Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.1 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

სტატიის შექმნა

კონკრეტულ სექცაში სტატიების სიის ნახვა შესაძლებელია Newscoop-ის ძირითად სანავიგაციო მენიუში კონტენტის ღილაკზე დაჭერით, შემდეგ კი უნდა მიჰყვეთ პუბლიკაციების, გამოცემების და სტატიების იერარქიასა. გარდა ამისა, გამოიყენეთ ბმულების "breadcrumb ბილიკი", რომელიც სანავიგაციო მენიუს ქვემოთ არის მოცემული. შეგიძლიათ შექმნათ ახალი სტატია, ახალი სტატიის დამატების ბმულზე დაჭერით, რომელიც სტატიების ჩამონათვალის თავშია მოცემული.

ახალი სტატიის დამატების გვერდი შეიცავს სამ ველს, ძირითადი ინფორმაციის შესაყვანად, იმ სტატიის შესახებ, რომელსაც შექმნით.

  • სახელი: სტატიის სათაური. მომავალში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ნებისმიერ დროს შეცვალოთ სტატიის სახელი. 
  • ტიპი: აირჩიეთ მოცემული სტატიების ტიპიდან ერთ-ერთ, ჩამოსაშლელ მენიუში. თუ თქვენ ჯერ არ შეგიქმნიათ პერსონალიზებული სტატიების ტიპები, ნაჩვენები იქნება მხოლოდ ნაგულისხმევი ტიპები ახალი ამბები, გვერდი ან ბმული. დამატებითი ინფორმაცია პერსონალიზებული სტატიის ტიპების შექმნის შესახებ, იხილეთ მოგვიანებით მოცემულ თავში სტატიის ტიპები. კონკრეტული სტატიისთვის მინიჭებული სტატიის ტიპის შეცვლა შემდგომში შუძლებელია. 
  • ენა: აირჩიეთ ენა, რომელზეც დაიწერება სტატია. ჩამოსაშლელი სია შეიცავს დამატებით ენებს, რომლებიც განსაზღვრულია ამ სტატიისთვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ენის არჩევანი ამ ეტაპზე საბოლოოა, თუმცა თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მოცემული სტატიის თარგმანი სხვა ენაზეც.

დამახსოვრების ღილაკზე დაჭერით, თქვენ გადახვალთ სტატიის რედაქტრიების გვერდზე. 

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.