Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.1 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

სისტემის პრიორიტეტები

სისტემის პრიორიტეტების გვერდზე შესვლა შესაძლებელია Newscoop-ის მთავარ სანავიგაციო მენიუში მოცემული კონფიგურირების ღილაკიდან. ეს გვერდი საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ თქვენი  Newscoop სერვერის რამდენიმე გაფართოებული ასპექტი. ამგვარად რეკომენდებულია, რომ მასზე წვდომა მხოლოდ ადმინისტრატორებს ჰქონდეთ. 

ზოგადი პარამეტრები

სისტემის პარამეტრების ცვლილების გვერდის პირველი ნაწილი განკუთვნილია ზოგადი პარამეტრებისათვის.

ქვემოთ მოცემულია თითოეული ოფციის მნიშვნელობა:

  • საიტი ონლაინ რეჟიმში: ეს დიახ და არა არჩევანის ღილაკები საშუალებას გაძლევენ გადაიყვანოთ მთლიანი Newscoop-ის სერვერი ონლაინ ან ოფლაინ რეჟიმებში, მაგალითად დაგეგმილი სერვერზე ზრუნვის შემთხვევაში. 
  • საიტის სათაური: თქვენი პუბლიკაციის ვებგვერდის ნაგულისხმევი სათაური. თქვენს თემის დიზაინერს შეუძლია მოახდინოს პუბლიკაციის შაბლონის იმგვარად კონფიგურირება, რომ მოხდეს ამ ინფორმაციის ეკრანზე ჩვენება. 
  • საიტის მეტა საკვანძო სიტყვები:სტანდარტული საკვანძო სიტყვების მეტა ტეგები თქვენი ჰედერის შაბლონში, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციისათვის
  • საიტის მეტა აღწერა: მეტა ტეგის სტანდარტული აღწერა თქვენი ჰედერის შაბლონში, ასევე გამოიყენება საძიებო სისტემებისათვის.
  • დროის ზონა: ეს ველი საშუალებას გაძლევთ გადაფაროთ სერვერის საკუთარი დროის ზონის პარამეტრები, რომლებიც ჩეულებრივ დაყენებულია გრინვიჩის საშუალო დროზე (GMT) ან კოორდინირებულ უნივერსალურ დროზე (UTC). შესაძლოა თქვენ გსურდეთ, რომ  Newscoop-ის ინტერფეისმა აჩვენოს ადგილობრივი დრო, მაგალითად კონკრეტული გამოცემის გამოქვეყნების დროის დაგეგმვისას. 
  • მონაცემთა ბაზის ქეშირების სისტემა: ჩართავს ან გამორთავს APC ქეშირებას, რომელსაც შეუძლია Newscoop-ის მუშაობის გამჯობესება. APC წაროადგენს xcache-ის ალტერნატივას. 
  • შაბლონის ქეშირების მმართველი: მონიშნეთ DB, რათა ჩართოთ ქეშირება შაბლონებისთვის.
  • გამოსახულების ქეშირების ვადა: დრო, რომლის განმავლობაშიც მოხდება გამოსახულებათა ქეშირება, 30 წამიდან უსასრულობამდე.
  • პაროლის აღდგენის დაშვება: შეუძლიათ თუ არა მომხმარებლებს მიიღონ პაროლის შემხსენებელი ელ. ფოსტით. აღსანიშნავია, რომ თუ ეს ფუნქცია ჩართულია და მოხდება თქვენი ელ. ფოსტის კომპრომეტირება, ასევე იოლად შეიძლება თქვენი Newscoop პუბლიკაციის კომპრომეტირებაც. 
  • ელ. ფოსტის მისამართიდან: ელ. ფოსტის მისამართი, რომელიც გამოიყენება სისტემის შეტყობინებებისათვის.
  • საიდუმლო გასაღები: უსაფრთხოების გასაღები, რომელიც Newscoop-ს შეუძლია გამოიყენოს  ვებ მომსახურებების ინტეგრაციისათვის და სხვა დამატებითი ფუნქციებისათვის.
  • სესიის ხანგრძლივობა: საშუალებას გაძლევთ მიუთითოთ Newscoop-ის ადმინისტრირების სესიების მაქსიმალური ხანგრძლივობა ხელახალი ავტორიზაციის გარეშე, რაც წარმოადგენს უსაფრთხოების ფუნქციას. 
  • საკვანძო სიტყვების გამყოფი: მიუთითეთ საკვანძო სიტყვების გამყოფი სტატიის რედაქტირების გვერდზე (მძიმე ან დეფისი).
  • CAPTCHA ჩვენებამდე წარუმატებელი შესვლის მცდელობების რაოდენობა: უსაფრთხოების ზომა, რომელიც შემუშავებულია პაროლის ამომცნობი რობოტების წინააღმდეგ. 
  • ფაილის ატვირთვის მაქსიმალური ზომა: დანართების მაქსიმალური ზომა, რომელიც თქვენი სერვერის მომხარებლებს შეუძლიათ ატვირთონ. 
  • SMTP ჰოსტი: სერვერი, რომელსაც Newscoop გამოიყენებს ელ. ფოსტის შეტყობინებების გასაგზავნად. 
  • SMTP პორტი: პორტის ნომერი, რომელსაც Newscoop გამოიყენებს მოცემულ ელ. ფოსტის სერვერზე. 
  • სტატისტიკის შეგროვება: ეს ფუქცია  პუბლიკაციებზე მკითხველთა წვდომაზე სტატისტიკის შეგროვების საშუალებას იძლევა. თქვენ შეიძლება გსურდეთ დააჭიროთ არას, თუ იყენებთ მესამე მხარის სტატისტიკურ მომსახურებას, რადგან სტატისტიკის შეგროვების გამორთვამ შეიძლება შეამციროს თქვენს Newscoop-ის სერვერზე დატვირთვა.

