Newscoop სერვერზე თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ და დაარედაქტიროთ სტატიები კონკრეტული გამოცემისათვის იმგვარად, რომ ნებისმიერი მასალა არ იყოს საზოგადოებისათვის ხელმისწვდომი. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ მთლიანი გამოცემა ერთდროულად. ამის გაკეთება ორი გზით შეიძლება: დაუყოვნებლივ გამოქვეყნება ან დაგეგმილი გამოქვეყნება, როდესაც გამოცემა გამოქვეყნდება მომავალში კონკრეტულ თარიღსა და დროს. მიაქციეთ ყურადღება, რომ გამოცემის შიგნით, თქვენ კვლავ შეგიძლიათ თითოეული სტატიის ინდივიდუალურად გამოქვეყნება ან გამოქვეყნების გაუქმება. მაგალითად, შეგიძლიათ დამალოთ სტატია იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოცემა, რომელსაც იგი განეკუთვნება უკვე გამოქვეყნებულია.
დაუყოვნებლივ გამოქვეყნება
გამოცემის დაუყოვნებლივ გამოქვეყნებისათვის, დააჭირეთ შესაბამისი გამოცემისა და ენის ვერსიის გამოქვეყნების ბმულს გამოცემების სიის გამოქვეყნების თარიღის სვეტში.
კონტექსტური დიალოგის ფანჯარა მოგთხოვთ დაადასტუროთ, რომ ნამდვილად გსურთ მოცემული გამოცემის გამოქვეყნება, რადგან ეს მოქმედება გულისხმობს, რომ ნებისმიერი სტატია, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოცემასთან გამოქვეყნების სტატუსი (სტატუსის მენიუში) მყისვე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. იხ. თავი გვერდითი პანელი დეტალებისათვის.
OK ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოცემა გამოქვეყნდება და გამოცემების სია განახლდება ამ კონკრეტული გამოცემის გამოქვეყნების თარიღისა და დროის შესაბამისად. პროცესის უკუქცევისთვის, დააჭირეთ გამოქვეყნების გაუქმების ბმულს. კვლავ კონტექსტური დიალოგის ფანჯარა გკითხავთ დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ გსურთ გამოცემის სტატუსის ცვლილება.
გამოცემის მომავალში გარკვეულ თარიღსა და დროს ავტომატურად გამოქვეყნების დაგეგმვისათვის დააჭირეთ საჭირო გამოცემის და ენის ვერსიის მქონე გრაფიკის ბმულს გამოცემის სიაში მოცემულ გამოქვეყნების თარიღის სვეტში. ამით გაიხსნება გამოცემის დეტალების ცვლილების გვერდი, სადაც თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ თარიღი და დრო ამ კონკრეტული გამოცემის გამოქვეყნებისათვის. გვერდის ზედა, მარჯვენა მხარეს მოთავსებულია გამოცემის გამოქვეყნების გრაფიკისა და ახალი მოქმედების დაგეგმვის ფანჯრები.
დააჭირეთ თარიღის მარჯვენა მხარეს მოცემულ პატარა კალენდრის სიმბოლოს: შეარჩიეთ კონკრეტული გამოქვეყნების თარიღი. მიუთითეთ თქვენთვის სასურველი დრო და აირჩიეთ გამოქვეყნების ან გამოქვეყნების გაუქმების ფორმა ჩამოსაშლელი მოქმედებების მენიუდან. მიუთითეთ ყველა სტატიის გამოქვეყნება: ჩამოსაშლელ მენიუში - დიახ ან არა, თქვენი მოთხოვნების შესაბამისად. ამ შემთხვევაში "დიახ" არჩევანი გულისხმობს ამ გამოცემაში შემავალი ყველა სტატიის გამოქვეყნებას, მიუხედავად მათი ამჟამინდელი ასლის სტატუსისა. შემდეგ დააჭირეთ დამახსოვრების ღილაკს. გამოცემის გამოქვეყნების გრაფიკის ფანჯარა განახლდება და ახლად დაგეგმილ მოქმედებას ასახავს.
აღსანიშნავია, რომ თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოცემის გამოქვეყნების გაუქმება კონკრეტულ თარიღსა და დროს მომავალში. ეს მოვლენა გამოისახება გამოცემის გამოქვეყნების გრაფიკის ფანჯარაში.
დაგეგმილი მოქმედების გაუქმებისათვის, დააჭირეთ შესაბამის წითელ X სიმბოლოს წაშლის სვეტში. თქვენ მოგთხოვენ წაშლის დადასტურებას.
თუ თქვენ დააჭერთ თარიღი/დრო ბმულს მომავალი მოვლენისათვის, გაიხსნება გამოცემის გამოქვეყნების გრაფიკის გვერდი და თქვენ შეძლებთ მოვლენის რედაქტირებას. დააჭირეთ დამახსოვრების ღილაკს რათა დაადასტუროთ გეგმის ცვლილება.
There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.
You should refresh this page.