სისტემური პარამეტრები
სისტემის პრიორიტეტების გვერდზე შესვლა შესაძლებელია Newscoop-ის მთავარ სანავიგაციო მენიუში მოცემული კონფიგურირების ღილაკიდან. ეს გვერდი საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ Newscoop ვებ–გამოცემის სისტემური პარამეტრები. რეკომენდებულია, რომ მასზე წვდომა მხოლოდ ადმინისტრატორებს ჰქონდეთ.
ძირითადი პარამეტრები
სისტემის პარამეტრების ცვლილების გვერდის პირველი ნაწილი განკუთვნილია ზოგადი პარამეტრებისათვის.
ქვემოთ მოცემულია თითოეული ოფციის მნიშვნელობა:
- საიტი ონლაინ რეჟიმში: 'კი' და 'არა' არჩევანის ღილაკები საშუალებას გაძლევენ გადაიყვანოთ Newscoop-ის სერვერი ონლაინ რეჟიმიდან ოფლაინში. მაგალითად, ვებ–გვერდის ტექნიკური მოდიფიცირების პერიოდში;
- საიტის სათაური: თქვენი პუბლიკაციის ვებგვერდის ძირითად პარამეტრად განსაზღვრული სათაური. თემის ვებ–დიზაინერს შეუძლია მოახდინოს პუბლიკაციის შაბლონის იმგვარად კონფიგურირება, რომ მოხდეს ამ ინფორმაციის ეკრანზე ჩვენება;
- საიტის მეტა საკვანძო სიტყვები:სტანდარტული საკვანძო სიტყვების მეტა ტეგები თქვენი ჰედერის შაბლონში, ინტერნეტში ძიების ოპტიმიზაციისათვის;
- საიტის მეტა აღწერა: მეტა ტეგის სტანდარტული აღწერა თქვენი ჰედერის შაბლონში, ასევე გამოიყენება საძიებო სისტემებისათვის;
- დროის ზონა: ეს ველი საშუალებას გაძლევთ გადაფაროთ სერვერის საკუთარი დროის ზონის პარამეტრები, რომლებიც ჩეულებრივ დაყენებულია გრინვიჩის საშუალო დროზე (GMT) ან კოორდინირებულ უნივერსალურ დროზე (UTC). შესაძლოა თქვენ გსურდეთ, რომ Newscoop-ის ინტერფეისმა აჩვენოს ადგილობრივი დრო, მაგალითად კონკრეტული გამოცემის გამოქვეყნების დროის დაგეგმვისას. [საქართელო იმყოფება +0400 დროის სარტყელში, რედ.];
- მონაცემთა ბაზის ქეშირების სისტემა: ჩართავს ან გამორთავს APC ქეშირებას, რომელსაც შეუძლია Newscoop-ის მუშაობის გამჯობესება. APC წაროადგენს xcache-ის ალტერნატივას;
- შაბლონის ქეშირების მმართველი: მონიშნეთ DB, რათა ჩართოთ ქეშირება შაბლონებისთვის;
- გამოსახულების ქეშირების ვადა: დრო, რომლის განმავლობაშიც მოხდება გამოსახულებათა ქეშირება, 30 წამიდან უსასრულობამდე;
- პაროლის აღდგენის დაშვება: შეუძლიათ თუ არა მომხმარებლებს მიიღონ პაროლის შეხსენება ელ.ფოსტით. თუ ეს ფუნქცია ჩართულია და მოხდება თქვენი საფოსტო ყუთის გატეხვა, ასევე იოლად შეძლებენ Newscoop–ის ონლაინ გამოცემაზე წვდომასაც;
- ელ. ფოსტის მისამართი: ელ. ფოსტის მისამართი, რომელიც გამოიყენება სისტემური შეტყობინებებისათვის. მაგალითად დავიწყებული პაროლის აღსადგენად;
- საიდუმლო გასაღები: უსაფრთხოების გასაღები, რომელიც Newscoop-ს შეუძლია გამოიყენოს ვებ მომსახურებების ინტეგრაციისათვის და სხვა დამატებითი ფუნქციებისათვის;
- სესიის ხანგრძლივობა: საშუალებას გაძლევთ მიუთითოთ Newscoop-ის ადმინისტრირების სესიების მაქსიმალური ხანგრძლივობა ხელახალი ავტორიზაციის გარეშე, რაც წარმოადგენს უსაფრთხოების ფუნქციას;
- საკვანძო სიტყვების გამყოფი: მიუთითეთ საკვანძო სიტყვების გამყოფი სტატიის რედაქტირების გვერდზე (მძიმე ან დეფისი);
- CAPTCHA ჩვენებამდე წარუმატებელი შესვლის მცდელობების რაოდენობა: უსაფრთხოების ზომა – რიცხვებიანი/სიმბოლოებიანი გამოსახულება, რომელიც ავტომატურად გენერირდება სპამ–რობოტების წინააღმდეგ;
- ასატვირთი ფაილის მაქსიმალური ზომა: ასატვირთი ფაილის მაქსიმალური ზომა, რომელიც თქვენი სერვერის მომხარებლებს შეუძლიათ ატვირთონ;
- სტატისტიკის შეგროვება: ეს ფუნქცია ვეგ გამოცემებზე მკითხველთა წვდომაზე სტატისტიკის შეგროვების საშუალებას იძლევა. თქვენ შეიძლება გსურდეთ დააჭიროთ არას, თუ იყენებთ მესამე მხარის სტატისტიკურ მომსახურებას, რადგან სტატისტიკის შეგროვების გამორთვამ შეიძლება შეამციროს თქვენს Newscoop-ის სერვერზე დატვირთვა.
