მთავარი Newscoop მენიუ შეიცავს დეშბორდ გვერდის ბმულს და ხუთამდე ქვემენიუს, იმის მიხედვით, თუ რა ნებართვები აქვს სისტემაში შესულ მომხმარებელს. ეს ქვემენიუებია კონტენტი, მოქმედებები, კონფიგურაცია, მომხმარებლები და პლაგინები. ქვემოთ ნაჩვენები მენიუები ადმინისტრატორი მომხმარებლისთვისაა, რომლისთვისაც ყველა ქვემენიუს ოფციაა ხელმისაწვდომი.
აქ შეგიძლიათ ნახოთ სერვერზე არსებული პუბლიკაციები, მკითხველთა კომენტარები, უკუკავშირის შეტყობინებები, მედია არქივი, და საძიებო გვერდი Newscoop-ის მონაცემთა ბაზაში არსებული ყველა სტატიისთვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ ბმულები, რომლებიც გაჩვენებთ მიმდინარე სტატიების და რჩეული სტატიების ჩამონათვალს.
ყოველი არსებული პუბლიკაციისთვის, ქვემენიუზე მოცემულია მალმხმობი უკანასკნელი სამი გამოცემისთვის, და თვითოეულ გამოცემაში არსებული სექციების სრული სია, დამატებით ქვემნიუებში.
ეს მენიუ უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას ყველაზე ხშირად გამოყენებულ ფუნქციებზე, მათ შორის ახალი სტატიის დამატება და პაროლის შეცვლა. აქ ასევე შეგიძლიათ ნახოთ ფუნქციები XML-ის იმპორტირება და სარეზერვო ასლი/აღდგენა.
აქ თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ სისტემის პრიორიტეტების მიხედვით კონფიგურირება თქვენი პუბლიკაციისთვის და გამოიყენოთ რიგი სხვა ფუნქციები. თემები არის შაბლონური პაკეტები, რომლებიც განსაზღვრავს თუ როგორ უჩვენებს Newscoop კონტენტს მკითხველებს და ხელმომწერებს. სტატიის ტიპები აღწერს თქვენი სტატიის ფორმატს, ხოლო საკითხები საშუალებას გაძლევთ კატეგორიებად დაყოთ თქვენი სტატიები. ოფცია ენები განსაზღვრავს იმ ენებს, რომლებს შორისაც ჟურნალისტებმა უნდა გააკეთონ არჩევანი სტატიების შექმნისას.
ქვეყნები საშუალებას გაძლევთ დააკონკრეტოთ ქვეყნის სახელი ადგილობრივ ენაზე, თითოეული ტერიტორიისთვის. ლოკალიზატორი საშუალებას გაძლევთ თარგმნოთ ადმინისტრირების ინტერფეისი. აღრიცხვებზე დაჭერა გაჩვენებთ ყველა მომხმარებელი პერსონალის უკანასკნელ აქტივობას, აუდიტის მიზნებისთვის. მხარდაჭერა საშუალებას გაძლევთ მიუთითოთ, გადაეგზავნება თუ არა თქვენი სერვერის დეტალები Sourcefabric-ს, ტექცნიკოსი ინჟინრების დასახმარებლად. გამოსახულების რენდერი საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ თქვენს პუბლიკაციაში სხვადასხვა ტიპის გამოსახულებების რეპროდუქციების ზომები.
აქ შეგიძლიათ თქვენი ვებგვერდის მომხმარებელების მართვა და ასევე ავტორების მართვა. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ მომხმარებელთა ტიპების მართვა, ან ახალი ანგარიშის შექმნა. გვერდი ავტორების მართვა საშუალებას გაძლევთ, შეინარჩუნოთ საკონტაქტო და ბიოგრაფიული ინფორმაცია თქვენი პუბლიკაციის თვითოეული ავტორისთვის, ასევე თვალ-ყური ადევნოთ სტატიებს, რომლების შექმნაშიც ისინი იღებდნენ მონაწილეობას. ავტორების მართვის გვერდი გამოყოფილია მომხმარებლების მართვის გვერდისგან, რათა შესაძლებელი იყოს თანაავტორების მართვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ არ გააჩნიათ Newscoop ავტორიზებული ანგარიში.
ეს ქვემენიუ უზრუნველყოფს Newscoop-ის დამატებითი ფუნქციონალურობის წვდომას, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ნებისმიერ პლაგინებს: ბლოგებს, დებატებს, ინტერვიუებს, გამოკითხვებს, reCAPTCHA ან SoundCloud.
ადმინისტრირების ინტერფეისის ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემულია ორი დამატებითი ბმული, თქვენს ავტორიზაციის ანგარიშთან ასოცირებული სრული სახელის მარჯვნივ. დახმარება დაგაკავშირებთ ამ სახელმძღვანელოს ონლაინ ვერსიასთან, Sourcefabric-ის ვებგვერდის მეშვეობით, ასევე სხვა სახის მხარდაჭერის რესურსებთან. გასვლა კი დაასრულებს თქვენს სესიას და დაგაბრუნებთ ადმინისტრირების ავტორიზაციის გვერდზე.
There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.
You should refresh this page.