Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.1 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

კონტენტის მართვა

სტატიების სიის გვერდი ჩნდება მაშინ,  როდესაც შეგყავთ კონკრეტული სექცია კონტენტის მენიუს მეშვეობით, პუბლიკაციების, გამოცემებისა და სექციების იერარქიის მიხედვით. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ breadcrumb ბილიკი სანავიგაციო მენიუს უკან, თქვენთვის საინტერესო სექციაში გადასასვლელად, და შემდეგ დააჭიროთ სტატიებზე გადასვლის ბმულს. 

კონკრეტული სტატიის რედაქტირებისთვის, უბრალოდ დააჭირეთ მის სათაურს, და თქვენ გადახვალთ სტატიის რედაქტირების გვერდზე. დაბლოკილი სტატია არის ისსტატია, რომლის რედაქტირებაც მოცემულ მომენტში ხორციელება, როგორც ნაჩვენებია სიაში ბოქლომის სიმბოლოთი, სტატიის სახელის მარცხნივ. სიაში სხვა მომხმარებლების მიერ რედაქტირებულ სტატიებს ასევე მინიჭებული აქვთ ვარდისფერი ფონი.   

სტატიის რედაქტორის ვინაობის და სტატიის დაბლოკვის დროის გასაგებად, დააჭირეთ სტატიის სათაურს სიაში. გაიხსნება გვერდი რედაქტორის სახელით, და ღილაკებით, მოცემული სტატიისთვის ბლოკის მოხსნისა და მისი ნახვის ოფციებით. ნახვის ოფციის გამოყენება გულისხმობს რომ, თქვენ არ გექნებათ საშუალება ერთდროულად იმუშაოთ სხვა ავტორის სტატიაზე, სანამ იგი განვითარების პროცესშია. 

 

რამდენიმე მოქმედება

სტატიების სია საშუალებას გაძლევთ შეასრულოთ სხვა მოქმედებებიც სტატიის რედაქტირების გარდა, და ამ მოქმედებების შესრულება თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე სტატიაზე ერთდროულად. ერთ ან მეტ სტატიაზე მოქმედების შესასრულებლად, დააჭირეთ მოსანიშნ ფანჯარას, თვითოეული სტატიის სათაურის მარცხნივ. თქვენ მიერ არჩეული სტატიები გამოიკვეთება ღია ლურჯი ფონით.

მას შემდეგ რაც თქვენ აირჩევთ სტატიებს, გადადით მოქმედების არჩევის ჩამოსაშლელ მენიუზე სიის დასაწყისშ, და აირჩეთ თქვენთვის სასურველი მოქმედება. 

მაგალითისთვის, თუ აირჩევთ გადართვა: 'პირველ გვერდზე', Newscoop წარმოგიდგენთ არჩეულ სტატიებს თქვენი პუბლიკაციის პირველ გვერდზე, თუკი სტატიები გამოქვეყნებულია და გამოცემები, რომელსაც ისინი ეკუთვნის უკანასკნელია. მცირე ზომის მწვანე კონტექსტური ფანჯარა დაგიდასტურებთ, რომ მოქმედება შესრულებულია. ზოგიერთი მოქმედება გადაგიყვანთ სხვა გვერდზე, რადგანაც ისინი დამატებით მოქმედებებს მოითხოვს. ამგვარი მოქმედებები შეიცავს გამოქვეყნების გრაფიკს, სხვა სექციაში სარეზერვო ასლის შექმნას, და გადაადგილებას

სტატიების სია ასევე საშუალებას გაძლევთ, გადაადგილოთ სტატიები თქვენი სექციის გვერდზე, იმ შემთხვევაში, თუ, ეს ფუნქცია უზრუნველყოფილია თქვენი სექციის შაბლონის მიერ. სიაში სტატიის ადგილმდებარეობის შესაცვლელად, უბრალოდ დააჭირეთ მისი ზოლის გასწვრივ ნებისმიერ ადგილს, გეჭიროთ მაუსის ღილაკი, და გადაატარეთ და ჩააგდეთ ის თქვენთვის საჭირო ადგილას. სტატიების ახალი განლაგება არ იქნება საბოლოო მანამ, სანამ თქვენ არ დააჭერთ თანმიმდევრობის დამახსოვრების ღილაკს, სტატიების სიის ბოლოში. 

სტატიების სიის მარჯვენა მხარეს წარმოდგენილია დამატებითი სვეტები, რომლებიც უზრუნველყოფს სხვა ფუნქციებს, როგორებიცაა სტატიაზე გაკეთებული კომენტარების რაოდენობა, ან საზოგადოების წაკითხვების რაოდენობას. სიის ზედა მარჯვენა კუთხეში, მოცემულია სვეტის ჩვენება/დამალვის ღილაკი, რომელიც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ სვეტები, რომლების ნახვაც გსურთ. 

სათაურის, კომენტარების ან წაკითხვების რაოდენობის, ან გამოქვეყნების თარიღის მიხედვით სტატიების დასალაგებლად, დააჭიერთ სვეტს შესაბამისი თავსართით. სვეტებს, რომლებიც სორტირებას უზრუნველყოფს, აქვს ორმაგი შევრონის სიმბოლო. თანმიმდევრობის დამახსოვრების ღილაკზე დაჭერის შემდეგ, სტატიების თანმიმდევრობა შესაბამისი სექციის გვერდზე განახლდება. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გამოავლინოთ სტატია ყველაზე მეტი წაკითხვებით კონკრეტულ სექციაში, და გადაანაცვლოთ იგი სექციის გვერდის თავში.  

