Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.2 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

თემის არჩევა

მას შემდეგ, რაც შექმნით ონლაინ გამოცემას, მომდევნო ნაბიჯია თემის არჩევა, რომელიც განსაზღვრავს გამოცემის იერსახეს და ფუნქციონალურობას. დააჭირეთ თემებს, კონფიგურაციის ქვემენიუზე.

გაიხსნება თემის მართვის გვერდი, რომელიც აჩვენებს ცხრილს თქვენი სისტემური ადმინისტრატორის მიერ დაინსტალირებული თემებით,  მაგალითად, The New Custodian ან Rockstar. თქვენ ასევე შეგხვდებათ თემა სახელწოდებით Empty, რომელიც არის ჩონჩხი თქვენი საკუთარი თემის შესაქმნელად. გაეცანით ტექნიკურ სახელმძღვანელოს Newscoop 4 Cookbook, თემის შექმნის დეტალებისთვის.

თითოეულ არსებულ ონლაინ გამოცემას აქვს შესაბამისი ჩანართი ცხრილის დასაწყისში, მაგალითად, "Tbilpost".

თითოეულ თემაში მოცემული შაბლონის გადახედვა შესაძლებელია ცხრილის მარცხენა მხარეს არსებულ ფანჯარაში, მაუსის გადატარებით გამოცემების გვერდის, სექციების გვერდის და სტატიების გვერდის ბმულებზე. დააჭირეთ ნებისმიერ ბმულს კონტექსტურ ფანჯარაში უფრო დიდი ზომის ესკიზის სანახავად. კონტექსტური ფანჯრის დახურვა შესაძლებელია ზედა მარჯვენა კუთხეში x სიმბოლოზე დაჭერით.

იმისთვის რომ, თქვენს თემას ახალი ონლაინ გამოცემა მიანიჭოთ, დააჭირეთ ბმულს მოქმედებები, ცხრილის მწკრივის მარჯვენა ზედა მხარეს, თქვენ მიერ არჩეული თემისთვის. კონტექსტურ მენიუზე, რომელიც გამოჩნდება, დააჭირეთ ბმულს ონლაინ გამოცემაში დამატება, შემდეგ კი იმ ონლაინ გამოცემის სახელს, რომელიც შექმენით. ეს მოქმედება ქმნის თემის დამოუკიდებელ ასლს თქვენი პუბლიკაციისთვის. თქვენს პუბლიკაციაზე არ იმოქმდებს არანაირი ცვლილება, რომელიც განხორციელდება მოცემულ თემაზე სხვა პუბლიკაციებისთვის იმავე Newscoop სერვერზე.

Newscoop-მა უნდა გაჩვენოთ შეტყობინება, რომ მინიჭება წარმატებით განხორციელდა, მოქმედებების მენიუს ზემოთ. თქვენი პუბლიკაციის ჩანართი ახლა უნდა აჩვენებდეს თქვენს მიერ არჩეულ თემას. თემის პუბლიკაციიდან უკუგდება შესაძლებელია ამ ჩანართში მოცემული მოქმედებების კონტექსტური მენიუს მეშვეობით, თუ თემა არ არის გამოყენებული მოცემული ონლაინ გამოცემის რომელიმე გამოცემაში. 

ახლა თქვენ უნდა გადატვირთოთ გამოსახულების რეპროდუქციები ახალი თემის შესაბამისად - იხილეთ თავი გამოსახულების რენდერი

თემების იმპორტი და ექსპორტი 

Newscoop-ში ახალი თემის დამატება შესაძლებელია თემის იმპორტის ღილაკზე დაჭერით თემების მართვის გვერდზე. 

ეს მოქმედება ხსნის დიალოგურ ფანჯარას, რომელიც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ თემის ფაილი თქვენი კომპიუტერიდან. დააჭირეთ Browse ღილაკს თემის დაარქივებული ფაილის მოსაძიებლად, შემდეგ დააჭირეთ იმპორტის ღილაკს.

Newscoop-მა უნდა შეგატყობინოთ, რომ იმპორტირება წარმატებით განხორციელდა. ახალი თემა კი უნდა აისახოს ცხრილში თემების მართვის გვერდზე.  

თემის ექსპორტირებისთვის, დააჭირეთ ბმულს მოქმედებები ცხრილის მწკრივის მარჯვენა მხარეს, თქვენ მიერ არჩეული საექსპორტო თემისთვის. შემდეგ დააჭირეთ Zip-ის ექსპორტირებას კონტექსტურ მენიუზე. შემდეგ კი თქვენი ვებ ბრაუზერი გადმოტვირთავს Zip ფაილს თქვენს კომპიუტერში. 

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.