მოქმედებების მენიუში მოცემულია ჩანაწერი XML-ის იმპორტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ფორმატირებული კონტენტის იმპორტი მოვახდინოთ სხვა საგამომცემლო სისტემებიდან, მაგალითად Adobe InDesign–დან ან WordPress–ან [ასევე იხილეთ RSS].
XML ტეგები ექსპორტირებისას უნდა ემთხვეოდეს იმ ტეგებს, რომლებიც გამოიყენება Newscoop-ში. მაგალითად იმისათვის, რომ დაემთხვეს მოცემული სტატიის ტიპი ახალი ამბები, თქვენ შეიძლება გამოიყენოთ შემდეგ ველები:
<?xml version='1.0' encoding='utf-8'?> <articles> <article> <name>ალპინისტმა 246 მილიონი ევროს ღირებულების განძი იპოვნა</name> <keywords>ევროპა, განძი, აღმოჩენა, ფასეულობა</keywords> <author>ფრანსპრესი</author> <deck>სააგენტო ფრანს პრესის ინფორმაციით, ალპინისტმა მონბლანზე საგანძური იპოვა.</deck> <full_text>აღმოჩენილი ყუთი დაფარული იყო ზურმუხტით, საფირონით და ლალის თვლებით. განძის ღირებულება 246 მილიონი ევროა. "ახალგაზრდა პატიოსანმა მამაკაცმა მაშინვე გაიაზრა, რომ საგანძური ისეთ ადამიანს ეკუთვნოდა, ვინც ადგილზე დაიღუპა. მან ამჯობინა ნაპოვნი პოლიციისთვის გადაეცა, ვიდრე თავად დაეტოვებინა", – განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, თუ განძის მესაკუთრეს ან მის მემკვიდრეს ვერ იპოვნიან, იგი მპოვნელ ალპინისტს გადაეცემა.</full_text> </article> </articles>
რამდენიმე <article> ტეგი შესაძლოა მოიცავდეს ზედა დონის <articles> ტეგებს. ამგვარად შესაძლოა დიდი რაოდენობის სტატიების იმპორტირება ერთი XML ფაილიდან.
თუ გაქვთ შესაბამისად ფორმატირებული [სტრუქტურირებული] და სხვა საიტიდან ექსპორტირებული XML ფაილი, გამოიყენეთ XML იმპორტი ატვირთვისათვის თქვენს ონლაინ–გამოცემაში. თქვენ დაგჭირდებათ მიუთითოთ სტატიის ტიპი, ენა და ვებ გამოცემა, რომლის იმპორტირებაც გსურთ და ასევე მიუთითოთ, გსურთ თუ არა მსგავსი სათაურის მქონე არსებული სტატიების გადაწერა. იმპორტირებისას გამოშვება და სექცია პარამეტრების მითითება არასავალდებულოა.
ახლად იმპორტირებული სტატიების ჩამონათვალი მოცემული იქნება დეშბორდზე არსებულ მიმდინარე ვიჯეტში, ისევე როგორც მიმდინარე სტატიების გვერდზე, კონტენტ მენიუში. ამ ორივე სიაში თქვენ შეგიძლიათ დააჭიროთ სტატიის სათაურს მისი რედაქტირებისათვის.
თუ იმ XML ფაილს, რომლის იმპორტირებასაც თქვენ ცდილობთ, ტეგებსა და სტატიის ტიპში მოცემულ ველებს შორის რაიმე არ ემთხვევა Newscoop გამოიტანს ცარიელ ველებსა და პრობლემატურ ტეგებს, შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ხელახლა დააექსპორტოთ XML ფაილი სხვა აპლიკაციიდან სწორი ტეგებით.
თუ XML ფაილი არასწორედ არის ფორმატირებული Newscoop უარს იტყვის მის იმპორტზე.
There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.
You should refresh this page.