Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.2 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

TinyMCE რედაქტორის გამოყენება

Newscoop-ის ტექსტის რედაქტორი (სახელწოდებით TinyMCE) საშუალებას აძლევს თანაავტორებს, შეასრულონ სტატიის გაფართოებული რედაქტირება პირდაპირ ვებ ბრაუზერიდან. თქვენთვის შესაძლოა ნაცნობი იყოს TinyMCE-ს ფუნქციების უმრავლესობა ტექსტური რედაქტორებიდან  Microsoft Word ან OpenOffice.org-დან. მაგალითად ტექსტის დახრის, გამუქების და ხაზგასმის ოფციები აქაც ისევე გამოიყურება, როგორც პოპულარულ ტექსტურ რედაქტორებში. 

გადაატარეთ თქვენი მაუსი პატარა სიმბოლოებს, რათა დაინახოთ განმარტება ამ ფუნქციების შესახებ. ასევე ჩართულია ფორმატირების სტანდარტული კლავიატურის სწრაფი ბრძანებები, მათ შორის Ctrl+b ტექსტის გამუქება ან Ctrl+i დახრა.

ტექსტური რედაქტორი, რომელსაც ხედავთ თქვენს მიერ დაინსტალირებულ Newscoop-ზე, შეიძლება განსხვავდბოდეს ზემოთ ნაჩვენებისგან, იმის მიხედვით თუ რა ფუნქციები გაქვთ მონიჭებული. რედაქტორის ანგარიში ჩვეულებრივ ხედავს ყველა საჭირო ფუნქციას თქვენი გამოცემისთვის. თუმცა, თუ თვლით, რომ თქვენთვის გათვალისწინებული  არ არის რომელიმე აუცილებელი ფუნქცია, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ამ საკითხზე თქვენს Newscoop სისტემის ადმინისტრატორს.

რედაქტორი შეიცავს Newscoop-ისთვის სპეციფიურ რამდენიმე ფუნქციას. პირველი ასეთი ფუნქციაა ჩასმა/შიდა ლინკის რედაქტირება, რომელიც საშუალებას გაძლევთ, შეარჩიოთ სიტყვა ან ფრაზა თქვენი სტატიიდან და დაუკავშიროთ იგი სხვა სტატიას იმავე Newscoop პუბლიკაციიდან, ან სტატიას სხვა გამოცემიდან იმავე Newscoop სერვერზე.

ამ სიმბოლოზე დაჭერა გახსნის კონტექსტურ ფანჯარას ჩამოსაშლელი მენიუთი, რაც საშუალებას მოგცემთ აირჩიოთ სპეციფიური ენის ვერსია, რომელსაც მიუსადაგებთ ონლაინ გამოცემას, გამოშვებას, სექციას და სტატიას. ასევე მოცემულია ჩამოსაშლელი მენიუ ბმულის დავალებისთვის, როგორიცაა მაგალითად სტატიის ბმულის გახსნა ბრაუზერის ახალ ფანჯარაში. 

ჩასმის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, დაკავშირებული ლინკი გამოჩნდება როგორც ვებ ბმული, ლურჯად და ხაზგასმული.

სტატიაში რაიმე ტექსტის მონიშვნა და შემდეგ TinyMCE ინსტრუმენტების პანელში ფაილის მიმაგრების სკრეპის სიმბოლოზე დაჭერა, გახსნის კონტექსტურ ფანჯარას. ეს ფანჯარა საშუალებას გაძლევთ, შექმნათ ჩამოსატვირთი ბმული სპეციფიური სიტყვისთვის ან ფრაზისთვის, რომელიც სტატიაზე მიმაგრებულ რომელიმე ფაილს უკავშირდება. იხილეთ თავი გვერდითი პანელი, დეტალური ინფორმაციისთვის სტატიაზე ფაილების მიმაგრების შესახებ.

კიდევ ერთი Newscoop-ის სპეციფიური ფუნქციაა Newscoop ქვესართი, რომელიც საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ, თუ რა მონაკვეთში გაიყოფა თქვენი ტექსტი სხვადასხვა ნაწილად. (თქვენი Newscoop თემა უნდა ითვალისწინებდეს ამ ფუნქციას, იმისთვის რომ, სტატიის გაყოფა შედგეს).  

შეიყვანეთ ტექსტი ქვესართის რედაქტირების ფანჯარაში, მონიშნეთ იგი მაუსით, შემდეგ კი დააჭირეთ Newscoop ქვესართის სიმბოლოს. ქვესართის ტექსტი ახლა ტეხილ ხაზთან ერთად იქნება ნაჩვენები.   

Newscoop ქვესართის სიმბოლოს მარჯვენა მხარეს, დააჭირეთ გამოსახულების ჩასმის სურათის სიმბოლოს, რათა აირჩიოთ სტატიაზე მისამაგრებელი გამოსახულება, ან დააჭირეთ ჩასმა/ჩასმული მედიის რედაქტირების ფირის სიმბოლოს, ვიდეო ფაილის ბმულის დასამატებლად. სტატიაზე გამოსახულებების მიმაგრება აღწერილია გვერდითი პანელის თავში.  

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.