კომენტარები

კომენტარების ოფცია კონტენტის მენიუში, ხსნის გვერდს, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაადასტუროთ, შეცვალოთ ან წაშალოთ მკითხველის კომენტარი სტატიაზე. დამატებითი დეტალებისთვის, გაეცანით თავს კომენტარების მოდერირება.  

უკუკავშრი

უკუკავშირის გვერდი კონტენტის მენიუში, ფუნქციონალურად კომენტარების გვერდის მსგავსია, იმ გამონაკლისით, რომ უკუკავშირის შეტყობინებები შეიძლება გაიგზავნოს, მხოლოდ სისტემაში ავტორიზებული მომხმარებლების მიერ, როგორებიც არიან პერსონალი და გამომწერები. უკუკავშირის შეტყობინებები არ უნდა იყოს მიმაგრებული ან წარმოდგენილი, როგორც რომელიმე კონკრეტული სტატიის ნაწილი, ასევე ისინი შეიძლება შეიცავდეს თანდართულ გამოსახუელბას ან დოკუმენტს. მაგალითისთვის, მათი გამოყენება შეუძლიათ გამომწერებს, რათა გამოაგზავნონ გამოსახულებები უკანასკნელი ამბების შემთხვევის ადგილიდან.   

იმისთვის რომ უკუკავშირის შეტყობინებებმა იმუშაოს, აუცილებელია არსებობდეს უკუკავშირის ფორმის ბმული თქვენი პუბლიკაციის შაბლონებში. 

მედია არქივი

მედია არქივი, რომელიც ასევე კონტენტის მენიუშია წარმოდგენილი, უზრუნველყოფს მთლიან არატექსტურ კონტენტს თქვენი პუბლიკაციის მონაცემთა ბაზაში. მას აქვს სამი ჩანართი; ერთ გამოსახულებებისთვის, ერთი სლაიდშოუსთვის, და ერთი სხვა ფაილებისთვის, როგორებიცაა PDF, აუდიო და ვიდეო ფაილები. ახალი კონტენტის ატვირთვა შესაძლებელია პირდაპირ მედია არქივში, ახალი გამოსახულებების დამატების, ახალი სლაიდშუების დამატების, ან ახალი ფაილების დამატების ბმულების გამოყენებით, შესაბამისი ჩანართის ლურჯი პლიუსის სიმბოლოს გასწვრივ.  

 

უმთავრესი განსხვავება ჩანართებს შორის მდგომარეოებს იმაში, რომ გამოსახულებები და სლაიდშოუები იხსნება მკითხველის ვებ ბრაუზერში, ნაგულისხმევი პარამეტრების მიხედვით, თუმცა ასევე, შესაძლებელია მკითხველის მიერ ფაილების ავტომატური გადმოწერის უზრუნველყოფა. ამ მიზეზის გამო, დაშვებულია გამოსახულებების ატვირთვა ფაილების ჩანართში, თუ გსურთ, რომ მკითხველებმა შეძლონ მათი გადმოწერა.

ძიება

სტატიების სიის გარდა, Newscoop შეიცავს კიდევ ერთ ინსტრუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს კონტენტის მიმოხილვას, სერვერზე არსებული ყველა პუბლიკაციისთვის. საძიებო ფუნქციაში შესვლა ხდება კონტენტის მენიუდან, რომლის ინტერფეისიც ინტერნეტის საძიეო სისტემების მსგავსია. თქვენ შეგიძლიათ გაფილტროთ საძიებო ოფციები, კონკრეტული პუბლიკაციის, გამოცემის ან სექციის მიხედვით. ასევე შესაძლებელია რამოდენიმე სხვა კრიტერიუმის მიხედვით ფილტრაცია, როგორებიცაა მაგალითად, ავტორი ან სტატიის გამოქვეყნების თარიღი. 

მიმდინარე სტატიები

კონტენტის მენიუში მიმდინარე სტატიების გვერდზე წარმოდგენილია ჟურნალისტების მიერ წარდგენილი ახალი სტატიების ასლების ჩამონათვალი, ან სტატიები, რომლებიც XML-ის მეშვეობით არის იმპორტირებული. იგი ფუნქციონალურად მსგავსია დეშბორდზე წარმოდგენილი მიმდინარე სტატიების ვიჯეტისა. სტატიის რედაქტირებისთვის, დააჭირეთ მის სათაურს

რჩეული სტატიების სია

რჩეული სტატიების სია სპეციალური სტატიების სიაა, რომელიც შექმნილია კონკრეტულ შაბლონში გამოყენებისათვის, როგორიცაა თქვენი გამოცემის პირველი გვერდი.

ახალი სიის შესაქმნელად, დააჭირეთ რჩეული სტატიების სიას  კონტენტ მენიუში, შემდეგ დააჭირეთ სიის დამატების ლურჯ ღილაკს.

გახსნილი რჩეული სტატიების სიის გვერდზე შეიყვანეთ ახალი სიის სათაური, სიის სათაურის ველში. შემდეგ დააჭირეთ ლურჯ დამახსოვრების ღილაკს.

ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ გადაიტანოთ სტატიები არსებული სტატიების ფანჯრიდან რჩეული სტატიების ფანჯარაში, როგორც ეს ნაჩვენებია თავში გვერდითი პანელი

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.