარი ზომის გიგანტორაპტორი მართლაც გასაოცარია, რადგან ის არის ოვირაპტორიდების წევრი, ფრინველებთან მჭიდროდ  დაკავშირებული, ბუმბულიანი დინოზავრების ჯგუფი, რომელთაც ფრენა არ შეეძლოთ და  რომლებიც ძირითადად 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონიდნენ.

მათ შესახებ ცნობილი გადხა 1920 წლიდან. ოვირაპტორიდები უკბილო და ყველაფრის მჭამელი დინოზავრები იყვნენ. "გიგანტორაპტორი ნებისმიერ გარემოში უცნაური ცხოველი იქნებოდა", ამბობს ტომ ჰოლთზი მერილენდის უნივერსიტეტი, კოლეჯ პარკი.

ნაწილობრივი განამარხებული ჩონჩხი აღმოჩენილ იქნა შიდა მონღოლეთში და იგი ეკუთვნის დაახლოებით 8 მეტრი სიმაღლის ახალგაზრდა ზრდასრულ დინოზავრს. გიგანტორაპტორის ბევრი თვისებები უნიკალურია, რაც მიგვითითებს მასზე, რომ დინოზავრების უფრო მრავალფეროვანი სახეობები არსებობდა, ვიდრე ეს იყო აღიარებული, ამბობს წამყვანი ავტორი ქსიუ ქსინგი ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის და პალეოანთროპოლოგიის  ინსტიტუტიდან, პეკინი (ბუნება, ტ 447, გვ 844). მისი მოხდენილი კიდურების და გრძელი ქვედა კიდურების კომბინაციამ შესაძლოა იგი გახადა უსწრაფესი მორბენალი სხვა ორფეხა დინოზავრებს შორის, ამბობს ის. </full_text>

</article>

</articles>

 

რამდენიმე <article> ტეგი შესაძლოა მოიცავდეს უმაღლესი დონის <articles>  ტეგებს, იმგვარად რომ თქვენ შესძლოთ დიდი რაოდენობის სტატიების იმპორტირება ერთი XML ფაილიდან.  

მას შემდეგ რაც თქვენ გაქვთ შესაბამისად დაფორმატებული და  სხვა სისტემიდან დაიმპორტებული XML ფაილი, გამოიყენეთ XML გვერდის იმპორტი მისი ატვირთვისათვის. თქვენ დაგჭირდებათ მიუთითოთ სტატიის ტიპი, ენა და პუბლიკაცია, რომლის იმპორტირებაც გსურთ და ასევე მიუთითოთ გსურთ თუ არა მსგავსი სათაურის მქონე არსებული სტატიების გადაწერა. იმპორტირებისას გამოცემა და სექცია პარამეტრების მითითება არასავალდებულოა.

 

ახლად იმპორტირებული სტატიების ჩამონათვალი მოცემული იქნება დეშბორდზე არსებულ მიმდინარე ვიჯეტში, ისევე როგორც მიმდინარე სტატიების გვერდზე, კონტენტ მენიუში. ამ ორივე სიაში თქვენ შეგიძლიათ დააჭიროთ სტატიის სათაურს მისი რედაქტირებისათვის.

თუ იმ XML ფაილის რომლის იმპორტირებასაც თქვენ ცდილობთ ტეგებსა და სტატიის ტიპში მოცემულ ველებს შორის  რაიმე არ ემთხვევა Newscoop გამოიტანს ცარიელ ველებსა და პრობლემატურ ტეგებს. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ხელახლა დააექსპორტოთ XML ფაილი სხვა აპლიკაციიდან სწორი ტეგებით.

თუ  XML ფაილი მთლიანად არასწორედ არის დაფორმატებული Newscoop უარს იტყვის მის იმპორტირებაზე.  

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.