რედაქტორის პარამეტრები

გვერდის მეორე ნაწილი განკუთვნილია რედაქტორის პარამეტრებისათვის, რომლებიც გულისხმობს გამოსახულების მართვას.

 

ამ ნაწილის ველები საშუალებას გაძლევთ მიუთითოთ სტანდარტული გამოსახულების ზომის შეცვლის თანაფარდობა, ან იმ გამოსახულებების ნაგულისხმევი სიგანე და სიგრძე, რომლებიც ჩასმულია სტატიის ტექსტთან ერთად. ზომის შეცვლის თანაფარდობა უპირატესია ნებისმიერი ზომის შეცვლის სიგანესა ან ზომის შეცვლის სიმაღლის მნიშვნელობებზე, რომელიც მოცემულია აქ. თუ თანაფარდობა არ არის მოცემული, მაგრამ მოცემულია სიგანე და სიგრძე,  Newscoop გამოიყენებს მნიშვნელობას, რომლითაც მიიღება უფრო მცირე გამოსახულების ზომა. ნაგულისხმევი პარამეტრების შეცვლა შესაძლებელია თანაფარდობით, სიგანის ან სიმაღლის პარამეტრებით კონკრეტული გამოსახულებისათვის, რომელიც მოცემულია სტატიის რედაქტირების გვერდზე. 

გამოსახულების ზომები, რომლებიც შეადგენენ პუბლიკაციის შაბლონების ნაწილს, როგორიცაა მთავარი ამბავი სტატიის შაბლონში, კონფიგურირდება ცალკე კონფიგურირების მენიუში გამოსახულების რენდერის გვერდის საშუალებით. 

თუ "სტატიის კონტენტში გამოსახულებების გადიდება ჩართულია" არჩევანის ღილაკი დაყენებულია "დიახ"-ზე, მკითხველებს შეუძლიათ  თქვენს პუბლიკაციის გვერდებზე სტატიის გამოსახულებების გადიდება მათზე დაჭერით. გადიდების ფუნქცია მუშაობს ნებისმიერი გამოსახულებისათვის, რომელიც ჩასმულია სტატიის ტექსტის გასწვრივ. 

