Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.2 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

სტატიის კომენტარები 

შესაძლებელია მკითხველის კომენტარების ჩართვა და გამორთვა მთლიანი ვებ გამოცემისთვის, კონკრეტული ტიპის სტატიისათვის, ან თითოეული ინდივიდუალური სტატიისათვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ Newscoop-ის მართვის ფუნქციებით, რათა მოდერაცია გაუწიოთ საიტის გამომწერთა, თუ ზოგადად ვიზიტორების მიერ გაკეთებულ კომენტარებს.

კომენატარების პარამეტრები ვებ გამოცემის სიაში 

იმისათვის, რომ დავაწესოთ წინასწარ განსაზღვრული კომენტარების პარამეტრები გამოცემების დონეზე, მთავარ სანავიგაციო მენიუში შევდივართ კონტენტში და შემდეგ ვაჭერთ ვებ გამოცემებს.  ვებ გამოცემების სიის გვერდზე გამოჩნდება სვეტი -კომენტარები ჩართულია, სადაც ის პუბლიკაციები, რომლებზეც მკითხველებს შეუძლიათ კომენტარების დატოვება ნაჩვენები იქნება მწვანე შუქის სიმბოლოთი. დააჭირეთ კონფიგურირების სიმბოლოს იმ ვებ გამოცემისთვის, რომელზეც გსურთ კომენტარების ჩართვა, ან გამორთვა.

ამ მოქმედებით გაიხსნება გამოცემის კონფიგურირების გვერდი. კომენტარების სექციაში მოცემულია ალამი სათაურით კომენტარების ჩართვა და მთელი რიგი ოფციები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ არეგულიროთ კომენტარების პარამეტრები.

 

კომენტარების პარამეტრები სხვადასხვა ტიპის სტატიებისათვის

შესაძლოა თქვენ გსურთ კონკრეტული ტიპის  ყველა სტატიისთვის კომენტარების ჩართვა, მაგ. სიახლეებისათვის, მაგრამ არ გსურთ იგივე ფუნქციის ჩართვა სხვა ტიპის სტატიებისთვის, როგორიცაა გვერდი. შედით კონფიგურირებას მთავარ სანავიგაციო მენიუში და შემდეგ დააჭირეთ სტატიის ტიპებს ქვემენიუდან. გამოჩნდება გვერდი - სტატიის ტიპები, სადაც კომენტარების ჩართვის გვერდით მოცემულ წითელ, ან მწვანე შუქის სიმბოლოებზე დაჭერით თქვენ შეგიძლიათ თითოეული სტატიის ტიპისათვის კომენტარების პარამეტრების შეცვლა.

მას შემდეგ, რაც თქვენ დააჭერთ მწვანე სიმბოლოს, თქვენ მოგთხოვენ დაადასტუროთ, რომ ნამდვილად გსურთ კომენტირების ფუნქციის გაუქმება ამ ტიპის სტატიისათვის.

კომენტარების პარამეტრები ცალკეული სტატიებისთვის

გვერდის - სტატიების სია - გამოყენებით კომენტარების ჩართვა და გამორთვა შესაძლებელია რამდენიმე ცალკეული სტატიისათვის ერთდროულად. დააჭირეთ კონტენტს მთავარ სანავიგაციო მენიუში, შემდეგ ქვემენიუს გამოყენებით გადადით იმ ვებ გამოცემაზე, გამოშვებასა და სექციაზე, რომელიც გჭირდებათ. გამოჩნდება სტატიების სიის გვერდი, სადაც მარცხნივ მოცემული სვეტში ალმების გამოყენებით შეგიძლიათ შეარჩიოთ ის სტატიები, რომლებისთვისაც გსურთ კომენტარების ჩართვა, ან გამორთვა. შემდეგ გამოიყენეთ ჩამოსაშლელი მოქმედებების მენიუ  და დააჭირეთ  ფუნქციას გადართვა: კომენტარები. 

 

თუ ვებ გამოცემას, ან სტატიის ტიპს, რომელსაც სტატია მიეკუთვნება, გამორთული აქვს კომენტარები, ამ შემთხვევაში ცალკეული სტატიებისათვის კომენტარების ჩართვა შედეგზე გავლენას არ იქონიებს. 

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.