Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.1 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

დეშბორდი 

ადმინისტრირების ინტერფეისში პირველად შესვლის შემდეგ, თქვენ შეგხვდებათ გვერდი, რომელსაც Newscoop დეშბორდს უწოდებს. ეს არის არე, რომელიც შეიცავს ვიჯეტებს, იმ ადმინისტრაციული ფუნქციებისთვის, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებთ, მათ შორის: 

  • თქვენი სტატიები (Newscoop-ში მუშაობის დროს დაწერილი ასლეი)
  • უკანასკნელი მოდიფიცირებული სტატიები
  • წარდგენილი სტატიები (ჟურნალისტებს მონიშნული აქვთ ეს ასლი, როგორც რედაქტირებისთვის მზა ასლი) 
  • უკანასკნელი გამოქვეყნებული სტატიები 
  • ყველაზე პოპულარული სტატიები (მკითხველთა რაოდენობის მიხედვით) 
  • მიმდინარე სტატიები (ასლი, რომელიც ჯერ არ არის მინიჭებული კონკრეტული პუბლიკაციისთვის)
  • Sourcefabric.org ახალი ამბების მკითხველი
  • Sourcefabric.org საინფორმაციო ბიულეტინის გამოწერა
  • რუკების ძიება
  • Wikipedia ძიება
  • Sourcefabric.org ბლოგის მკითხველი

 

თქვენ შეგიძლიათ გადაადგილოთ ვიჯეტები გვერდზე, წაშალოთ  ვიჯეტები, რომლებიც არ გჭირდებათ, და დაამატოთ ახალი ვიჯეტები, რათა თქვენს საჭიროებებს მოარგოთ ადმინისტრირების ინტერფეისი და მისი ფუნქციები. დააჭირეთ ბმულს მეტი ვიჯეტის დამატება, სადაც თქვენ შეძლებთ აირჩიოთ სხვა პოტენციური ვიჯეტები. 

 

ვიჯეტების გვერდზე, დააჭირეთ ბმულს დეშბორდში დამატება თვითოეული ვიჯეტისთვის, რომლითაც გსურთ დაიწყოთ. შეგიძლიათ ასევე მოგვიანებით დაახარისხოთ თქვენ მიერ არჩეული ვიჯეტები, მას შემდეგ რაც გაეცნობით Newscoop ადმინისტრირების ინტერფეისს და მის ფუნქციებს. 

 

მას შემდეგ რაც, ყველა თქვენთვის საჭირო ვიჯეტი დამატებულია დეშბორდზე, მათი ტექსტის ფერი იცვლება შავიდან მწვანეზე, რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ ისინი გააქტიურებულია. დააჭირეთ ბმულს დეშბორდში შესვლა, დეშბორდის გვერდზე დასაბრუნებლად. 

 

თვითოეულ ვიჯეტს აქვს უმცირეს სამი პატარა ლურჯი სიმბოლო ზედა მარჯვენა კუთხეში. მარცხნიდან მარჯვნისაკენ, ეს სიმბოლოები ახდენენ ვიჯეტის მაქსიმიზაციას, აჩვენებენ ზოგად ინფორმაციას ვიჯეტის შესახებ, ან ხურავენ მას. როდესაც ვიჯეტი გაშლილია, ის იკავებს თქვენი ბრაუზერის ფანჯრის მთელ სიგანეს, ხოლო ყველა სხვა ვიჯეტი დაფარულია. დახურვის სიბოლოზე დაჭერა, აბრუნებს ვიჯეტს ნორმალურ ზომაზე და თავიდან ტვირთავს თქვენს სხვა ვიჯეტებს.

 

ზოგიერთ ვიჯეტს ასევე აქვს სპანერის (ქანჩის) სიმბოლო, ზედა მარჯვენა კუთხეში, რომელიც საშუალებას გაძლევთ რომ დაარეგულიროთ კონკრეტული ვიჯეტის პარამეტრები. მაგალითად, სპანერის სიმბოლო ვიჯეტზე რუკების ძიება, საშუალებას გაძლევთ დააყენოთ თქვენი ნაგულისხმევი რუკის ლოკაცია. 

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.