Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.2 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

სტატიის შექმნა

კონკრეტულ სექციაში სტატიების სიის ნახვა შესაძლებელია Newscoop-ის ძირითად სანავიგაციო მენიუში კონტენტის ღილაკზე დაჭერით, შემდეგ კი უნდა მიჰყვეთ ონლაინ გამოცემების, გამოშვებების და სტატიების იერარქიასა. გარდა ამისა, გამოიყენეთ ბმულების "ნამცეცებიანი ბილიკი", რომელიც სანავიგაციო მენიუს ქვემოთ არის მოცემული. შეგიძლიათ შექმნათ ახალი სტატია, ახალი სტატიის დამატების ბმულზე დაჭერით, რომელიც სტატიების ჩამონათვალის თავშია მოცემული.

ახალი სტატიის დამატების გვერდი შეიცავს სამ ველს, ძირითადი ინფორმაციის შესაყვანად, იმ სტატიის შესახებ, რომელსაც შექმნით.

  • სახელი: სტატიის სათაური. მომავალში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ნებისმიერ დროს შეცვალოთ სტატიის სახელი. 
  • ტიპი: აირჩიეთ ჩამოსაშლელ მენიუში მოცემული სტატიების ტიპიდან ერთ-ერთი. თუ თქვენ ჯერ არ შეგიქმნიათ  სტატიების ტიპები, ნაჩვენები იქნება მხოლოდ არსებული ტიპები ახალი ამბები, გვერდი ან ბმული. დამატებითი ინფორმაცია სტატიის ტიპების შექმნის შესახებ, იხილეთ მოგვიანებით მოცემულ თავში სტატიის ტიპები. კონკრეტული სტატიისთვის მინიჭებული სტატიის ტიპის შეცვლა შემდგომში შეუძლებელია. 
  • ენა: აირჩიეთ ენა, რომელზეც დაიწერება სტატია. ჩამოსაშლელი სია შეიცავს დამატებით ენებს, რომლებიც განსაზღვრულია ამ სტატიისთვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ენის არჩევანი ამ ეტაპზე საბოლოოა, თუმცა თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მოცემული სტატიის თარგმანი სხვა ენაზეც.

დამახსოვრების ღილაკზე დაჭერით, თქვენ გადახვალთ სტატიის რედაქტრიების გვერდზე. 

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.