Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.2 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

პლაგინების ინსტალაცია

ახალი პლაგინის კომპიუტერში ჩამოტვირთვის შემდეგ, შესაძლოა მისი Newscoop-ის სერვერზე ატვირთვა. პლაგინები უნდა აიტვირთოს Newscoop-ის სერვერზე .tar არქივის ფორმატში. Newscoop-ს ადმინისტრატორის ინტერფეისიდან მთავარ მენიუში დააჭირეთ პლაგინებს. შემდეგ ღილაკს პლაგინების მართვა. ამ გვერდზე წარმოდგენილია ამჟამად დაინსტალირებული პლაგინების სია. 

ამა თუ იმ ხელმისაწვდომი პლაგინის შესახებ იხ. თავი პლაგინების გამოყენება

დააჭირეთ ღილაკს მოძიება (Browse), რათა აირჩიოთ ახალი პლაგინი. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს ატვირთვა [Upload Plugin]. ატვირთეთ ახალი პლაგინი ატვირთვა–ზე დაჭერით. როდესაც პლაგინი სწორედ დაყენდება, თქვენ შეძლებთ მის კონფიგურირებას პლაგინების ქვემენიუში დამატებითი პარამეტრებით. 

პლაგინების მარჯვენა მხარეს მოცემულია ალმები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თითოეული პლაგინის ჩართვა/გამორთვისთვის. წითელი x სიმბოლო საშუალებას გაძლევთ წაშალოთ პლაგინი ვებ–გამოცემიდან. 

პლაგინების მუშაობისათვის საჭიროა ვებ–გამოცემის შაბლონების მხარდაჭერა. თითოეული პლაგინი შეიცავს შაბლონების ნიმუშს თქვენი თემის დიზაინერისთვის, რათა მან დააკოპიროს და ჩასვას, ან გამოიყენოს, როგორც ნიმუში მისი საკუთარი შაბლონის კოდის შესაქმენლად.

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.