Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.1 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

სტატიის კომენტარები 

შესაძლებელია მკითხველის კომენტარების ჩართვა და გამორთვა მთლიანი გამოცემისთვის, კონკრეტული ტიპის სტატიისათვის ან თითოეული ინდივიდუალური სტატიისათვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ Newscoop-ის მართვის ფუნქციებით, რათა მოდერირება გაუწიოთ გამომწერთა თუ ზოგადად საზოგადოების წევრთა მიერ გაკეთებულ კომენტარებს.

კომენატარების პარამეტრები პუბლიკაციების სიაში 

იმისათვის, რომ დავაწესოთ ნაგულისხმები კომენტარების პარამეტრები გამოცემების დონეზე, მთავარ სანავიგაციო მენიუში შევდივართ კონტენტში და შემდეგ ვაჭერთ პუბლიკაციებს.  პუბლიკაციების სიის გვერდზე გამოჩნდება სვეტი -კომენტარები ჩართულია, სადაც ის პუბლიკაციები, რომლებზეც მკითხველებს შეუძლიათ კომენტარების დატოვება ნაჩვენები იქნება მწვანე შუქის სიმბოლოთი. დააჭირეთ კონფიგურირების სიმბოლოს იმ პუბლიკაციისათვის, რომელზეც გსურთ კომენტარების ჩართვა ან გამორთვა.

ამ მოქმედებით გაიხსნება გამოცემის კონფიგურირების გვერდი. კომენტარების სექციაში მოცემულია ალამი   სათაურით კომენტარების ჩართვა და მთელი რიგი ოფციები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ არეგულიროთ კომენტარების პარამეტრები.

 

კომენტარების პარამეტრები სხვადასხვა ტიპის სტატიებისათვის

შესაძლოა თქვენ გსურთ კონკრეტული ტიპის ყველა სტატიისთვის კომენტარების ჩართვა, მაგ. სიხლეებისათვის, მაგრამ არ გსურთ იგივე ფუნქციის ჩართვა სხვა ტიპის სტატიებისთვის, როგორიცაა გვერდი. შედით კონფიგურირებას მთავარ სანავიგაციო მენიუში და შემდეგ დააჭირეთ სტატიის ტიპებს ქვემენიუდან. გამოჩნდება გვერდი - სტატიის ტიპები, სადაც კომენტარების ჩართვის გვერდით მოცემულ წითელი ან მწვანე შუქის სიმბოლოებზე დაჭერით თქვენ შეგიძლიათ თითოეული სტატიის ტიპისათვის პარამეტრების შეცვლა.

მას შემდეგ, რაც თქვენ დააჭერთ მწვანე სიმბოლოს, თქვენ მოგთხოვენ დაადასტუროთ, რომ ნამდვილად გსურთ კომენტარების გაუქმება ამ ტიპის სტატიისათვის.

 

კომენტარების პარამეტრები ცალკეული სტატიებისთვის

გვერდის - სტატიების სია - გამოყენებით კომენტარების ჩართვა და გამორთვა შესაძლებელია რამდენიმე ცალკეული სტატიისათვის ერთდროულად. დააჭირეთ კონტენტს მთავარ სანავიგაციო მენიუში, შემდეგ ქვემენიუს გამოყენებით გადადით იმ პუბლიკაციაზე, გამოცემასა და სექციაზე, რომელიც გჭირდებათ. გამოჩნდება სტატიების სიის გვერდი, სადაც მარცხნივ მოცემული სვეტში ალმების გამოყენებით შეგიძლიათ შეარჩიოთ ის სტატიები, რომელთათვისაც გსურთ კომენტარების ჩართვა ან გამორთვა. შემდეგ გამოიყენეთ ჩამოსაშლელი მოქმედებების მენიუ  და დააჭირეთ  ფუნქციას გადართვა: კომენტარები. 

 

თუ პუბლიკაციას ან სტატიის ტიპს, რომელსაც სტატია მიეკუთვნება გამორთული აქვს კომენტარები, ამ შემთხვევაში ცალკეული სტატიებისათვის კომენტარების ჩართვა გავლენას არ იქონიებს. 

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.