Newscoop-ის მონაცემთა ბაზაში არსებული სტატიების სხვა ენაზე თარგმნა შესაძლებელია სტატიების სიაში თარგმანის ბმულზე დაჭერით.
...ასევე, გვერდითი პანელის თავში მოქმედებების ჩამოსაშლელ მენიუში თარგმნის ოფციის არჩევით.
ორივე მოქმედება გახსნის გვერდს, რომელიც საშუალებას მოგცემთ მიუთითოთ ახალი სტატიის სახელი, თარგმნილი სტატიისთვის. ჩამოსაშლელ მენიუში ჩამოთვლილი ენებიდან ასევე უნდა მიუთითოთ თარგმანის ენა. თუ ენა, რომლის თარგმანიც გსურთ, არ არის მოცემული მენიუში, გაეცანით თავს ენები, Newscoop-ში დამატებითი ენების დაყენების დეტალებისთვის.
თუ, თქვენს მიერ შესრულებული თარგმანის ენას არ შეესაბამება არსებული გამოცემა და სექცია, თქვენ მოგცემენ მითითებას, რომ შექმნათ ასეთი გამოცემა, თუ სექცია. მიუთითეთ სახელი და URL სახელი თვითოეული მათგანისთვის, თუ ეს სავალდებულოა, და შემდეგ დააჭირეთ დამახსოვრების ღილაკს.
ამ მოქმედების შემდეგ, მოხდება თქვენი გადამისამართება სტატიის რედაქტირების გვერდზე ახალი თარგმანისთვის.
რუკის შემცველი სტატიის თარგმნისას, ძირითადად განსაზღვრული პარამეტრებით ინტერესის პუნქტები არ არის რუკაზე წარმოდგენილი, რადგანაც ამ შემთხვევაში ისინი არასწორ ენაზე შეიძლება იყოს. თარგმნილ სტატიაში, დააჭირეთ რედაქტირებას რუკის სურათის ქვემოთ, გვერდითი პანელის გეოლოკაციების ფანჯარაში.
კონტექსტური მენიუს ზედა მარცხენა მხარეს შეიყვანეთ რუკის თარგმნილი სახელი. შემდეგ დააჭირეთ სამკუთხედს, თითოეული ინტერესის პუნქტისთვის, შესაბამისი ფანჯრის გასაშლელად. ამ ფანჯარაში დააჭირეთ რედაქტირების ღილაკს, რათა თარგმნოთ ინტერესის პუნქტის სახელი, თუ სავალდებულოა, შემდეგ დააჭირეთ ჩვენებას, რათა ხილვადი გახადოთ გამოცემის მკითხველებისთვის.
ნებისმიერი დაფარული ინტერესის პუნქტის სახელი გამოკვეთილი იქნება გვერდითი პანელის გეოლოკაციების ფანჯარაში.
There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.
You should refresh this page.