Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.2 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

თემები

თემები განსაზღვრავენ თქვენი Newscoop გამოცემის იერსახეს. თითოეულ გამოცემას მისი საკუთარი თემა გააჩნია, რომელიც შეიცავს თქვენი ვებ პროგრამისტების მიერ შექმნილ შაბლონების ნაკრებს. Newscoop-ის ადმინისტრირების ინტერფეისი მოიცავს თემის მართვასა და შაბლონების რედაქტირების ინსტრუმენტს, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ მთავარ სანავიგაციო მენიუში კონფიგურირების და შემდეგ თემების ღილაკებზე დაჭერით. 

 

ამით გაიხსნება თემების მართვის გვერდი, სადაც ნაჩვენებია ცხრილი ყველა ხელმისაწვდომი თემით. თითოეულ არსებულ პუბლიკაციას გააჩნია შესაბამისი მინაწერი ცხრილის თავში, მაგალითად "Tbilpost". 

 

დააჭირეთ მოქმედებების მენიუს და შემდეგ რედაქტირებას ცხრილში იმ თემის მწკრივის მარჯვენა მხარეს, რომლის მოდიფიცირებაც გსურთ.

 

ზოგიერთი შაბლონის დოკუმენტი მოთავსებულია საქაღალდეებში, რომლებიც ცხრილის თავზეა ნაჩვენები თემის შაბლონების ჩანართში. 

 

საქაღალდის სახელზე დაჭერა აჩვენებს საქაღალდეში არსებულ ფაილებს. 

 

თავის მხრივ ფაილის სახელზე დაჭერა გახსნის ამ ფაილს შაბლონის რედაქტორში. ეს ფუნქცია საშუალებას მისცემს თქვენს ვებ–პროგრამისტებს დიზაინში იქვე შეიტანონ სწრაფი ცვლილებები. 

 

შაბლონებში უნდა შეიტანოთ ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იცით რას აკეთებთ, რადგან ნებისმიერ მოდიფიცირებას მყისიერი გავლენა ექნება ვებგამოცემის იერსახეზე. ეს ფუნქცია ასევე სასარგებლოა შაბლონების რედაქტირებისათვის საცდელ სერვერზე [ე.წ. ლაბორატორია], სანამ მოხდება მათი გადატანა ვებ–გამოცემის ძირითად სერვერზე. 

თემის პარამეტრები

თემის პარამეტრების ჩანართი საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ თემის სახელი, ვერსიის ნომრები ან კონკრეტული შაბლონის ფაილები, რომლებიც გამოიყენება ოთხი მთავარი შაბლონისათვის. შაბლონის რედაქტორის მსგავსად, ეს ფუნქცია  უნდა გამოიყენოს  მხოლოდ კომპეტენტურმა ვებ–პროგრამისტმა, რადგან მას მყისიერი გავლენა ექნება თქვენი გამოცემის იერსახეზე. 

 

ზოგადად, თემებს შეუძლიათ განსაზღვრონ სტატიის ტიპები, რომლებიც თქვენ შეგიძლიათ დაამთხვიოთ არსებულ სტატიის ტიპებს თქვენს Newscoop-ის ინსტალაციაზე. თუ თემა განსაზღვრავს ნებისმიერი სტატიის ტიპს, ისინი ნაჩვენები იქნება თემის პარამეტრების ჩანართის ბოლოს. იხ. ამ სახელმძღვანელოს თავი  "სტატიის ტიპები" დამატებითი დეტალებისათვის.

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.