Newscoop-ის კონტენტი ორგანიზებულია იერარქიული სტრუქტურის მიხედვით, რომელიც შეესაბამება გაზეთებისა და ჟურნალების ტრადიციას: პუბლიკაციები, გამოცემები, სექციები და სტატიები. თითოეული პუბლიკაცია შედგება გამოცემებისგან; თითოეული გამოცემა კი თავის მხრივ შედგება სექციებისგან, რომლებიც შედგება სტატიებისგან.
ბმულების "Breadcrumb ბილიკი" მოცემულია ადმინისტრირების ინტერფეისის გვერდზე, მთავარი სანავიგაციო მენიუს ქვეშ, რომელიც იძლევა სხვადასხვა პუბლიკაციების იერარქიებს შორის სწრაფი ნავიგაციის საშუალებას. ეს იერარქია ასევე ნაჩვენებია კონტენტის მენიუს ქვედა ბოლოში, იმ შემთხვევაში, თუ შექმნილია რაიმე პუბლიკაცია.
მაგალითად, თუ დააჭერთ პუბლიკაციას სახელწოდებით "Prague Times", დაინახავთ ამ გაზეთის გამოცემების ჩამონათვალს. კონკრეტული გამოცემის სახელზე ან ნომერზე დაჭერით, თქვენ გადახვალთ მისი სექციების ჩამონათვალში. სექციის სახელზე დაჭერით კი, გადახვალთ სტატიების სიაზე. სიაში მოცემული სტატიის სათაურზე დაჭერით, თქვენ შეძლებთ სტატიის რედაქტირებას.
თქვენი სისტემის ადმინისტრატორს შესაძლოა უკვე შეექმნა თქვენთვის პუბლიკაცია. ახალი პუბლიკაციის შესაქმნელად, დააჭირეთ კონტენტს მთავარ სანავიგაციო მენიუში და შემდეგ დააჭირეთ პუბლიკაციებს ქვემენიუდან. გვერდზე პუბლიკაციების ჩამონათვალი რომელიც გამოჩნდება, დააჭირეთ ღილაკს ახალი პუბლიკაციის დამატება.
თუ თქვენი ავტორიზაციის ანგარიშს არ აქვს ადმინისტრატორის უფლებები, თქვენ ვერ დაინახავთ ოფციას ახალი პუბლიკაციის დამატება. თქვენ შეიძლება მოგიწიოთ თხოვოთ თქვენს ადმინისტრატორს გაზარდოს თქვენი წვდომის უფლებები. თუმცა, გაითვალისწინეთ რომ კარგი ადმინისტრატორი თავს აარიდებს რამდენიმე ადამიანზე მეტი პირისთვის ასეთი უფლებების გადაცემას. თუ თქვენ არ ხართ ამ რჩეულ პირებს შორის, თქვენი პუბლიკაციების სია შეიცავს მხოლოდ იმ პუბლიკაციებს, რომლების ჰოსტინგიც თქვენს Newscoop სერვერზე უკვე ხორციელდება.
ფანჯარას ახალი პუბლიკაციების დამატება აქვს სამი სექცია; მთავარი ატრიბუტები და კომენტარები მარცხენა მხარეს, ასევე ნაგულისხმევი გამოწერები მარჯვენა მხარეს. ამ სექციების ქვეშ მოთავსებულია ღილაკი დამახსოვრება.
სექციაში მთავარი ატრიბუტები მოცემულია შემდეგი ველები:
სექციაში კომენტარები მოცემულია შემდეგი ველები:
გვერდის მარჯვენა მხარეს არსებული ველები უკვაშირდება გამოწერებს, რომლების შეცვლაც თქვენ მოგვიანებით შეგიძლიათ სურვილისამებრ. პირველ რიგში, თქვენ უნდა აირჩიოთ დროის ერთეული თქვენი გამოწერებისთვის; რაც შეიძლება იყოს დღეების, თვეების, კვირების ან წლების პერიოდები.
თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ორი ტიპის გამოწერები: ფასიანი და საცდელი. ფასიან გამოწერებს გააჩნია შემდეგი პარამეტრები:
დამახსოვრების ღილაკზე დაჭერით, Newscoop დაადასტურებს, რომ ახალი პუბლიკაცია შექმნილია.
თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ამ გვერდს პუბლიკაციების ჩამონათვალში, კონფიგურაციის სიმბოლოზე დაჭერით. გამოწერების ნაგულისხმევი პარამეტრების ველების მარჯვენა მხარეს, ახლა გამოჩნდება ბმული გამოწერის პარამეტრების მართვა ქვეყნების მიხედვით, რაც საშუალებას მოგცემთ, განსაზღვროთ სხვადასხვა ნაგულისხმევი დროის პერიოდები ინდივიდუალური ქვეყნების მიხედვით.
ბმული გახსნის გვერდს გამოწერის პარამეტრების მართვა ქვეყნების მიხედვით, რომელიც შეიცავს ბმულს გამოწერის პარამეტრების მართვა ქვეყნების მიხედვით.
თუ გაყვებით ამ ბმულს, იგი გახსნის გვერდს ჩამოსაშლელი მენიუთი განხილული ქვენყების ასარჩევად, დამატებით ველებს ნაგულისხმევი საცდელი და ფასიანი გამოწერების პერიოდებისთვის. დამახსოვრების ღილაკზე დაჭერით, თქვენ დაბრუნდებით გვედზე გამოწერის პარამეტრების მართვა ქვეყნების მიხედვით, რომელიც უკვე უნდა აჩვენებდეს ახლახანს დაყენებულ პარამეტრებს.
პუბლიკაციის კონფიგურირების გვერდის ბოლოში მოცემულია არე, რომელიც დასათაურებულია როგორც დებატები. დააჭირეთ ღილაკს რედაქტირება, კონტექსტური ფანჯრის გასახსნელად, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ახალი დებატის დამატება, რათა დაუმატოთ დებატი პუბლიკაციას.
შეიყვანეთ დებატის თარიღები, დებატის შეკითხვის დეტალები და სავარაუდო პასუხები. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს დამახსოვრება.
ახალი დებატი ახლა წარმოდგენილი იქნება ჩამოსაშლელ ფანჯარაში.
There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.
You should refresh this page.