Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.1 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

აღრიცხვა (Logs)

 

Newscoop-ის ადმინისტრირების ინტერფეისი მოიცავს ფუნქციას, რომელიც საშუალებას გაძლევთ თვალი მიადევნოთ თუ ვინ რას და როდის აკეთებს თქვენს პუბლიკაციის სერვერზე. თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ შესრულებული მოქმედებების აღრიცხვის ფაილები მთავარ სანავიგაციო მენიუში კონფიგურირებასა და შემდეგ აღრიცხვაზე (Log) დაჭერით. 

ნაგულისხმევი აღრიცხვის იერსახე აჩვენებს ყველა უახლეს მოველენას Newscoop-ის სერვერზე, ერთ გვერდზე 10 ქმედების ჩვენებით, სადაც პირველია უახლესი მოვლენები. იმისათვის, რომ იხილოთ წინა გვერდები დააჭირეთ ბმულს შემდეგი ან გვერდის ნომერს რესურსის ტიპის ჩამოსაშლელი მენიუს ქვემოთ. როგორც Newscoop-ის უმეტესობა ფურუნქციებისა, აღრიცხვის გვერდი მრავალენოვანია, ასე, რომ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ აღრიცხვის ჩანაწერები თქვენი საკუთრი ენისგან განსხვავებულ ენებზეც. 

იმისათვის, რომ შეისწავლოთ აღრიცხვა შერჩევითად, გამოიყენეთ რესურსის ტიპის ჩამოსაშლელი მენიუ და შეარჩიეთ ისეთი რესურსი, როგორიცაა სტატია და შემდეგ მოქმედების ტიპი, როგორიცაა შექმნა. აღრიცხვის გვერდი განახლდება და აჩვენებს მხოლოდ იმ მოვლენებს, რომლებიც შეესაბამება მოცემულ რესურსსა და მოქმედების ტიპებს. 

რესურსისა და Diff (განსხვავების) სვეტებში, დააჭირეთ ბმულს ჩვენება, რათა იხილოთ რეგისტრირებული მოვლენის დეტალები. 

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.