Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.2 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

პლაგინების ინსტალაცია

პლაგინები საშუალებას აძლევს თქვენი სისტემის ადმინისტრატორს პროგრამირების გარეშე დაამატოს ახალი ფუნქციები თქვენს Newscoop–ს. პლაგინები შეიძლება ასევე დაგეხმაროთ თქვენს Newscoop პუბლიკაციაში უკვე არსებული კონტენტის უკეთ გამოყენებაში. 

პლაგინები იმართება მათი საკუთარი ქვემენიუს მეშვეობით, Newscoop-ის მთავარი მენიუდან. დამატებითი ინფორმაციისთვის, გაეცანით თავს პლაგინების ინსტალაცია, სანავიგაციო მენიუში. როდესაც ზოგიერთი პლაგინი აქტიურია მას გამოაქვს შესაბამისი ფანჯარა სტატიების რედაქტირების ფანჯარაში – გვერდითა ბლოკში. ამჟამად, დაინსტალირებულია Newscoop-ზე ოთხი ძირითადად განსაზღვრული პლაგინი: 

  • დებატი: როდესაც პლაგინი გააქტიურებულია, სტატიის რედაქტირების გვერდზე არსებული გვერდითი პანელის ფანჯარა საშუალებას გაძლევთ, კონკრეტულ სტატიას დაურთოთ მკითხველის ხმის მიცემის ფუნქცია კონკრეტულ სადისკუსიო თემაზე.  მიმაგრების ღილაკზე დაჭერა, ხსნის კონტექსტურ ფანჯარას, რომელშიც თქვენ საშუალება გეძლევათ აირჩიოთ თქვენთვის საჭირო სადისკუსიო თემა. აქ ასევე შეგიძლიათ შექმნათ ახალი დებატი.
     
  • გამოკითხვები: მკითხველებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა გამოკითხვებში; დასმული შეკითხვა შეიძლება დაყენდეს დინამიურად და შეიძლება იყოს მრავალენოვანი. დებატის  ახალი პლაგინი უზრუნველყოფს უფრო მეტ ფუნქციას, თუმცა Newscoop 3-ის პუბლიკაციებში შესაძლოა დამახსოვრებული იყოს მკითხველის მიერ მიცემული უკვე არსებული ხმები, გამოკითხვების პლაგინის მეშვეობით. მაშასადამე, გამოკითხვების პლაგინი წარმოდგენილია Newscoop 4-ში, რათა გაამარტივოს Newscoop 3-დან გამოცემის განახლება. 
     
  • reCAPTCHA: პლაგინი CAPTCHA  დაიცავს Newscoop ვებ გამოცემების კომენტარებს და სარეგისტრაციო ფორმებს სპამ–რობოტებისგან. ამ ფუნქციის გამოსაყენებლად, თქვენ დაგჭირდებათ მოიპოვოთ reCAPTCHA გასაღებების ფორმა შემდეგი მისამართიდან: http://google.com/recaptcha და შეიყვანოთ იგი პლაგინის კონფიგურირების გვერდზე.
     
  • SoundCloud: მოცემული პლაგინი უზრუნველყოფს სტატიაში აუდიო კონტენტის [პოდქასტები და რადიო გადაცემები] ჩართვას, რომელიც ატვირთულია  SoundCloud-ის სერვერზე.  ამ პლაგინის გამოსაყენებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია SoundCloud–ზე [http://soundcloud.com]. როდესაც პლაგინი გააქტიურებულია, ბლოკი სტატიების რედაქტირების გვერდზე – გვერდით პანელში, საშუალებას მოგცემთ მიამაგროთ აუდიო–ფაილები კონკრეტულ სტატიაზე.   

სხვა პლაგინები:

  • ინტერვიუები: ინტერვიუები Newscoop პუბლიკაციებისთვის, სადაც მკითხველებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ უკანასკნელ შეკითხვებს და პასუხებს.
  • ბლოგები: Newscoop 4-ში ეს პლაგინი ჩაანაცვლა ინტეგრირებული ბლოგინგის ფუნქციამ. 

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.