Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.1 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

TinyMCE რედაქტორის გამოყენება

Newscoop-ის ტექსტის რედაქტორი (პროგრამა სახელწოდებით TinyMCE) საშუალებას აძლევს თანაავტორებს, შეასრულონ სტატიის ვრცელი რედაქტირება ვებ ბრაუზერის ფარგლებში. თქვენთვის შესაძლოა ცნობილი იყოს TinyMCE-ის ფუნქციების უმრავლესობა, ტექსტური რედაქტირების პროგრამებიდან, როგორებიცაა Microsoft Word ან OpenOffice.org: ფუნქციები როგორიცაა გამუქება, დახრა, ხაზგასმა და ტექსტი განლაგება. 

გადაატარეთ თქვენი მაუსი პატარა სიმბოლოებს, რათა დაინახოთ მინიშნება ამ ფუნქციების განმარტებით. ასევე ჩართულია ფორმატირების სტანდარტული კლავიატურის შორთქათები, მათ შორის Ctrl+b ტექსტის გამუქება ან Ctrl+i დახრა).

რედაქტორი, რომელსაც ხედავთ თქვენ მიერ დაინსტალირებულ Newscoop-ზე, შეიძლება განსხვავდბოდეს ზემოთ ნაჩვენებისგან, იმის მიხედვით თუ რა ნებართვებია გათვალისწინებული თქვენთვის. რედაქტორი ჩვეულებრივ ითვალისწინებს ყველა საჭირო ფუნქციონალურობას თქვენი პუბლიკაციისთვის, თუმცა თუ თვლით, რომ გათვალისწინებული არ არის რომელიმე აუცილებელი ფუნქცია, შეგიძლიათ გაესაუბროთ ამ საკითხზე თქვენს Newscoop სისტემის ადმინისტრატორს.

ეს რედაქტორი შეიცავს Newscoop-ისთვის სპეციფიურ რამდენიმე ფუნქციას. პირველი ასეთი ფუნქციაა ჩასმა/შიდა ლინკის რედაქტირება, რომელიც საშუალებას გაძლევთ, შეარჩიოთ სიტყვა ან ფრაზა თქვენი სტატიიდან და დაუკავშიროთ იგი სხვა სტატიას იმავე Newscoop პუბლიკაციიდან, ან სტატიას სხვა პუბლიკაციიდან იმავე Newscoop სერვერზე.

ამ სიმბოლოზე დაჭერა გაგიხსნით კონტექსტურ ფანჯარას ჩამოსაშლელი მენიუებით, რაც საშუალებას მოგცემთ აირჩიოთ სპეციფიური ენის ვერსია, რომელსაც მიუსადაგებთ პუბლიკაციას, გამოცემას, სექციას და სტატიას. ასევე მოცემულია ჩამოსაშლელი მენიუ ბმულის დავალებისთვის, როგორიცაა მაგალითად სტატიის ბმულის გახსნა ბრაუზერის ახალ ფანჯარაში. 

ჩასმის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, დაკავშირებული ლინკი გამოჩნდება როგორც ვებ ბმული, ლურჯად და ხაზგასმული.

სტატიაში რაიმე ტექსტის მონიშვნა და შემდეგ TinyMCE ინსტრუმენტების პანელში ფაილის მიმაგრების სკრეპის სიმბოლოზე დაჭერა, გახსნის კონტექსტურ ფანჯარას. ეს ფანჯარა საშუალებას გაძლევთ, შექმნათ ჩამოსატვირთი ბმული სპეციფიური სიტყვისთვის ან ფრაზისთვის, რომელიც სტატიაზე მიმაგრებულ რომელიმე ფაილს უკავშირდება. იხილეთ თავი გვერდითი პანელი, დეტალური ინფორმაციისთვის სტატიაზე ფაილების მიმაგრების შესახებ.

კიდევ ერთი Newscoop-ის სპეციფიური ფუნქციაა Newscoop ქვესართი, რომელიც საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ, თუ რა მონაკვეთში გაიყოფა თქვენი ტექსტი სხვადასხვა გვერდებად. (თქვენი Newscoop თემა უნდა ითვალისწინებდეს ამ ფუნქციას, იმისთვის რომ, გვერდის გაყოფა შედგეს).  

შეიყვანეთ ტექსტი ქვესართის რედაქტირების ფანჯარაში, მონიშნეთ იგი მაუსით, შემდეგ კი დააჭირეთ Newscoop ქვესართის სიმბოლოს. ქვესართის ტექსტი ახლა ტეხილ ხაზთან ერთად იქნბეა ნაჩვენები.   

Newscoop ქვესართის სიმბოლოს მარჯვენა მხარეს, დააჭირეთ გამოსახულების ჩასმის სურათის სიმბოლოს, რათა აირჩიოთ სტატიაზე მისამაგრებელი გამოსახულება, ან დააჭირეთ ჩასმა/ჩასმული მედიის რედაქტირების ფირის სიმბოლოს, ვიდეო ფაილის ბმულის დასამატებლად. სტატიაზე გამოსახულებების მიმაგრება აღწერილია გვერდითი პანელის თავში.  

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.