Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.1 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

მომხმარებელთა მართვა

Newscoop-მომხმარებელთა მართვის ფუნქციები საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ როგორც თანამშრომელი ასევე მკითხველი მომხმარებლების წვდომა. თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ მომხმარებელთა ტიპები, როგორიცაა ჟურნალისტი ან რედაქტორი და დამოუკიდებლად მართოთ ავტორთა პროფილები. Newscoop-ის მთავარ სანავიგაციო მენიუში მომხმარებელთა მართვის ამოცანებს საკუთარი ქვემენიუ გააჩნიათ - მომხმარებლები.

თავდაპირველად Newscoop-ს მხოლოდ ერთი მომხმარებლის ანგარიში აქვს: admin. არ წაშალოთ ეს ანგარიში, რადგან იგი საჭიროა Newscoop-ის სისტემაში მოვლენებზე მომხმარებელთა ინფორმირებისათვის. ელ. ფოსტის მისამართი, რომელიც დაკავშირებულია admin ანგარიშთან გამოიყენება, როგორც  "Reply-To" მისამართი ამ შეტყობინებების შემცველ ელ. წერილებში. 

მომხმარებელთა ტიპების შექმნა

ნაცვლად იმისა, რომ არეგულიროთ წვდომის უფლება ინდივიდუალური მომხმარებლებისათვის, რაც დიდი პუბლიკაციისათის ძალიან დიდ დროს მოითხოვს, Newscoop საშუალებას გაძლევთ შექმნათ საზოგადო მომხმარებელთა ტიპები, რომლებიც შეიძლება მინიჭებულ იქნას რამდენიმე მომხმარებლისათვის. მომხმარებლის ტიპი განისაზღვრება დავალებათა ჩამონათვალით, რომელთა შესრულების უფლებაც აქვს მომხმარებელს Newscoop-ის სისტემაში. დავალებათა სია შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგით: პუბლიკაციების, სექციებისა ან სტატიების შექმნა, მართვა და რედაქტირება, ასევე თემებისა და პლაგინების მართვა. 

Newscoop სტანდარტულად ხუთი მომხმარებლის ტიპი გააჩნია, რომლებიც ჩამოთვლილია ქვემოთ და იწყება ყველაზე მეტი უფლებების მქონე მომხმარებლიდან:

  • ადმინისტრატორი - სრული ავტორიზაცია
  • მთავარი რედაქტორი - უფლება აქვს შექმნას და წაშალოს გამოცემები
  • რედაქტორი - შემოიფარგლება ძირითადი სტატიის მართვისა და რედაქტირების უფლებებით
  • ჟურნალისტი - შეუძლია შექმნას სტატიები, მაგრამ არ შეუძლია მათი წაშლა 
  • გამოწერის მენეჯერი - არ შეუძლია რედაქტორული კონტენტის ცვლილება

ახალი მომხმარებლის ტიპის შესაქმნელად მენიუში მომხმარებელები დააჭირეთ ღილაკს მომხმარებელთა ტიპების მართვა.გვერდის მარჯვენა მხარეს შეიყვანეთ ახალი მომხმარებლის ტიპის სახელი ფანჯარაში - ახალი მომხმარებლის ტიპის დამატება. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს დამახსოვრება

როდესაც დაუბრუნდებით სიას მომხმარებელთა ტიპები, ნაჩვენები იქნება თქვენი ახალი მომხმარებლის ტიპი. დააჭირეთ მის სახელს, რათა დაარეგულიროთ მოცემული ტიპის უფლებები. 

მონიშნეთ ალმები, იმ უფლებებისათვის, რომლებიც გსურთ მიანიჭოთ ამ მომხმარებლის ტიპს. მაგალითად,  სისტემა / შეტყობინებების ქვეშ მონიშნეთ მიღება, რათა ამ მომხმარებლებმა მიიღონ შეტყობინებები ელ. წერილით Newscoop-ის სისტემიდან, ან მოდერირება-კომენტარი, რომ ამ მომხმარებლებმა მიიღონ შეტყობინებები კომენტარების მოდერირების შესახებ. მომხმარებლის ტიპისათვის ქვერედაქტორი ასევე საჭიროა საავტორო/ სტატიების ქვეშ არსებული რედაქტირების ალმის მონიშვნა. შემდეგ დააჭირეთ სიის თავში მოცემულ ღილაკს დამახსოვრება.

მომხმარებელთა შექმნა

იმისათვის, რომ დავამატოთ ახალი მომხმარებელი სისტემაში ადმინისტრირების ინტერფეისიდან - დააჭირეთ მომხმარებელთა მართვას მენიუში მომხმარებლები და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს - ახალი ანგარიშის შექმნა. 

თქვენ უნდა მიუთითოთ ახალი მომხმარებლის დეტალები, მათ შორის მომხმარებლის სახელი და პაროლი, აქტიურია თუ არა ანგარიში, უნდა ჰქონდეს თუ არა მომხმარებელს წვდომა Newscoop-ის სერვერზე (ადმინისტრირების ინტერფეისზე) და შეუძლია თუ არა მომხმარებელს ჰქონდეს საჯარო პროფილი. შემდეგ აირჩიეთ მომხმარებლის ტიპი (ან ერთ-ერთი სტანდარტული ტიპი ან მომხმარებლის ტიპი, რომელიც თქვენ შექმენით). იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის ანგარიში დაკავშირებულ უნდა იქნას თქვენი პუბლიკაციის ერთ-ერთ თანამშრომელთან აირჩეთ ავტორის სახელი ჩამოსაშლელი მენიუდან. (იხ. თავი ავტორების მართვა დეტალებისათვის). შემდეგ დააჭირეთ ღილაკს დამახსოვრება.

მომხმარებლის ანგარიშების მოდიფიცირება შესაძლებელია მომხმარებელთა მართვის გვერდზე მომხმარებლის სახელზე დაჭერით. თუ თქვენ გსურთ მომხმარებლისათვის მინიჭებული უფლებების დარეგულირება, გვერდზე მომხმარებლის რედაქტირება დააჭირეთ ღილაკს უფლებების რედაქტირება. იმისათვის, რომ დაამატოთ ან დაარედაქტიროთ პაროლზე ან IP მისამართზე დაფუძნებული გამოწერა დააჭირეთ ღილაკს გამოწერების რედაქტირება, რომელიც გახსნის კონტექსტურ ფანჯარას. 

იმ შემთხვევაში თუ მონიშნავთ ალამს - "მომხმარებლის პროფილის საჯაროდ გამოტანის დაშვება" და დააჭერთ ღილაკს დამახსოვრება ღილაკი პროფილის რედაქტირება გახდება ხილვადი. დააჭირეთ ამ ღილაკს, იმისათვის, რომ გახსნათ კონტექსტური ფანჯარა, რომელშიც შეგიძლიათ დაამატოთ მომხმარებლის სურათი ან ბიოგრაფიული დეტალები. 

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.