Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.1 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

პლაგინების გამოყენება

პლაგინები საშუალებას აძლევს თქვენი სისტემის ადმინისტრატორს, დაუმატოს ფუნქციონალურობა თქვენს Newscoop ინსტალაციას, კოდების დიდი რაოდენობის დაწერის გარეშე. პლაგინები შეიძლება ასევე დაგეხმაროთ თქვენს Newscoop პუბლიკაციაში უკვე არსებული კონტენტის უკეთ გამოყენებაში. 

პლაგინები იმართება მათი საკუთარი ქვემენიუს მეშვეობით, Newscoop-ის მთავარ სანავიგაციო მენიუზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გაეცანით თავს პლაგინების ინსტალაცია, სანავიგაციო მენიუში. ზოგიერთ პლაგინს აქვს შესაბამისი ფანჯარა სტატიების რედაქტირების გვერდის გვერდით პანელში, მაშინ როდესაც პლაგინა აქტიურია. ამჟამად, დაინსტალირებულია Newscoop-ზე ოთხი ნაგულისხმევი პლაგინა: 

  • დებატი: როდესაც პლაგინა გააქტიურებულია, სტატიის რედაქტირების გვერდზე არსებული გვერდითი პანელის ფანჯარა საშუალებას გაძლევთ, კონკრეტულ სტატიას დაურთოთ მკითხველის ხმის მიცემის კონკრეტული დებატი. მიმაგრების ღილაკზე დაჭერა, ხსნის კონტექსტურ ფანჯარას, რომელშიც თქვენ საშუალება გეძლევათ აირჩიოთ თქვენთვის საჭირო დებატი. აქ თქვენ ასევე შეგიძლიათ შექმნათ ახალი დებატი.  
  • გამოკითხვები: თქვენს მკითხველებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა გამოკითხვებში; დასმული შეკითხვა შეიძლება დაყენდეს დინამიურად და შეიძლება იყოს მრავალენოვანი. დებატის  ახალი პლაგინა უზრუნველყოფს უფრო მეტ ფუნქციას, თუმცა Newscoop 3-ის პუბლიკაციებში შესაძლოა დამახსოვრებული იყოს მკითხველის მიერ მიცემული უკვე არსებული ხმები, გამოკითხვების პლაგინის მეშვეობით. მაშასადამე, გამოკითხვების პლაგინა წარმოდგენილია Newscoop 4-ში, რათა გაამარტივოს Newscoop 3-დან პუბლიკაციების მოდერნიზება. 
  • reCAPTCHA: ეს პლაგინა უზრუნველყოფს CAPTCHA-ს არსებობას თქვენი Newscoop პუბლიკაციის კომენტარზე და სარეგისტრაციო ფორმებზე, სპამერების თავიდან აცილების მიზნით. ამ ფუნქციის გამოსაყენებლად, თქვენ დაგჭრდებათ მოიპოვოთ reCAPTCHA გასაღებების ფორმა შემდეგი მისამართიდან: http://www.google.com/recaptcha და შეიყვანოთ იგი პლაგინის კონფიგურირების გვერდზე.
  • SoundCloud: ეს პლაგინა უზრუნველყოფს აუდიო ფაილებს, როგორებიცაა პოდქასტები და რადიო გადაცემები, რომელთა ჰოსტინგიც განხორციელდება მესამე მხარის, SoundCloud-ის სერვერზე. თქვენ უნდა ავტორიზაცია გაიაროთ SoundCloud ანგარიშზე, ბმულზე - http://soundcloud.com/, რათა შეძლოთ ამ ფუნქციის გამოყენება. როდესაც ეს პლაგინა გააქტიურებულია, ფანჯარა სტატიების რედაქტირების გვერდზე არსებულ გვერდით პანელში საშუალებას მოგცემთ მიამაგროთ სპეციფიური აუდიო ფაილები კონკრეტულ სტატიაზე.   

სხვა უზრუნველყოფილი პლაგინება:

  • ინტერვიუები: უზრუნველყოფს ონლაინ ინტერვიუებს თქვენი Newscoop პუბლიკაციებისთვის; მკითხველებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ უკანასკნელ შეკითხვებს და პასუხებს.
  • ბლოგები: Newscoop 4-ში ეს პლაგინა ჩაანაცვლა ინტეგრირებული ბლოგინგის ფუნქციამ. 

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.