Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.1 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

სტატიის თარგმნა

Newscoop-ის მონაცემთა ბაზაში არსებული სტატიების სხვა ენაზე თარგმნა შესაძლებელია სტატიების სიაში თარგმანის ბმულზე დაჭერით... 

...ასევე, გვერდითი პანელის თავში მოქმედებების ჩამოსაშლელ მენიუში თარგმნის ოფციის არჩევით. 

ორივე მოქმედება გახსნის გვერდს, რომელიც საშუალებას მოგცემთ მიუთითოთ ახალი სტატიის სახელი, თარგმნილი სტატიისთვის. თქვენ ასევე უნდა მიუთითოთ თარგმანის ენა, ჩამოსაშლელ მენიუში ჩამოთვლილი ენებიდან. თუ ის ენა, რომელზეც გსურთ რომ თარგმანი შეასრულოთ, არ არის მოცემული მენიუში, გაეცანით თავს ენები, Newscoop-ში დამატებითი ენების დაყენების დეტალებისთვის.

თუ, თქვენ მიერ შესრულებული თარგმანის ენას არ შეესაბამება არსებული გამოცემა და სექცია, თქვენ მოგცემენ მითითებას, რომ შექმნათ ასეთი გამოცემა თუ სექცია. მიუთითეთ სახელი და URL სახელი თვითოეული მათგანისთვის, თუ ეს სავალდებულოა, და შემდეგ დააჭირეთ დამახსოვრების ღილაკს.

ამ მოქმედების შემდეგ, მოხდება თქვენი გადამისამართება სტატიის რედაქტირების გვერდზე ახალი თარგმანისთვის. 

რუკების თარგმნა

რუკის შემცველი სტატიის თარგმნისას, ნაგულისხმევი პარამეტრებით ინტერესის პუნქტები არ არის რუკაზე წარმოდგენილი, რადგანაც ამ შემთხვევაში ისინი არასწორ ენაზე შეიძლება იყოს. თარგმნილ სტატიაში, დააჭირეთ  რედაქტირებას რუკის სურათის ქვემოთ, გვერდითი პანელის გეოლოკაციების ფანჯარაში.  

შეიყვანეთ რუკის თარგმნილი სახელი, კონტექსტური მენიუს ზედა მარცხენა მახერს. შემდეგ დააჭირეთ სამკუთხედს, თვითოეული ინტერესის პუნქტისთვის, შესაბამისი ფანჯრის გასაშლელად. ამ ფანჯარაში დააჭირეთ რედაქტირების ღილაკს, რათა თარგმნოთ ინტერესის პუნქტის სახელი, თუ სავალდებულოა, შემდეგ დააჭირეთ ჩვენებას, რათა ხილვადი გახადოთ იგი თქვენი პუბლიკაციის მკითხველებისთვის. 

ნებისმიერი დაფარული ინტერესის პუნქტის სახელი გამოკვეთილი იქნება გვერდითი პანელის გეოლოკაციების ფანჯარაში.

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.