Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.1 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

თემები

თემები აკონტროლებენ თქვენი Newscoop პუბლიკაციის შესახედაობას და იერსახეს. თითოეულ პუბლიკაციას მისი საკუთარი თემა გააჩნია, რომელიც შეიცავს თქვენი ვებ პროგრამისტების მიერ შექმნილ შაბლონების ნაკრებს. Newscoop-ის ადმინისტრირების ინტერფეისი მოიცავს თემის მართვასა და შაბლონების რედაქტირების ინსტრუმენტს, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ მთავარ სანავიგაციო მენიუში კონფიგურირების და შემდეგ თემების ღილაკებზე დაჭერით. 

 

ამით გაიხსნება თემების მართვის გვერდი, სადაც ნაჩვენებია ცხრილი ყველა ხელმისაწვდომი თემებით. თითოეულ არსებულ პუბლიკაციას გააჩნია შესაბამისი ჩანართი ცხრილის თავში, მაგალითად "The Prague Times". 

 

დააჭირეთ მოქმედებების მენიუს, და შემდეგ რედაქტირებას ცხრილში იმ თემის მწკრივის მარჯვენა მხარეს, რომლის მოდიფიცირებაც გსურთ.

 

ზოგიერთი შაბლონი ორგანიზებულია საქაღალდეებში, რომლებიც ცხრილის თავზეა ნაჩვენები თემის შაბლონების ჩანართში. 

 

საქაღალდის სახელზე დაჭერა აჩვენებს საქაღალდეში არსებულ ფაილებს. 

 

თავის მხრივ ფაილის სახელზე დაჭერა გახსნის ამ ფაილს შაბლონის რედაქტორში. ეს ფუნქცია საშუალებას მისცემს თქვენს ვებ პროგრამისტებს შაბლონებში შეიტანონ სწრაფი ცვლილებები ჩართულ Newscoop-ის სისტემაში. 

 

შაბლონებში უნდა შეიტანოთ ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იცით რას აკეთებთ, რადგან ნებისმიერ მოდიფიცირებას მყისიერი გავლენა ექნება თქვენი პუბლიკაციის იერსახეზე. ეს ფუნქცია ასევე სასარგებლოა შაბლონების რედაქტირებისათვის პროგრამირების სერვერზე, მანამ მოხდება მათ გადატანა პუბლიკაციის წარმოების სერვერზე. 

თემის პარამეტრები

თემის პარამეტრების ჩანართი საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ თემის სახელი, ვერსიის ნომრები ან კონკრეტული შაბლონის ფაილები, რომლებიც გამოიყენება ოთხი მთავარი შაბლონისათვის. შაბლონის რედაქტორის მსგავსად, ეს ფუნქცია უნდა გამოყენებულ იქნას მხოლოდ კომპეტენტური ვებ პროგრამისტების მიერ, რადგან მას მყისიერი გავლენა ექნება თქვენი პუბლიკაციის იერსახეზე. 

 

ზოგადად, თემებს შეუძლიათ განსაზღვრონ სტატიის ტიპები, რომლებიც თქვენ შეგიძლიათ დაამთხვიოთ არსებულ სტატიის ტიპებს თქვენს Newscoop-ის ინსტალაციაზე. თუ თემა განსაზღვრავს ნებისმიერი სტატიის ტიპს, ისინი ნაჩვენები იქნება თემის პარამეტრების ჩანართის ბოლოს. იხ. ამ სახელმძღვანელოს თავი  "სტატიის ტიპები" დამატებითი დეტალებისთის.

 

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.