Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.2 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

სტატიის რედაქტირება

სტატიის რედაქტირების გვერდის იერსახეს განსაზღვრავს იმ სტატიის ტიპი, რომელზეც თქვენ მუშაობთ. ქვემოთ ნაჩვენებია  ტიპი "ახალი ამბები". 

მართვის ღილაკები

სტატიის რედაქტირების გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემულია ინსტრუმენტების პანელი, ღილაკებით რედაქტირება, ნახვა და ეკრანზე გამოტანა, ასევე მოცემულია ღილაკები - ყველაფრის დამახსოვრება, დახურვა, და დამახსოვრება და დახურვა. მათ ქვემოთ, გვერდით პანელში მოცემულია მენიუები. დამატებითი დეტალებისთვის გაეცანით თავს გვერდითი პანელი.  

ღილაკები: რედაქტირება, ნახვა და ეკრანზე გამოტანა

შესაძლებელია, შედარებით ხშირად დაგჭირდეთ მხოლოდ სტატიების ნახვა, და არა მათი რედაქტირება. ამ შემთხვევაში, ინსტრუმენტების პანელში მოცემული ნახვის ღილაკზე დაჭერით, დაჩქარდება ჩვენების პროცესი. რედაქტირების ღილაკზე დაჭერა კი დაგაბრუნებთ რედაქტირების რეჟიმში. ნახვის ღილაკი ასევე საშუალებას გაძლევთ რომ ნახოთ სტატია, როდესაც იგი დაბლოკილია სხვა მომხმარებლის მიერ Newscoop სერვერზე.

ეკრანზე გამოტანის ღილაკი გახსნის კონტექსტურ ფანჯარას, რომელშიც მომხმარებელი დაინახავს სტატიის მიმდინარე შაბლონს. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ კი, ამ ღილაკის ადგილს დაიკავებს გამოქვეყნებულ სტატიაზე გადასვლის ღილაკი.

ღილაკები: ყველაფრის დამახსოვრება, დახურვა და დამახსოვრება და დახურვა

ღილაკი ყველაფრის დამახსოვრება იმახსოვრებს ველებს რედაქტირების არეში ფანჯრის დახურვის გარეშე, ხოლო ღილაკი დამახსოვრება და დახურვა იმახსოვრებს გვერდს და ხურავს მას, რითიც ხელმისაწვდომს ხდის სტატიას სხვა ავტორიზებული მომხმარებლებისთვის. ღილაკი დახურვა ხურავს გვერდს, ცვლილებების დამახსოვრების გარეშე, რის შესახებაც ჩვეულებრივ უნდა მიიღოთ გაფრთხილება თქვენი ვებ ბრაუზერისგან.   

ამგვარი გაფრთხილების შეტყობინება არ გამოჩნდება Opera ვებ ბრაუზერში, ასე რომ, თუ თქვენ ამ კონკრეტულ ბრაუზერს მოიხმართ, უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ დამახსოვრებული გაქვთ თქვენთვის სასურველი ცვლილებები, სანამ დატოვებთ გვერდს.

რედაქტირების არე

გვერდითი პანელის მარცხნივ მოცემულია სტატიის რედაქტირების არე. 

სტატიის ტიპის, "ახალი ამბების" რედაქტირების არე შეიცავს შემდეგ ველებს: 

  • სახელი: სტატიის სათაური. დაშვებული სიმბოლოების რაოდენობა ველის შექმნისას განისაზღვრა.
  • ავტორები: ეს ჩამოსაშლელი მენიუ საშუალებას გაძლევთ მიუთითოთ რამდენიმე ავტორი, მათ შორის ავტორი, ფოტოგრაფი, რედაქტორი, სვეტის ავტორი. ჩაბეჭდეთ თანამონაწილის სახელი მარჯვენა ფანჯარაში. დააჭირეთ + ახალი ავტორის დამატების ღილაკს დამატებით მონაწილეების შესაყვანად, ხოლო ამოსაშლელად, დააჭირეთ x სიმბოლოს ავტორის ველის მარჯვნივ.
  • თარიღი: რადგანაც ამ ველის კონტენტი საშუალებას გაძლევთ გარკვეული თანმიმდევრობით დაალაგოთ სტატიები მკითხველთათვის, თქვენ სურვილისამებრ შეგიძლიათ შეცვალოთ მათი თარიღი და დრო, მცირე ზომის კალენდრის სიმბოლოზე დაჭერით.  
  • ქვესათაური - ქვესათაური, ან სტატიის თიზერი. 
  • სრული_ტექსტი: სტატიის ძირითადი სტრუქტურა. 

რედაქტირების ფუნქციების შესახებ დეტალები განხილულია TinyMCE რედაქტორის გამოყენების თავში.

კომენტარები 

რედაქტირების არის ქვეშ, მოცემულია ფანჯარა, რომლის მეშვეობითაც სურვილისამებრ შეგიძლიათ ჩართოთ სტატიაზე მკითხველის კომენტარების ფუნქცია. ამ ფუნქციის ჩასართავად, თქვენი ონლაინ გამოცემისთვის შექმნილი უნდა იყოს თემა. 

ჩასართავი ღილაკები შეიძლება იყოს სამი სახის: ჩართული, გამორთული ან დაბლოკილი. "დაბლოკვის" ოფცია გულისხმობს რომ, მკითხველებს აღარ შეეძლებათ კომენტარების დაპოსტვა, თუმცა ყველა არსებული კომენტარი გამოჩნდება. დააჭირეთ კომენტარების ლურჯ ბმულს ფანჯრის მინიმიზაციისთვის, ეს საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ ადგილი თქვენს ბრაუზერზე.

შესაძლებელია ონლაინ გამოცემაში ცალკეული კომენტარების დადასტურება, დაფარვა ან წაშლა, კომენტარის ქვეშ მოცემული ღილაკების მეშვეობით. შესაძლებელია კომენტარის რედაქტირება და შემდეგ დამახსოვრება, კომენტარის დამახსოვრების ღილაკზე დაჭერით, ან კომენტარის პრიორიტეტულად გამოჩენა - რეკომენდირების ღილაკზე დაჭერით, ასევე პასუხის გაცემა კომენტარზე პასუხის გაცემის ღილაკით.

ნაჩვენები კომენტარების ქვეშ, მოცემულია ფორმა, რომელიც თქვენი პუბლიკაციის პერსონალის წევრებმა შეიძლება გამოიყენონ, თავიანთი ახალი კომენტარების დასამატებლად. 

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.