Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.2 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

გამოშვება/Issues შექმნა

მას შემდეგ რაც წარმატებით შექმნით თქვენს ონლაინ გამოცემას, დააჭირეთ მაუსი კონტენტს, შემდეგ ონლაინ გამოცემებს მთავარ სანავიგაციო მენიუში. დააჭირეთ თქვენი ახალი ონლაინ გამოცემის სათაურს, გამოცემების ჩამონათვალში (მაგ. "Tbilpost"). ეს მოქმედება გადაგიყვანთ გამოცემების ჩამონათვალში, რომელიც თავიდან ცარიელი იქნება.

დააჭირეთ ახალი გამოშვების დამატების ბმულს. თუ ახლა თქვენს პირველ გამოშვებას ქმნით, დაინახავთ გვერდს ველებით ზოგადი ინფორმაციისთვის, რომელიც უნდა მიუთითოთ. 

სახელი - ეს არის გამოშვების სახელი იმ კონკრეტულ ენაზე, რომელიც მითითებული გაქვთ ჩამოსაშლელ მენიუში ქვემოთ. ნომერი - ეს არის გამოშვებისთვის მინიჭებული უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი. თუ ეს თქვენ მიერ შექმნილი პირველი გამოშვებაა, მაშინ შესაფერისი იქნებოდა ნომერი "1". გამოშვების ნომრის შეცვლა არ შეიძლება მისი მითითების შემდეგ.

თუ თქვენ გეგმავთ, რომ მოგვიანებით ეტაპზე დაუმატოთ ძველი გამოშვებები [მაგალითად გაზეთის ძველი ნომერის მასალები] თქვენს ონლაინ გამოცემას, იმავე Newscoop სერვერზე, თქვენ უნდა მიჰყვეთ ნუმერაციის სერიებს. მაგალითად, თუ თქვენ Newscoop-ზე გადასვლამდე გამოუშვით "Tbilpost"-ის 154-ე ნომერი, Newscoop-ზე გამოქვეყნებულ პირველ გამოშვებას უნდა მიანიჭოთ ნომერი 155. ეს ასეა, რადგანაც Newscoop გამოიყენებს გამოშვებული გამოშვების უმაღლეს ნომერს, რათა განსაზღვროს, თუ რომელი გამოშვება შეიცავს ონლაინ გამოცემის მთავარი გვერდის სტატიებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოთ იმ გამოშვებით, რომლის ნუმერაციაც საკმაოდ მაღალია და საშუალებას მოგცემთ, რომ მოგვიანებით დაამატოთ წინა გამოშვებები.

URL მისამართის ველი, მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამოსადეგი, თუ თქვენ პუბლიკაციის შექმნისას მონიშნეთ ოფცია "URL-ის ტიპი: მოკლე სახელები". თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ასოები, ციფრები და ქვეტირეს სიმბოლო. არც ერთი სხვა პუნქტუაციის ნიშანი ან დაშორების სიმბოლო არ არის დაშვებული. URL მისამართი გამოჩნდება მკითხველის ბრაუზერის URL-ის ველში. მაგალითად, თუ ამ ველში თქვენ შეიყვანთ "2014_1"-ს, გამოცემის URL შესაძლოა ასე გამოიყურებოდეს:

http://www.example.com/2014_1

დამახსოვრების ღილაკზე დაჭერა, გადაგიყვანთ გამოშვების დეტალების შეცვლის გვერდზე, სადაც დგინდება გამოშვების სხვადასხვა ოფციები. ხელმარცხნივ, მოცემულია პარამეტრები მთავარი გვერდის, სექციებისა და სტატიების წინასწარ განსაზღვრული შაბლონებისთვის. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ თქვენი საკუთარი Newscoop თემა, შეგიძლიათ აირჩიოთ შაბლონები Newscoop-ის  თემებიდან (იხ. თავი თემის არჩევა).

გამოშვების გამოქვეყნების გრაფიკი

გამოშვების დეტალების შეცვლის გვერდის მარჯვენა მხარეს, მოცემულია ფანჯრები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ მიუთითოთ გამოქვეყნების გრაფიკი მოცემული გამოშვებისთვის. გამოშვების გამოქვეყნება შეიძლება ხდებოდეს კონკრეტულ თარიღსა და დროს, და შესაძლებელია მისი შეცვლა სხვა თარიღითა და დროით. 

არსებული მოქმედებები ნაჩვენებია გამოშვების გამოქვეყნების გრაფიკის ცხრილში. ცხრილიდან ინდივიდუალური მოქმედებების ამოშლა შესაძლებელია, მარჯვენა მხარეს მოცემულ, წითელ x სიმბოლოზე დაჭერით.  

წინა გამოშვების ასლის შექმნა

თუ ეს არ არის თქვენ მიერ შექმნილი პირველი გამოშვება, გამოშვებების სიაში ახალი გამოშვების დამატების ბმულზე დაჭერით, თქვენ გადახვალთ განსხვავებულ გვერდზე, რომელზეც წარმოდგენილია ბმულები ორი სხვადასხვა მოქმედებისთვის: წინა გამოშვების სტრუქტურის გამოყენება, ან ახალი სტრუქტურის შექმნა.

წინა გამოშვების სტრუქტურის გამოყენება იქნება ჩვეულებრივი ასარჩევი ოფცია, მას შემდეგ რაც თქვენ მზად იქნებით გამოაქვეყნოთ დამატებითი გამოშვებები, რადგან იგი ავტომატურად ქმნის წინა გამოშვებაში წარმოდგენილი სექციების მქონე ახალ გამოშვებას. ამ მიზეზით, თქვენ უნდა შექმნათ ყველა თქვენთვის საჭირო სექცია, სანამ გამოიყენებთ სტრუქტურის ასლს სხვა გამოშვებებში. ამ ოფციაზე დაჭერით, გაიხსნება გვერდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიუთითოთ ახალი გამოშვების ნომერი. 

ახალი გამოშვების სექცია იქნება ცარიელი, იმისთვის რომ, თქვენ შეძლოთ სტატიების დამატება. მანამდე კი, თქვენი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ახალი გამოშვებისტის სახელის მითითება, რადგანაც ეს ველი არ განახლდება ავტომატურად; წარმოდგენილი იქნება წინა გამოცემის სახელი. თქვენ ასევე უნდა მითითოთ უნიკალური URL სახელი ამ გამოცემისთვის. სახელისა და URL სახელის ველების შეცვლის შემდეგ, დააჭირეთ დამახსოვრების ღილაკს, ახალი გამოცემის განსაახლებლად. 

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.