გარე გამოწერის მართვა

გვერდის მესამე ნაწილი დაკავშირებულია გარე გამოწერათა მართვის პროგრამასთან. 

 

თუ თქვენ მონიშნავთ ოფციას "დიახ" არჩევნის ღილაკზე "მკითხველთა გაწერების გარე მართვა", გამოწერათა მართვის ფუქნციები დაფარული იქნება Newscoop-ის ადმინისტრირების ინტერფეისიდან. მონაცემები გამოწერებზე კვლავ შეინახება Newscoop-ის მონაცემთა ბაზაში, რომელსაც თქვენი სისტემის ადმინისტრატორი დააკავშირებს მესამე მხარე გამოწერათა მართვის პროგრამასთან. 

მონაცემთა ბაზის რეპლიკაციის სერვერი

მეოთხე ნაწილი საშუალებას გაძლევთ Newscoop იმგვარად დაარეგულიროთ, რომ მან ერთდროულად ორ სერვერზე იმუშაოს, რაც უსაფრთხოების ფუნქციაა ტექნიკური ან ქსელური პრობლემების შემთხვევისათვის.

 

დიახ არჩევანის მონიშვნა ღილაკზე "Newscoop-ის რეპლიკაციის სერვერის დაყენება"  ეკრანზე გამოიტანს ოთხ ველს:

  • მონაცემთა ბაზის რეპლიკაციის ჰოსტი: დისტანციური მონაცემთა ბაზის სერვერის სახელი ან IP მისამართი.
  • მონაცემთა ბაზის რეპლიკაციის მომხმარებელი: მომხმარებლის სახელი, რომლითაც უკავშირდებით დისტანციურ სერვერს.
  • მონაცემთა ბაზის რეპლიკაციის პაროლი: დისტანციურ სერვერზე წარსადგენი პაროლი. 
  • მონაცემთა ბაზის რეპლიკაციის პორტი: პორტის ნომერი დისტანციურ სერვერთან დასაკავშირებლად (სტანდარტული პორტის ნომერი 3306).

შაბლონის ფილტრის ნიღაბი

შეიყვანეთ საკვანძო სიტყვები იმ შაბლონებისათვის, რომელთა დაფარვაც გსურთ შაბლონის რედაქტორიდან, რომელშიც შევდივართ თემების მართვის გვერდის საშუალებით. მაგალითად, შაბლონები, რომლებიც აღარ გამოიყენება, მაგრამ რომელთა სერვერიდან წაშლაც არ გსურთ. 

დაგეგმილი დავალებები

"დაგეგმილი დავალებების გარე წარმართვა" ნიშნავს სერვერის საკუთარი კრონ დამგეგმავის და არა Newscoop-ში მოცემული დამგეგმავის გამოყენებას ავტომატიზირებული დავალებებისათვის.

 

გეომდებარეობის პარამეტრები

ეს ნაწილი საშუალებას გაძლევთ არეგულიროთ თუ როგორ გამოჩნდება სტატიებზე მიბმული რუკები და რომელი ინტერნეტ რუკების მომსახურება მიაწვდის მას მონაცემებს. 

ვიდეო პარამეტრები

სტანდარტული სიგანე და სიგრძე, როგორც გარე ასევე შიდა ვიდეო ფაილებზე შეიძლება დაყენებულ იქნას ამ სექციაში, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ვიდეოები შესაბამისად გამოჩნდება თქვენი პუბლიკაციის გვერდის შაბლონებში. 

 

MailChimp პარამეტრები

ეს პარამეტრები საჭიროა Newscoop-ის ინტეგრირებისათვის MailChimp.com საფოსტო სიის მომსახურებაში. 

 

Facebook პარამეტრები

ეს პარამეტრები საჭიროა Newscoop-ის Facebook API-სთან ინტეგრირებისათვის.

 

საბოლოოდ დამახსოვრების ღილაკი, განაახლებს თქვენს მიერ შერჩეულ პარამეტრებს 

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.