სისტემის პრიორიტეტების გვერდზე შესვლა შესაძლებელია Newscoop-ის მთავარ სანავიგაციო მენიუში მოცემული კონფიგურირების ღილაკიდან. ეს გვერდი საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ თქვენი Newscoop სერვერის რამდენიმე გაფართოებული ასპექტი. ამგვარად რეკომენდებულია, რომ მასზე წვდომა მხოლოდ ადმინისტრატორებს ჰქონდეთ.
ზოგადი პარამეტრები
სისტემის პარამეტრების ცვლილების გვერდის პირველი ნაწილი განკუთვნილია ზოგადი პარამეტრებისათვის.
ქვემოთ მოცემულია თითოეული ოფციის მნიშვნელობა:
რედაქტორის პარამეტრები
გვერდის მეორე ნაწილი განკუთვნილია რედაქტორის პარამეტრებისათვის, რომლებიც გულისხმობს გამოსახულების მართვას.
ამ ნაწილის ველები საშუალებას გაძლევთ მიუთითოთ სტანდარტული გამოსახულების ზომის შეცვლის თანაფარდობა, ან იმ გამოსახულებების ნაგულისხმევი სიგანე და სიგრძე, რომლებიც ჩასმულია სტატიის ტექსტთან ერთად. ზომის შეცვლის თანაფარდობა უპირატესია ნებისმიერი ზომის შეცვლის სიგანესა ან ზომის შეცვლის სიმაღლის მნიშვნელობებზე, რომელიც მოცემულია აქ. თუ თანაფარდობა არ არის მოცემული, მაგრამ მოცემულია სიგანე და სიგრძე, Newscoop გამოიყენებს მნიშვნელობას, რომლითაც მიიღება უფრო მცირე გამოსახულების ზომა. ნაგულისხმევი პარამეტრების შეცვლა შესაძლებელია თანაფარდობით, სიგანის ან სიმაღლის პარამეტრებით კონკრეტული გამოსახულებისათვის, რომელიც მოცემულია სტატიის რედაქტირების გვერდზე.
გამოსახულების ზომები, რომლებიც შეადგენენ პუბლიკაციის შაბლონების ნაწილს, როგორიცაა მთავარი ამბავი სტატიის შაბლონში, კონფიგურირდება ცალკე კონფიგურირების მენიუში გამოსახულების რენდერის გვერდის საშუალებით.
თუ "სტატიის კონტენტში გამოსახულებების გადიდება ჩართულია" არჩევანის ღილაკი დაყენებულია "დიახ"-ზე, მკითხველებს შეუძლიათ თქვენს პუბლიკაციის გვერდებზე სტატიის გამოსახულებების გადიდება მათზე დაჭერით. გადიდების ფუნქცია მუშაობს ნებისმიერი გამოსახულებისათვის, რომელიც ჩასმულია სტატიის ტექსტის გასწვრივ.
გარე გამოწერის მართვა
გვერდის მესამე ნაწილი დაკავშირებულია გარე გამოწერათა მართვის პროგრამასთან.
თუ თქვენ მონიშნავთ ოფციას "დიახ" არჩევნის ღილაკზე "მკითხველთა გაწერების გარე მართვა", გამოწერათა მართვის ფუქნციები დაფარული იქნება Newscoop-ის ადმინისტრირების ინტერფეისიდან. მონაცემები გამოწერებზე კვლავ შეინახება Newscoop-ის მონაცემთა ბაზაში, რომელსაც თქვენი სისტემის ადმინისტრატორი დააკავშირებს მესამე მხარე გამოწერათა მართვის პროგრამასთან.
მონაცემთა ბაზის რეპლიკაციის სერვერი
მეოთხე ნაწილი საშუალებას გაძლევთ Newscoop იმგვარად დაარეგულიროთ, რომ მან ერთდროულად ორ სერვერზე იმუშაოს, რაც უსაფრთხოების ფუნქციაა ტექნიკური ან ქსელური პრობლემების შემთხვევისათვის.
დიახ არჩევანის მონიშვნა ღილაკზე "Newscoop-ის რეპლიკაციის სერვერის დაყენება" ეკრანზე გამოიტანს ოთხ ველს:
შეიყვანეთ საკვანძო სიტყვები იმ შაბლონებისათვის, რომელთა დაფარვაც გსურთ შაბლონის რედაქტორიდან, რომელშიც შევდივართ თემების მართვის გვერდის საშუალებით. მაგალითად, შაბლონები, რომლებიც აღარ გამოიყენება, მაგრამ რომელთა სერვერიდან წაშლაც არ გსურთ.
"დაგეგმილი დავალებების გარე წარმართვა" ნიშნავს სერვერის საკუთარი კრონ დამგეგმავის და არა Newscoop-ში მოცემული დამგეგმავის გამოყენებას ავტომატიზირებული დავალებებისათვის.
სტანდარტული სიგანე და სიგრძე, როგორც გარე ასევე შიდა ვიდეო ფაილებზე შეიძლება დაყენებულ იქნას ამ სექციაში, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ვიდეოები შესაბამისად გამოჩნდება თქვენი პუბლიკაციის გვერდის შაბლონებში.
ეს პარამეტრები საჭიროა Newscoop-ის ინტეგრირებისათვის MailChimp.com საფოსტო სიის მომსახურებაში.
ეს პარამეტრები საჭიროა Newscoop-ის Facebook API-სთან ინტეგრირებისათვის.
საბოლოოდ დამახსოვრების ღილაკი, განაახლებს თქვენს მიერ შერჩეულ პარამეტრებს
There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.
You should refresh this page.