Newscoop საშუალებას გაძლევთ უზრუნველყოთ მრავალჯერადი, მრავალენოვანი პუბლიკაციების ჰოსტინგი ერთსა და იმავე ვებ სერვერზე. ახალი ონლაინ პუბლიკაციის შექმნის პროცესი შეიძლება სამ საფეხურად დაიყოს:
Newscoop სახელმძღვანელოს ეს ნაწილი განკუთვნილია რედაქტორებისა და ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მუშაობისას ამ სამ საფეხურს გადიან. იგულისხმება, რომ თქვენ მიერ გამოყენებული ვებ სერვერი უკვე გაშვებულია და მუშაობს Newscoop-ზე, და რომ თემა უკვე შექმნილია თქვენი პუბლიკაციისთვის.
თუ თქვენ ხართ სისტემის ადმინისტრატორი და ქმნით Newscoop სერვერს საგამომცემლო მიზნებისთვის, თქვენ ასევე უნდა გაეცნოთ ამ სახელმძღვანელოში მოგვიანებით წარმოდგენილ ინსტალაციისა და ადმინისტრირების თავებს, სანამ დაიწყებთ სერვერზე მუშაობას. თუ თქვენ აირჩევთ ნიმუში თემის ინსტალაციას საინსტალაციო საფეხურების თავის მიხედვით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს თემა, რათა წინასწარ გაეცნოთ Newscoop-ს საკუთარი თემის შემუშავებამდე. თემის დიზაინი განხილულია თანმდევ სახელმძღვანელოში Newscoop 4 Cookbook, რომლიც შეგიძლიათ მოიპოვოთ Sourcefabric-სგან.
თუ თქვენი საკუთარი Newscoop სერვერი ჯერ კიდევ არ არის გაშვებული და არ მუშაობს, შეგიძლიათ მიჰყვეთ ამ სახელმძღვანელოში მოცემულ საფეხურებს Newscoop-ის სადემონსტრაციო სერვერის და Sourcefabric-ის მიერ შექმნილი ნიმუში თემების გამოყენებით.
პირველი საფეხური იწყება თქვენი Newscoop სერვერის ადმინისტრაციის ინტერფეისში ავტორიზაციით. ეს არის სპეციალური ინტერფეისი, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პუბლიკაციის თანამშრომლებისთვის. მკითხველები, რომლებიც იწერენ თქვენს ონლაინ პუბლიკაციას, ამის ნაცვლად ავტორიზაციისთვის გამოიყენებენ თქვენი ვებ გვერდის მთავარ გვერდს.
ნაგულისხმევი პარამეტრების მიხედვით, URL მისამართი რომელიც უნდა შეიყვანოთ თქვენს ვებ ბრაუზერში ადმინისტრაციის ინტერფეისზე მოსახვედრად, არის თქვენი ვებ გვერდის მისამართი, და შემდეგ admin. მაგალითად:
http://www.example.com/admin/
თუკი ადრე სხვა ენის გამოყენებით შესულხართ სისტემაში, თქვენს ბრაუზერს დამახოვრებული ექნება ქუქი ჩანაწერები თქვენი პარამეტრების შენახვის მიზნით. თუ თქვენი ბრაუზერი არ იძლევა ენის შეცვლის საშუალებას, შეიძლება მოგიწიოთ ამ ქუქი ჩანაწერის წაშლა. თუ შეიძლება იხილეთ თქვენი ბრაუზერის დოკუმენტაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს. მაგალითად Mozilla Firefox-ში, თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ ქუქი ჩანაწერები, ინსტრუმენტების მენიუში, უახლესი ისტორიის წაშლის ღილაკზე დაჭერით.
ჟურნალისტებისა და საინფორმაციო სამსახურებისთვის, რომლებსაც ჯერ არ გააჩნიათ საკუთარი Newscoop სერვერი, ადმინისტრაციის ინტერფეისი Newscoop-ის სადემონსტრაციო სერვერზე ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
http://newscoop-demo.sourcefabric.org/admin/
გთხოვთ გახსოვდეთ, რომ სადემონსტრაციო სერვერი არ არის საჯარო გვერდი, ასე რომ, თქვენ აქ არ უნდა მიუთითოთ არანაირი პირადი ინფორმაცია. ამ სისტემაში სხადასხვა სტუმარი მომხმარებლების ანგარიშებია შექმნილი, და ამ ანგარიშების პაროლები წარმოდგენილია ავტორიზაციის გვერდზე.
უკუკავშირის მონაცემები
როდესაც პირველად შეხვალთ Newscoop-ში, შეიძლება დაინახოთ კონტექსტური ფანჯარა, რომელიც მოითხოვს თქვენს ნებართვას გაუგზავნოს მონაცემები Sourcefabric-ს. ეს მონაცემები თქვენი სერვერის ინსტალაციის შესახებ, ეხმარება Sourcefabric-ს გააუმჯობესოს Newscoop. დააჭირეთ ღილაკს დიახ, დავეხმაროთ Newscoop-ს ან ღილაკს შემახსენეთ 1 კვირაში, რათა ამ ეტაპზე გამოტოვოთ ეს ნაბიჯი.
ამ მონაცემების შეგროვება ხდება Sourcefabric კონფიდენციალურობის პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ონლაინში, კონტექსტურ ფანჯარაში მოცემულ ბმულზე დაჭერით. თუ თქვენ გსურთ გადახედოთ მონაცემებს მათ Sourcefabric-ში გადაგზავნამდე, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ გადასაგზავნი უკუკავშირის მონაცემების ჩვენების ღილაკზე დაჭერით. ეს მოქმედება გაშლის კონტექსტურ ფანჯარას, რათა გაჩვენოთ თქვენი ინსტალაციის მონაცემები.
თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ფანჯრის შიგნით გადაადგილება, რათა დაინახოთ ყველა უკუკავშირის მონაცემები. თუ გსურთ დახუროთ კონტექსტური ფანჯარა ამ ღილაკებზე დაჭერის გარეშე, შეგიძლიათ დააჭიროთ x სიმბოლოს მარჯვენა ზედა კუთხეში.
There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.
You should refresh this page.