Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.2 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

საკითხები

Newscoop-ში თემები წარმოადგენენ ძირითად თემებს, რომლებსაც რედაქტორები და ჟურნალისტები ანიჭებენ სტატიებს, რათა შესაძლებელი იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული სტატიების იდენტიფიცირება და ერთად ეკრანზე გამოტანა.  ძირითად საკითხს შეიძლება ჰქონდეს ბევრი ქვესაკითხი; მაგალითად: სპორტის ძირითად თემას შეიძლება ჰქონდეს ქვეთემები ფეხბურთი, კალათბურთი და წყლის პოლო. ინდივიდუალურ სტატიას შეიძლება მინიჭებული ჰქონდეს რამდენიმე ძირითადი თემა ან ქვეთემა. 

თემის გადახედვის ან შექმნისათვის დააჭირეთ კონფიგურირებას მთავარ სანავიგაციო მენიუში, შემდეგ დააჭირეთ თემების ქვემენიუს. საკითხების გვერდზე მოცემულ ფანჯარაში ენების ჩვენება   მონიშნეთ ალმები თქვენს პუბლიკაციაში გამოყენებული ენებისათვის, რათა ნაჩვენები იყოს შესაბამისი თარგმანები.

ახალი ძირითადი საკითხის დასამატებლად მონიშნეთ ენა ჩამოსაშლელი მენიუდან და შეიყვანეთ სიტყვა ველში ძირითადი თემის დამატება. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს დამატება

იმისათვის, რომ საკითხს სახელი შეუცვალოთ, დააჭირეთ  თემის ან ქვეთემის სახელის მარჯვნივ მდებარე ბმულს "რედაქტირება". სახელი მწკრივი გაფართოვდება და გიჩვენებთ ველს თემის სახელის ცვლილება. განაახლეთ სახელი და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს დამახსოვრება

თქვენ შეგიძლიათ თარგმნოთ საკითხის სახლები, იმგვარად, რომ ისინი გამოჩნდეს სწორ ენაზე, როდესაც ავტორი სტატიას არედაქტირებს. საკითხის გადათარგმნისთვის, დააჭირეთ ბმულს რედაქტირება, რათა გამოჩნდეს ველი თარგმანის დამატება ამ საკითხის სახელისათვის. შეარჩიეთ ენა, რომელსაც თარგმნით ჩამოსაშლელი მენიუდან და შეიყვანეთ საკითხის სახელის თარგმანი და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს თარგმნა

თუ თქვენ თარგმნით ქვესაკითხს, რომლის მშობელი საკითხი ჯერ არ თარგმნილა, მშობელი საკითხი გამოჩნდება მის ორიგინალურ ენაზე, მანამ სანამ არ ითარგმნება. 

ქვესაკითხის დამატებისათვის დააჭირეთ ბმულს რედაქტირება, რომელიც მოცემულია იმ არსებული საკითხის ან ქვესაკითხის გვერდით, რომლის ქვეშ გსურთ ახალი ქვესაკითხის გაერთიანება. შეიყვანეთ ერთი ან ორი სიტყვა ველში ქვესაკითხის დამატება და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს დამატება

ახალი ქვესაკითხი გამოჩნდება მშობელი საკითხის ქვეშ. შესაძლებელია საკითხების მიმდევრობის შეცვლა მათი გადატანით, რის შემდეგაც კონტექსტური ფანჯარა მოგთხოვთ დააჭიროთ ღილაკს წყობის დამახსოვრება. სურვილის შემთხვევაში  კონტექსტური ფანჯრის საშუალებით თქვენ ასევე შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს წყობის დაბრუნება. ნებისმიერი ცვლილებები, რომლებსაც თქვენ შეიტანთ საკითხების წყობაში და რომელსაც დაიმახსოვრებთ შესაძლოა აისახოს მასზე თუ როგორ გამოიტანება ეკრანზე საკითხების სიები თქვენი პუბლიკაციის მკითხველებისათვის. 

თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ კონკრეტული საკითხი ან ქვესაკითხი ლურჯი ჯვრის სიმბოლოს გამოყენებით, რომელიც მოცემულია მისი მწკრივის მარჯვენა მხარეს. თუ შეეცდებით წაშალოთ საკითხი, რომელსაც იყენებს სტატია Newscoop გამოიტანს გაფრთხილებას ამის შესახებ. 

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.