Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.1 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

პლაგინების ინსტალაცია

მას შემდეგ რაც ახალი პლაგინი ჩამოიტვირთება თქვენს კომპიუტერში, შესაძლებელია მათ Newscoop-ის სერვერზე ატვირთვა. პლაგინები უნდა აიტვირთოს Newscoop-ის სერვერზე .tar არქივის ფორმატში. Newscoop-ს ადმინისტრირების ინტერფეისზე, დააჭირეთ პლაგინები მთავარ სანავიგაციო მენიუდან, შემდეგ კი ღილაკს პლაგინების მართვა. ამ გვერდზე ჩამოთვლილია ამჟამად დაინსტალირებული პლაგინები. თითოეული ხელმისაწვდომი პლაგინის დეტალებისათვის იხ. თავი პლაგინების გამოყენება

დააჭირეთ ღილაკს მოძიება (Browse), რათა შეარჩიოთ ახალი პლაგინი თქვენი კომპიუტერიდან, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს ატვირთვა. როდესაც პლაგინი სწორედ დაყენდება, თქვენ შეძლებთ მის ადმინისტრირებას პლაგინების ქვემენიუში ცალკეული ჩანაწერებით. 

გვერდ პლაგინების მართვა მარჯვენა მხარეს მოცემულია ალმები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თითოეული პლაგინის ჩართვა/გამორთვისათვის. წითელი x სიმბოლო საშუალებას გაძლევთ წაშალოთ პლაგინი თქვენი სისტემიდან. 

პლაგინების მუშაობისათვის საჭიროა თქვენი პუბლიკაციის შაბლონების მხარდაჭერა. თითოეული პლაგინი შეიცავს ნიმუშ შაბლონებს თქვენი თემის დიზაინერისათვის, რომელსაც იგი იყენებს ან ასლის გაკეთებით ან როგორც  ნიმუშს მისი საკუთარი შაბლონის კოდის შესაქმნელად. 

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.