როგორც უკვე იყო ნახსენები, Newscoop-ში სტატიას შეიძლება ჰქონდეს ოთხი განსხვავებული სტატუსი: ახალი, წარდგენილი, გამოქვეყნებული ან გამოცემასთან გამოქვეყნება. როდესაც თქვენ ქმნით სტატიას, სტატუსი: რედაქტირების ფანჯრის ჩამოსაშლელ მენიუში ავტომატურადაა მოცემული, როგორც ახალი. როდესაც თქვენი სტატიის ასლის მონახაზი შექმნილია და მზადაა რედაქტორის მიერ გადახედვისათვის, დააჭირეთ ჩამოსაშლელ მენიუს და შეცვალეთ სტატუსი, როგორც: წარდგენილი.
მას შემდეგ, რაც სტატუსი შეიცვლება წარდგენილზე, მოხდება გვერდის გადატვირთვა და კონტექსტური შეტყობინება აღნიშნავს, რომ სტატიის სტატუსში შეტანილი ცვლილება დამახსოვრებულია. რედაქტორები შეძლებენ ნახონ ახლად წარდგენილი სტატიები, როდესაც ისინი Newscoop-ის სისტემაში შევლენ. იმ სტატიების სია, რომლებიც მზადაა რედაქტირებისათვის მოცემულია წარდგენილი სტატიების ხედვის რეჟიმში დეშბორდზე.
ამას გარდა, თუ მათი მომხმარებლის ანგარიში იმგვარადაა კონფიგურირებული, რომ შეტყობინებების საშუალებას იძლევა, ელ. ფოსტა გაიგზავნება რედაქტორების სახელზე, რათა მათ ეცნობოთ ახლად წარდგენილი სტატიის შესახებ.
მას შემდეგ, რაც რედაქტორები ნებისმიერ საჭირო ცვლილებას შეიტანენ და კმაყოფილნი არიან სტატიის კითხვადობითა და იერსახით, მათ შეუძლიათ გამოაქვეყნონ სტატია ჩამოსაშლელ მენიუში სტატუსის შეცვლით: გამოცემასთან გამოქვეყნება. აქაც, გვერდი გადაიტვირთება და შეტყობინება აღნიშნავს, რომ სტატიის სტატუსი შეცვლილია.
როდესაც სტატიას მინიჭებული აქვს სტატუსი - გამოცემასთან გამოქვეყნება იგი თქვენს საჯარო ვებ-გვერდზე ხილვადი ხდება, როგორც კი გამოქვეყნდება გამოცემა, რომელსაც იგი განეკუთვნება. ეს თვისება დამატებითი სტატიების გამოქვეყნების კოორდინირების საშუალებას იძლევა, როდესაც სრული გამოცემა მზად არის გამოქვეყნებისათვის. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ კონკრეტული გამოცემის გამოქვეყნების სტატუსი გამოცემების სიაში. თუ მოცემული გამოცემა უკვე გამოქვეყნდა, მაშინ საზოგადოება მაშინვე შესძლებს ახალი სტატიების ნახვას, მას შემდეგ რაც მათი მიენიჭებათ გამოქვეყნების სტატუსი.
პროცესი სრულად უკუქცევადია, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ სტატიების გამოქვეყნება თქვენს გვერდზე (ან შეცვალოთ კიდეც სტატუსი ახალზე) ისევე მარტივად, როგორც გამოაქვეყნეთ. მიაქციეთ ყურადღება, რომ მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს შეუძლიათ სტატიების გამოქვეყნება, ასე რომ თქვენ არ გექნებათ ამ ფუნქციაზე წვდომა თუ თქვენს სისტემის ადმინისტრატორს ასეთი უფლება არ მოუნიჭნებია.
თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ სტატია (ან გააუქმოთ მისი გამოქვეყნება) კონკრეტულ თარიღსა და დროს მომავალში. ამის გაკეთება თქვენ შეგიძლიათ სტატიის რედაქტირების გვერდიდან, მოვლენის დამატების ღილაკის გამოყენებით გამოქვეყნების გრაფიკის ფანჯარაში.
მოვლენის დამატების ღილაკზე დაჭერის შემდეგ, გამოჩნდება კონტექსტური ფანჯარა კალენდრითა და სამი შესაძლო მოქმედების ჩამონთვლით იმ თარიღისა და დროისათვის, რომელსაც თქვენ შეარჩევთ: გამოქვეყნება/ გამოქვეყნების გაუქმება, მთავარ გვერდზე ჩვენება / მთავარი გვერდიდან ამოღება, და სექციის გვერდზე ჩვენება / სექციის გვერდიდან ამოღება.
კალენდარის ღილაკზე დაჭერით აირჩიეთ თარიღი ან თარიღის კოდი შეიყვანეთ ხელით. შემდეგ შეიყვანეთ მოვლენის დრო და აირჩიეთ ერთი ან მეტი მოქმედება, რომელიც შესრულდება თქვენს მიერ შერჩეულ დროს. მას შემდეგ რაც თქვენ დააჭერთ დამახსოვრების ღილაკს, კონტექსტური ფანჯარა დაიხურება და მოვლენა გამოჩნდება გამოქვეყნების გრაფიკის ფანჯარაში.
მას შემდეგ რაც მოვლენა შექმნილია, მოქმედებები შესრულდება ავტომატურად იმ თარიღსა და დროს, რომელიც თქვენ მიუთითეთ. მოვლენისათვის მითითებული დროის გასვლის შემდეგ სტატუსის ჩამოსაშლელი მენიუ შეიცვლება გამოქვეყნებულზე და მოვლენა აღარ იქნება ნაჩვენები გამოქვეყნების გრაფიკის ფანჯარაში.
There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.
You should refresh this page.