Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.1 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

კომენტარების მოდერირება 


თქვენს ონლაინ პუბლიკაციაში სპამისა და ცილისმწამებლური პოსტების თავიდან აცილებისათვის ხშირად საჭიროა გამოქვეყნებამდე მკითხველთა კომენტარების მოდერირება. CAPTCHA-ს შეუძლია თავიდან აგვაცილოს ავტომატური სპამი, მაგრამ მას არ შეუძლია აგვარიდოს სპამი, რომელიც თქვენი პუბლიკაციის კომენტარის ფორმაში ხელით შეიტანება.

თუ პუბლიკაცია იმგვარად არის კონფიგურირებული, რომ გამომწერთა ან საზოგადოების კომენტარები იმართება, მკითხველი იხილავს შეტყობინებას, რომელიც აღნიშნავს, რომ მათი კომენტარი გამოქვეყნებამდე - ან არ გამოქვეყნებამდე გადაგზავნილია დამტკიცებისათვის

მკითხველთა კომენტარების სიის ნახვა შესაძლებელია მთავარ სანავიგაციო მენიუში კონტენტზე და შემდეგ კომენტარებზე დაჭერითსტანდარტულად ყველა კომენტარი ნაჩვენებია. კომენტარების გვერდის მარცხენა მხარეს მოცემულია ალმები მხოლოდ ახალი, დამტკიცებული ან დამალული კომენტარების საჩვენებლად; ასევე ალმები მხოლოდ რეკომენდებული ან არარეკომენდებული კომენტარების საჩვენებლად.

სიის სტანდარტული სიგრძეა 25 კომენტარი გვერდზე. მოცემულია ძებნის ველი, რომელიც დაგეხმარებათ იპოვოთ კომენტარების კონკრეტული ნაკრები, შესაძლოა რაიმე თემაზე. ძებნის შედეგები შესაძლოა დახარისხებულ იქნას ავტორის, თარიღის ან სტატიის სათაურის მიხედვით, თითოეული სვეტის სათაურის გვერდით არსებულ შევრონის სიმბოლოების გამოყენებითდახარისხების მიმართულება შეიძლება შეიცვალოს სამკუთხა სიმბოლოზე დაჭერით, რომელიც შევრონის სიმბოლოების ადგილას გაჩნდება.

დააჭირეთ კომენტარის მარცხნივ მდებარე ალამს კომენტარის მოსანიშნად ან დააჭირეთ ალამს ცხრილის სათაურში, რათა მონიშნოთ ყველა კომენტარი. მონიშვნის შემდეგ,  კომენტარების სიის მაღლა მდებარე ჩამოსაშლელი მოქმედებების მენიუ საშუალებას გაძლევთ განაახლოთ ახალი კომენტარების სტატუსი: დამტკიცებულზე ან წაშალოთ იგი სპამის შემთხვევაშიალტერნატიულად, შესაძლებელია კომენტარის დამალვარაც არ შლის კომენტარს პერმანენტულად.

დააჭირეთ მომხმარებელზე ბანის დადება / ბანის მოხსნა ღილაკს კონკრეტული მომხმარებლისთვის მომავალში პუბლიკაციაზე კომენტარის გაკეთების აკრძალვის მიზნით. ბანი შეიძლება დაიდოს კონკრეტულ მომხმარებლის სახელზე, ელ. ფოსტის მისამართზე, IP მისამართზე ან ამ დეტალების კომბინაციაზე. ასევე არსებობს ფუნქცია, რომელიც გულისხმობს კონკრეტული მომხმარებლის ყველა კომენტარის წაშლასროდესაც მას ადევს ბანი

კომენტარების სიის მარჯვენა მხარეს სტატიის ქვეშ მოცემულია ბმული იმ სტატიის ეკრანზე გამოტანისათვის, რომელთანაცაა დაკავშირებული თითოეული კომენტარი და ასევე დეტალები სტატიის პუბლიკაციის და სექციის შესახებ. ასევე მოცემულია მალსახმობი ბმული სტატიის რედაქტირებაზე გადასვლა იმ შემთხვევაში თუ საჭირო იქნება ახსნაგანმარტება ან შესწორება, გაკეთებული კომენტარების გათვალისწინებით. კომენტარზე მაუსის გადატარებით მოდერაციის ღილაკების რიგი გაჩნდება, მათ შორის სწრაფი რედაქტირება, პასუხი, წაშლა და რეკომენდირება.


 

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.