სტატიის ტიპები მიუთითებს ინფორმაციას, რომელსაც Newscoop მოითხოვს ჟურნალისტებისგან, რომლებიც კონკრეტული ტიპის სტატიას ამატებენ თქვენს პუბლიკაციას. მაგალითად, თემატური სტატია მოითხოვს უფრო მეტ ელემენეტს ვიდრე მოკლე სიახლე. სტანდარტულად Newscoop-ს აქვს შემდეგი სტატიის ტიპების პარამეტრები, ბმული, სიახლეები და გვერდი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ სურვილისამებრ შექმნათ ისინი.
იმისათვის, რომ შექმნათ და მართოთ თქვენი სტატიის ტიპები, მთავარ სანავიგაციო მენიუდან მონიშნეთ კონფიგურირება, და შემდეგ სტატიის ტიპები. სტატიის ტიპები შედგება ველების მიმდევრობისგან, სადაც თითეული ველი დაკავებული აქვს გარკვეული ტიპის მონაცემებს. ამჟამად ხელმისაწვდომია შვიდი ტიპის ველი:
Newscoop თითოეული სტატიის ტიპისა და ველისათვის ანსხვავებს შაბლონის ტიპის სახელსა და შაბლონის ველის სახელს და ასევე ეკრანზე გამოსატან სახელს. შაბლონის სახელი შემოიფარგლება ასოებით, ციფრებით და ქვედატირეებით (სივრცის გარეშე) და გამოიყენება თქვენი Newscoop შაბლონის მიერ. გამოსაჩენი სახელი ის ნაწილია, რომელსაც ჟურნალისტი დაინახავს და შესაძლებელია მისი სხვა ენებზე თარგმნა.
ახალი სტატიის ტიპის დამატება
დააჭირეთ ახალი სტატიის ტიპის დამატების ბმულს სტატიის ტიპების გვერდის მარცხენა ზედა ნაწილში.
გამოჩნდება ახალი სტატიის ტიპის დამატების გვერდი. პირველი საფეხურია იმ სტატიის ტიპის შაბლონის ტიპის სახელის შეყვანა, რომლის შექმნაც გსურთ. ამ მაგალითში, ჩვენ შევქმნით სტატიის ტიპს შაბლონის ტიპის სახელით review_article - აღსანიშნავია, რომ გამოყენებულია ქვედატირე და არა სივრცე სიტყვებს შორის review და article.
მას შემდეგ რაც დააჭერთ დამახსოვრების ღილაკს, თქვენ მოგთხოვენ შეიყვანოთ ახალი სტატიის ტიპის პირველის ველის შაბლონის ველის სახელი. შეარჩიეთ შვიდი ტიპის ველიდან ერთ-ერთი, რომელიც ხელმისაწვდომია ჩამოსაშლელ მენიუში, მაგალითად საკითხი. ამ კონკრტული ველის ტიპისათვის, ჩვენ ასევე უნდა შევარჩიოთ ძირითადი ელემენტი, როგორიცაა გართობა და შემდეგ ქვესაკითხი, რომელიც ჩვენი ახალი ველის მშობელია, როგორიცაა გართობა / მიმოხილვა.
ერთხაზიან ტექსტის ველს გააჩნია სიმბოლოების ლიმიტის დაწესების არასავალდებულო ფუნქცია, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას ზედმეტად გრძელი სათაურების და სხვა ელემენტების თავიდან ასაცილებლად, რათა მათ არ დაარღვიონ ფრთხილად შემუშავებული იერსახე.
თუ თქვენ დაამატებთ მრავალხაზიან ტექტს WYSIWYG ველით, ალმის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ ველი "კონტენტია". ეს ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ამ კონკრეტულ ველს მოემსახურება Newscoop, იგი დაითვლის გვერდს, როგორც წაკითხულად სტატისტიკური მიზნებისთვის. ალმის მონიშვნა უნდა გაუქმდეს ისეთი ველებისთვის, რომლებიც ეკრანზე გამოიტანება, როგორც "თიზერი" პუბლიკაციის მთავარ გვერდებზე და სექციის გვერდებზე, რათა თავიდან აცილებულ იქნას სტატიის წაკითხვის ისეთი დათვლა, რომელსაც რეალური ადგილი არ ჰქონია.
ასევე არსებობს ფუქნცია მიუთითოთ WYSIWYG რედაქტორის სიმაღლე პიქსელებში; მცირე (250 პიქსელი), საშუალო (500 პიქსელი), დიდი (750 პიქსელი) ან პერსონალიზირებული. ამ ველებისათვის შესაბამისი ზომების მითითება დაგეხმარებათ შეამციროთ სქროლინგის ოდენობა, რომელიც საჭიროა სტატიის რედაქტირების გვერდზე.
