Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.1 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

გამოცემის შექმნა

მას შემდეგ რაც წარმატებით შექმნით თქვენს პუბლიკაციას, დააჭირეთ კონტენტს, შემდეგ პუბლიკაციებს მთავარ სანავიგაციო მენიუში. დააჭირეთ თქვენი ახალი პუბლიკაციის სათაურს, პუბლიკაციების ჩამონათვალში (მაგ. "The Prague Times"). ეს მოქმედება გადაგიყვანთ გამოცემების ჩამონათვალში, რომელიც თავიდან ცარიელი იქნება.

დააჭირეთ ახალი გამოცემის დამატების ბმულს. თუ ახლა თქვენს პირველ გამოცემას ქმნით, დაინახავთ გვერდს ველებით ზოგადი ინფორმაციისთვის, რომელიც უნდა მიუთითოთ. 

სახელი - ეს არის გამოცემის სახელი იმ კონკრეტულ ენაზე, რომელიც მითითებული გაქვთ ჩამოსაშლელ მენიუში ქვემოთ. ნომერი - ეს არის გამოცემისთვის მინიჭებული უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი. თუ ეს თქვენ მიერ გამოშვებული პირველი გამოცემაა, მაშინ შესაფერისი იქნებოდა ნომერი "1". გამოცემის ნომრის შეცვლა არ შეიძლება მისი მითითების შემდეგ.

თუ თქვენ გეგმავთ, რომ მოგვიანებით ეტაპზე დაუმატოთ ძველი გამოცემები თქვენს პუბლიკაციას, იმავე Newscoop სერვერზე, თქვენ უნდა მიჰყვეთ ნუმერაციის სერიებს. მაგალითად, თუ თქვენ Newscoop-ზე გადასვლამდე გამოუშვით "The Prague Times"-ის 154-ე გამოცემა, Newscoop-ზე გამოშვებულ პირველ გამოცემას უნდა მიანიჭოთ ნომერი 155. ეს ასეა, რადგანაც Newscoop გამოიყენებს გამოშვებული გამოცემის უმაღლეს ნომერს, რათა განსაზღვროს, თუ რომელი გამოცემა შეიცავს პუბლიკაციის მთავარი გვერდის სტატიებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოთ იმ გამოცემით, რომლის ნუმერაციაც საკმაოდ მაღალია და საშუალებას მოგცემთ, რომ მოგვიანებით დაამატოთ წინა გამოცემები.

URL მისამართის ველი, მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამოსადეგი, თუ თქვენ პუბლიკაციის შექმნისას მონიშნეთ ოფცია "URL-ის ტიპი: მოკლე სახელები". თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ასოები, ციფრები და ქვეტირეს სიმბოლო. არც ერთი სხვა პუნქტუაციის ნიშანი ან დაშორების სიმბოლო არ არის დაშვებული. URL მისამართი გამოჩნდება მკითხველის ბრაუზერის URL-ის ველში. მაგალითად, თუ ამ ველში თქვენ შეიყვანთ "2012_1"-ს, გამოცემის URL შესაძლოა ასე გამოიყურებოდეს:

http://www.example.com/2012_1

დამახსოვრების ღილაკზე დაჭერა, გადაგიყვანთ გამოცემის დეტალების შეცვლის გვერდზე, სადაც დგინდება გამოცემის სხვადასხვა ოფციები. ხელმარცხნივ, მოცემულია პარამეტრები მთავარი გვერდის, სექციებისა და სტატიების ნაგულისხმევი შაბლონებისთვის. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ თქვენი საკუთარი Newscoop თემა, შეგიძლიათ აირჩიოთ შაბლონები Newscoop-ის მიერ უზრუნველყოფილი თემებიდან (იხ. თავი თემის არჩევა).



გამოცემის გამოქვეყნების გრაფიკი

გამოცემის დეტალების შეცვლის გვერდის მარჯვენა მხარეს, მოცემულია ფანჯრები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ მიუთითოთ გამოქვეყნების გრაფიკი მოცემული გამოცემისთვის. გამოცემის გამოქვეყნება შეიძლება ხდებოდეს კონკრეტულ თარიღსა და დროს, და შესაძლებელია მისი გაუქმება სხვა თარიღსა და სხვა დროს.

არსებული მოქმედებები ნაჩვენებია გამოცემის გამოქვეყნების გრაფიკის ცხრილში. ცხრილიდან ინდივიდუალური მოქმედებების ამოშლა შესაძლებელია, მარჯვენა მხარეს მოცემულ, წითელ x სიმბოლოზე დაჭერით.  

წინა გამოცემის ასლის შექმნა

თუ ეს არ არის თქვენ მიერ შექმნილი პირველი გამოცემა, გამოცემების სიაში ახალი გამოცემის დამატების ბმულზე დაჭერით, თქვენ გადახვალთ განსხვავებულ გვერდზე, რომელზეც წარმოდგენილია ბმულები ორი სხვადასხვა მოქმედებისთვის: წინა გამოცემის სტრუქტურის გამოყენება, ან ახალი სტრუქტურის შექმნა.

წინა გამოცემის სტრუქტურის გამოყენება იქნება ჩვეულებრივი ასარჩევი ოფცია, მას შემდეგ რაც თქვენ მზად იქნებით გამოაქვეყნოთ დამატებითი გამოცემები, რადგან იგი ავტომატურად ქმნის წინა გამოცემაში წარმოდგენილი სექციების მქონე ახალ გამოცემას. ამ მიზეზით, თქვენ უნდა შექმნათ ყველა თქვენთვის საჭირო სექცია, სანამ გამოიყენებთ სტრუქტურის ასლს სხვა გამოცემებში. ამ ოფციაზე დაჭერით, გაიხსნება გვერდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიუთითოთ ახალი გამოცემის ნომერი. 

ახალი გამოცემის სექცია იქნება ცარიელი, იმისთვის რომ, თქვენ შეძლოთ სტატიების დამატება. მანამდე კი, თქვენი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ახალი გამოცემისთვის სახელის მითითება, რადგანაც ეს ველი არ განახლდება ავტომატურად; წარმოდგენილი იქნება წინა გამოცემის სახელი. თქვენ ასევე უნდა მითითოთ უნიკალური URL სახელი ამ გამოცემისთვის. სახელისა და URL სახელის ველების შეცვლის შემდეგ, დააჭირეთ დამახსოვრების ღილაკს, ახალი გამოცემის განსაახლებლად. 

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.