Newscoop-ს გააჩნია პუბლიკაციის შემქმნელთა მართვის ფუნქცია, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ მენიუში მომხმარებლები, და შემდეგ ავტორთა მართვა. არ არის აუცილებელი, რომ ავტორებს ჰქონდეთ შესაბამისი Newscoop სისტემაში შესვლისათვის საჭირო ანგარიშები, მაგრამ შესაძლებელია მათი, როგორც სტატიების შემქმნელების მოხსენიება.
დამატებითი ინფორმაცია შეიძლება დამახსოვრებულ იქნას თითოეული ავტორისათვის, გვერდის მარჯვენა მხარეს მდებარე სამი ღილაკის საშუალებით: ზოგადი, ბიოგრაფია და კონტენტი. ზოგად ნაწილში რამდენიმე ავტორის ტიპი შეიძლება იყოს მოხსენიებული კონკრეტული სტატიისათვის, მათ შორის - ავტორი, მწერალი, ფოტოგრაფი, რედაქტორი ან მიმომხილველი. ბიოგრაფიის ნაწილი მოიცავს ველს ავტორის ფოტოს ასატვირთად, მაშინ როდესაც მესამე ნაწილი - კონტენტი ჩამოთვლის ავტორთან დაკავშირებულ სტატიებს.
There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.
You should refresh this page.