დამახსოვრების ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოჩნდება გვერდი სტატიის ტიპის ველები. სტატიის ტიპი, რომელზეც თქვენ ამჟამად მუშაობთ ნაჩვენებია მთავარი სანავიგაციო მენიუს ქვემოთ მოცემულ სანავიგაციო ჯაჭვში (breadcrumb trail).
დააჭირეთ ბმულს ადამიანის მიერ კითხვადი ველების სახელების რედაქტირება და თარგმნა, რათა დაამატოთ ეკრანზე გამოსატანი სახელი ამ ახალი ველისთვის. შეარჩიეთ ენა, რომელიც გჭირდებათ თარგმანის დამატების ჩამოსაშლელი მენიუდან და შეიყვანეთ ეკრანზე გამოსატანი სახელი ახალი ველისთვის ამ ენაზე. შემდეგ დააჭირეთ ლურჯ თარგმანის ღილაკს. თქვენ შეგიძლიათ იმდენი თარგმანი დაამატოთ, რამდენიც გჭირდებათ თქვენი მომხმარებლებისათვის.
სტატიის ტიპის ველების გვერდი ახლა აჩვენებს ველის ეკრანზე გამოსატან სახელს, ენის კოდთან ერთად (ფრჩხილებში), რათა მიუთითოს მის თარგმანზე. აღსანიშნავია, რომ ეკრანზე გამოსატანი სახელი შეიძლება შეიცავდეს ცარიელ ადგილებს ან შაბლონის ველის სახელისგან განსხვავებით სვხაგვარად იყოს გამოტანილი მთავრული ასოები.
გააგრძელეთ ახალი ველების დამატება ამ სტატიის ტიპში, მანამ სანამ არ გექნებათ ყველაფერი, რაც გჭირდებათ. შემდეგ დააჭირეთ სტატიის ტიპების სიაში დაბრუნებას ლურჯ ისრის სიმბოლოს გვერდით. ეს ქმედება დაგაბრუნებთ სტატიის ტიპების გვერდზე.
სტატიის ტიპების რედაქტირება
თქვენ შეგიძლიათ ეკრანზე გამოტანილი სახელების შემდგომი თარგმანების დამატება თქვენი ახალი სტატიის ტიპისათვის, მას შემდეგ რაც დააჭერთ ბმულს "ადამიანის მიერ კითხვადი ველების სახელების რედაქტირება და თარგმნა" სტატიის ტიპების სიაში.
სტატიის ტიპები არ არის უცვლელი; ისინი შეიძლება განვითარდეს თქვენს პუბლიკაციასთან ერთად. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ დამალოთ ძველი სტატიის ტიპები, რომლებიც აღარ გამოიყენება. შეცვლაოთ ნაჩვენები იქნება თუ არა ტიპი ფერადი შუქის სიმბოლოზე დაჭერით სვეტში ჩვენება/დამავლა - მწვანე ჩვენებას აღნიშნავს, ხოლოდ წითელი დამალვას. კონტექსტური ფანჯარა გკითხავთ ნამდვილად გურსთ თუ არა ამ მოქმედების შესრულება.
ტიპის დამალვა ნაკლებ საშიშია მის წაშლასთან შედარებით; წაშლის ქმედება მასთან დაკავშირებულ კონტენტს სერვერიდან წაშლის. წაშლის ღილაკი მოცემულია, როგორც წითელი ჯვრის სიმბოლო გვერდის მარჯვენა მხარეს. სიფრთხილე გამოიჩინეთ ამ ღილაკის გამოყენებისას!
როგორც წესი, როდესაც ახორციელებთ ქმედებას, რომელსაც გავლენა ექნება თქვენს პუბლიკაციაზე Newscoop შეგეკითხებათ დარწმუნებული ხართ თუ არა.
სტატიის ტიპების სიაში მოცემულია სვეტი კომენტარების ჩართვა, რომელიც რთავს მკითხველთა კომენტარებს კონკრეტული სტატიის ტიპისთვის. მაგალითად თქვენ შეიძლება გააუქმოთ მკითხველთა კომენტარები ყველა გასართობ მიმოხილვაზე, მაგრამ დატოვოთ ისინი ახალი ამბების სტატიებისათვის.
შესაძლებელია სტატიის ტიპების სახელის შეცვლა უბრალოდ შაბლონის ტიპის სახელზე დაჭერით სტატიის ტიპების გვერდზე. დაიმახსოვრეთ, რომ თუ თქვენ სახელს შეუცვლით შაბლონის ტიპს დაუშვებელია ცარიელი სივრცისა და სხვა სიმბოლოების მასში ჩართვა.
შაბლონის ტიპის სახელის შეცვლამდე იმ სტატიის ტიპისათვის, რომელიც უკვე გამოყენებაშია გადაამოწმეთ თქვენს თემის დიზაინერთან ხომ არ ექნება ამ ქმედებას გავლენა მასზედ თუ როგორ გამოიყურება თქვენი სტატიები ერკანზე.
