Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.2 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

ქვეყნები

ეს გვერდი განსაზღვრავს თუ როგორ გამოჩნდება ქვეყნების სიები ფორმებში, რომლებსაც მკითხველები ავსებენ, მაგალითად როდესაც ელ. ფოსტით გამოიწერენ ბიულეტენს. იგი ასევე საშუალებას გაძლევთ შექმნათ ქვეყნების სიები სხვადასხვა ენებზე. ქვეყნების სიის სანახავად ძირითად ენაზე დააჭირეთ კონფიგურირებას მთავარ სანავიგაციო მენიუში და შემდეგ ქვემენიუს გამოყენებით დააჭირეთ ქვეყნებს.

გვერდი - ქვეყნები აჩვენებს ქვეყნების სიას ანბანური თანმიმდევრობით იმ ენაზე, რომელზეც ისინი გამოიტანება ეკრანზე და ასევე ნაჩვენებია ორასოიანი ISO 3166-1 ქვეყნის კოდი თითოეული ქვეყნისთვის. დააჭირეთ ჩამოსაშლელ მენიუს - ენა, შემდეგ ღილაკს ძებნა, რათა გამოჩნდეს ქვეყნის სახელები მხოლოდ მითითებულ ენაზე. 

დააჭირეთ ქვეყნის სახელს მისი რედაქტირებისთვის, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს დამახსოვრება, რათა დაუბრუნდეთ ქვეყნების სიას.

იმისათვის, რომ თარგმნოთ კონკრეტული ქვეყნის სახელი კონკრეტულ ენაზე, დააჭირეთ ბმულს თარგმნა ამ ქვეყნის მწკრივში. გაიხსნება გვერდი - ქვეყნის სახელის თარგმნა, შეარჩიეთ სამიზნე ენა ჩამოსაშლელი მენიუდან და სახელის ველში შეიყვანეთ თარგმანი. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს დამახსოვრება.

იმისათვის, რომ მოგვიანებით იპოვოთ თარგმნილი ქვეყნის სახელი, გამოიყენეთ ჩამოსაშლელი მენიუ ენა, რომელიც მოცემულია გვერდზე ქვეყნები, რათა მონიშნოთ თქვენთვის საინტერესო ენა და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს ძებნა. ძებნის შედეგები, ასეთის არსებობის შემთხვევაში გამოიტანება ქვემოთ ეკრანზე.

Newscoop-ის სია სტანდარტულად მოიცავს თითმის ყველა ცნობილ ქვეყანას, მაგრამ თუ თქვენ წაშალეთ ქვეყანა და გჭირდებათ მისი აღდგენა, თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება ღილაკზე - ახალი ქვეყნის დამატება - დაჭერით, რომელიც მოცემულია ლურჯ პლუსის სიმბოლოს გვერდით. თქვენ მოგთხოვენ ქვეყნის ორასოციანი ISO კოდის, სახელისა და ენის შეყვანას. ჩამოსაშლელი მენიუ შეიცავს იმდენ ენას, რამდენიც თქვენ განსაზღვრეთ Newscoop-ის ენების გვერდზე, რომელიც მოცემულია კონფიგურირების მენიუში.

გაითვალისწინეთ, რომ ენა, რომლის მითითებაც მოგეთხოვებათ, აღნიშნავს  ენას, რომელზეც შეგყავთ ქვეყნის დასახელება და არა ენას, რომელზეც საუბრობენ ამ ქვეყანაში.

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.