Newscoop ადმინისტრირების ინტერფეისის ნაგულისხმევი ენაა ინგლისური, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Newscoop მიერ მოწოდებული თარგმანებიდან ერთ-ერთი ან შექმნათ თქვენი საკუთარი თარგმანი ინტეგრირებული ლოკალიზატორის ინსტრუმენტის გამოყენებით. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ლოკალიზატორი არსებული თარგმანის გასაუბჯობესებლად ან მის რეგიონალურ დიალექტზე მოსარგებად.
პირველი საფეხურია შევამოწმოთ, რომ ენა რომლის თარგმნაც გსურთ მოცემულია გვერდზე ენები, კონფიგურირების მენიუში. თუ თქვენი სამიზნე ენა არ არის მოცემული, მაშინ თქვენ მოგიწევთ თავდაპირველად მისი Newscoop-ში დამატება. იხ. თავი ენები დამატებითი დეტალებისთვის. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გახსნათ ლოკალიზატორი კონფიგურირებაზე, შემდეგ კი ლოკალიზატორზე დაჭერით მთავარი სანავიგაციო მენიუდან.
ლოკალიზატორი მუშაობს იმგვარად, რომ საშუალებას გაძლევთ თარგმნოთ ტექტის ინდივიდუალური სტრიქონები, რომლებიც ჩანს Newscoop-ის ადმინისტრირების ინტერფეისზე. მთლიანად Newscoop-ში მოცემულია 2463 სტრიქონი, რომლებიც დაყოფილია 40 სფეროდ და წარმოადგენს ინტერფეისის სხვადასხვა გვერდებს. თქვენ შეგიძლიათ დაასრულოთ ლოკალიზაცია ერთად მომუშავე მთარგმნელების გუნდთან ერთად, თითოეულ სფეროში ინდივიდუალურად მუშაობით.
შეარჩიეთ თქვენი წყარო (თარგმნა ენიდან) და სამიზნე (თარგმნა ენაზე) ენები ჩამოსაშლელი მენიუებიდან და შემდეგ მონიშნეთ ლოკალიზების სფერო, როგორიცაა გეომდებარეობა ან სტატიის ტიპები. სფეროები, რომლებიც ბოლომდე არ არის თარგმნილი ნაჩვენები იქნება წითელი ფონტით. თქვენ შეგიძლიათ დაიმახსოვროთ თქვენი სამუშაო ნებისმიერ დროს შესავსები ველების გვერდით მდებარე დისკის სიმბოლოზე დაჭერით. როდესაც დაასრულებთ თარგმანს, გვერდის ბოლოს მოცემულია ღილაკი დამახსოვრება.
თქვენ შეხვდებით სტრიქონებს, რომლებიც შეიცავს დოლარის ნიშანს, მაგ. "$1". ეს ნიშნავს, რომ ამ სიმბოლოებს Newscoop ჩაანაცვლებს ერთი ან მეტი სიტყვით. მაგალითად, როდესაც Newscoop-ის ინეტრფეისში ჩანს სტრიქონი "შემოსულია: $1", ეს შეიძლება ნიშნავდეს: "შემოსულია: ადმინისტრატორი". ამ მაგალითში, მომხმარებლის სახელი "ადმინისტრატორი" ჩანაცვლებულია "$1" სიმბოლოთი.
ასევე შესაძლებელია TinyMCE, WYSIWYG სტატიის რედაქტორის ლოკალიზება, რომელიც ინტეგრირებულია Newscoop-ში. სტრიქონები TinyMCE-ში უნდა დარედაქტირდეს თქვენი სისტემის ადმინისტრატორის მიერ ხელით, რაც ლოკალიზატორისაგან ცალკე შესასრულებელი ამოცანაა.
ავტომატიზირებული თარგმნა
იმისათვის, რომ გამოვიყენოთ ავტომატიზირებული თარგმნის ინსტრუმენტი, რომელიც გულისხმობს ზიარ თარგმნის მეხსიერებას, როგორიცაა Google Translate Toolkit (http://translate.google.com/toolkit/) Newscoop უზურნველყოფს ბრძანებების ხაზის სკრიპტებს ლოკალიზაციის ფაილების ექსპორტისა და იმპორტისათვის სტანდარტულ .po ფორმატში, რომელიც გამოიყენება GNU gettext-ის მიერ. სკრიპტების გადმოწერა შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით: https://github.com/sourcefabric/Newscoop/tree/v4.1/scripts/localization
ლოკალიზაციის Newscoop გუნდისთვის უკან გადაგზავნა
ჩვენ მოვუწოდებთ Newscoop-ის მომხმარებლებს გადააგზავნონ მათი ენის ლოკალიზაციები. ეს Newscoop-ს უფრო სასარგებლოს ხდის ადამიანებისათვის მთელს მსოფლიოში. მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა მსგავსი ენის ლოკალიზაცია, იგი შეიძლება არ პასუხობდეს თქვენს კონკრეტულ საჭიროებებს ან რეგიონალურ განსხვავებებს. მაგალითად, შესაძლებელია განსხვავება არსებობდს ესპანურ ენაში, რომელიც გამოიყენება ესპანეთში და რომელიც გამოიყენება გვატემალაში. ასეთ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ Newscoop-ის ლოკალიზება თქვენი საჭიროებების შესაბამისად და გაუზიაროთ ლოკალიზაცია სხვა მომხმარებლებს, რომლებიც საუბრობენ თქვენს ენასა თუ დიალექტზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მასზედ თუ როგორ შეიტანოთ წვლილი Newscoop-ს ლოკალიზაციაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: contact@sourcefabric.org
There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.
You should refresh this page.