სტატიის ტიპის ველების რედაქტირება
სტატიის ტიპის ველების გვერდზე სტატიის ტიპების მსგავსად შესაძლებელია ველების სახელის შეცვლა, დაფარვა ან წაშლა, ეკრანზე გამოსახული სახელების გათვალისწინებით. როდესაც გაქვთ ერთზე მეტი სტატიის ტიპის ველი შეგიძლიათ შეცვალოთ თანმიმდევრობა რომლითაც ველები ჩნდება სტატიის რედაქტირების გვერდზე ლურჯ ზევით და ქვევით მიმართულ ისრებზე დაჭერით.
იმისათვის, რომ შეცვალოთ ველის ტიპი, მაგალითად ერთხაზიანი ტექსტიდან მრავალხაზიან ტექსტად WYSIWYG გამოყენებით, დააჭირეთ შესაბამის ბმულს ტიპის სევტში ამ კონკრეტული მწკრივისთვის. გაიხსნება ველის ტიპის ხელახალი მინიჭების გვერდი, რომელზეც შეგიძლიათ შეარჩიოთ ახალი ტიპი ჩამოსაშლელი მენიუს მეშვეობით. შემდეგ დააჭირეთ დამახსოვრების ღილაკს, რათა დაბრუნდეთ სტატიის ტიპის ველების გვერდზე.
მას შემდეგ რაც შეცვლით სტატიის ტიპის ველებს, თქვენ უნდა შექმნათ ახალი სტატია, რათა გამოცადოთ, რომ განახლებული ველები ისე გამოიტანება ეკრანზე, როგორც თქვენ გსურთ სტატიის რედაქტირების გვერდზე. როგორც შაბლონის ტიპის სახელის შემთხვევაში, როდესაც ცვლით შაბლონის ველის სახელს, რომელიც უკვე გამოყენებაშია, გადაამოწმეთ თქვენს თემის დიზაინერთან რაიმე გავლენა ხომ არ ექნება მას მასზედ, თუ როგორ გამოიყურება თქვენი სტატიები ეკრანზე.
სტატიის ტიპების შერწყმა
Newscoop საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ ორი განსხვავებული სტატიის ტიპის შერწყმა, იმგვარად, რომ ველებში მოცემული კონტენტი ერთი ტიპიდან (წყარო სტატიის ტიპი) გადაიტანება მეორეში (დანიშნულების სტატიის ტიპი). ეს სასარგებლო პროცესია სტატიის ტიპის დამატების ან რედაქტირებისას, რათა ყველა ადრე დაწერილი ასლი ემთხვეოდეს ახალი სტატიის ტიპის ველებს.
სტატიის ტიპების გვერდზე დააჭირეთ ბმულს ტიპების შერწყმა. ამით გაიხსნება გვერდი სტატიის ტიპის შერწყმა. მონიშნეთ წყარო და დანიშნულების სტატიის ტიპები, რომელთა შერწყმაც გსრუთ ჩამოსაშლელი მენიუს მეშვეობით.
შემდეგ, აირჩიეთ წყარო ველები, რომლებიც გსურთ, რომ გააერთიანოთ დანიშნულების ველებში. აღსანიშნავია, რომ თქვენ არ შეგიძლიათ გააერთიანოთ უფრო დიდი წყარო ველი, როგორიცაა "მრავალხაზიანი ტექსტი WYSIWYG-თი", უფრო მცირე დანიშნულების ველში, როგორიცაა "ერთხაზიანი ტექსტი". ასეთი შერწყმის დაშვების შემთხვევაში შესაძლებელია უფრო დიდ ველში არსებული კონტენტის დაკარგვა.
შემდეგ ეკრანზე გამოიტანება პოტენციური შერწყმის შედეგი. ნებისმიერი წყარო ველები, რომლებიც ვერ იქნა გადატანილი დანიშნულების ველებში ნაჩვენებია წითელი ფონტით. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი ველების შექმნა დანიშნულების სტატიის ტიპში, მანამ სანამ შეეცდებით კვლავ შერწყმას.
თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ყველა სტატია, რომელთა შერწყმაც მოხდება და წინასწარ იხილოთ ცვლილებები. შეგიძლიათ ასევე მონიშნოთ წყარო სტატიის ტიპის წაშლა. როდესაც მზად იქნებით დააჭირეთ ღილაკს შერწყმა.
თუ წყარო სტატიის ტიპისათვის განკუთვნილი სტატიები აღარ არსებობს, Newscoop ეკრანზე გამოიტანს გამაფრთხილებელ შეტყობინებას დაგეგმილი შერწყმის პირველ საფეხურზე.
There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.
You should refresh this page.