ელ. ფოსტის პარამეტრები
გვერდის ეს განყოფილება განსაზღვრავს Newscoop-ის კონფიგურაციას, იმგვარად, რომ თქვენს მიერ შექმნილი ემაილ სერვერი გამოყენებადი იყოს.
- SMTP ჰოსტი: სერვერი, რომელსაც Newscoop გამოიყენებს ელექტრონული შტყობინებების გასაგზავნად
- SMTP პორტი: პორტის ნომერი, რომელსაც Newscoop გამოიყენებს მოცემულ საფოსტო სერვერზე.
- ელფოსტის კონტაქტი: ძირითადი ელექტრონული ფოსტის მისამართი თქვენი Newscoop სერვერისთვის.
- ავტომატური ელფოსტა: ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც გამოიყენება Newscoop-დან შეტყობინებების გასაგზავნად.
რედაქტორის პარამეტრები
გვერდის მეორე ნაწილი განკუთვნილია რედაქტორის პარამეტრებისათვის, რომლებიც გულისხმობს გამოსახულების მართვას.
ველები ამ ნაწილში საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ გამოსახულების ძირითადი ზომის შეცვლის თანაფარდობა, ან განსაზღვროთ იმ გამოსახულებების სიგანე და სიგრძე, რომლებიც ჩასმულია სტატიაში. თუკი ზომის შეცვლის თანაფარდობა განსაზღვრული არ არის, მაგრამ სიგანეც და სიმაღლეც დაყენებულია, Newscoop გამოიყენებს იმ მეთოდს, რომლითაც მიიღება უფრო მცირე გამოსახულების ზომა. განსაზღვრული პარამეტრების შეცვლა შესაძლებელია თანაფარდობით, სიგანის ან სიმაღლის პარამეტრებით კონკრეტული გამოსახულებისათვის, რომელიც მოცემულია სტატიის რედაქტირების გვერდზე.
გამოსახულების ზომები, რომლებიც შეადგენენ ვებ გამოცემის შაბლონების ნაწილს, მაგალითად, მთავარი სტატიის გამოსახულება სტატიის შაბლონში, კონფიგურირდება ცალკე კონფიგურირების მენიუში გამოსახულების რენდერის გვერდის საშუალებით.
თუ "სტატიის კონტენტში გამოსახულებების გადიდება ჩართულია" არჩევანის ღილაკი დაყენებულია "დიახ"-ზე, მკითხველებს შეუძლიათ თქვენს პუბლიკაციის გვერდებზე სტატიის გამოსახულებების გადიდება მათზე დაჭერით. გადიდების ფუნქცია მუშაობს ნებისმიერი გამოსახულებისათვის, რომელიც ჩასმულია სტატიის ტექსტის გასწვრივ.
გარე გამოწერის მართვა
გვერდის მესამე ნაწილი დაკავშირებულია გარე გამოწერათა მართვის პროგრამასთან.
თუ თქვენ მონიშნავთ ოფციას "დიახ" არჩევანის ღილაკზე "მკითხველთა გამოწერების გარე მართვა", გამოწერათა მართვის ფუქნციები დაფარული იქნება Newscoop-ის ადმინისტრირების ინტერფეისიდან. მონაცემები გამოწერებზე კვლავ შეინახება Newscoop-ის მონაცემთა ბაზაში, რომელსაც თქვენი სისტემის ადმინისტრატორი დააკავშირებს მესამე მხარის გამოწერათა მართვის პროგრამასთან.
მონაცემთა ბაზის რეპლიკაციის სერვერი
მეოთხე ნაწილი საშუალებას გაძლევთ Newscoop იმგვარად დაარეგულიროთ, რომ მან ერთდროულად ორ სერვერზე იმუშაოს, რაც უსაფრთხოების ფუნქციაა ტექნიკური, ან ქსელური პრობლემების შემთხვევისათვის.
დიახ არჩევანის მონიშვნა ღილაკზე "Newscoop-ის რეპლიკაციის სერვერის დაყენება" ეკრანზე გამოიტანს ოთხ ველს:
- მონაცემთა ბაზის რეპლიკაციის ჰოსტი: დისტანციური მონაცემთა ბაზის სერვერის სახელი ან IP მისამართი.
- მონაცემთა ბაზის რეპლიკაციის მომხმარებელი: მომხმარებლის სახელი, რომლითაც უკავშირდებით დისტანციურ სერვერს.
- მონაცემთა ბაზის რეპლიკაციის პაროლი: დისტანციურ სერვერზე წარსადგენი პაროლი.
- მონაცემთა ბაზის რეპლიკაციის პორტი: პორტის ნომერი დისტანციურ სერვერთან დასაკავშირებლად (სტანდარტული პორტის ნომერი 3306).
შაბლონის ფილტრის ნიღაბი
შეიყვანეთ საკვანძო სიტყვები იმ შაბლონებისათვის, რომელთა დაფარვაც გსურთ შაბლონის რედაქტორიდან, რომელშიც შევდივართ თემების მართვის გვერდის საშუალებით. მაგალითად, შაბლონები, რომლებიც აღარ გამოიყენება, მაგრამ რომელთა სერვერიდან წაშლაც არ გსურთ.
დაგეგმილი დავალებები
"დაგეგმილი დავალებების გარე წარმართვა" ნიშნავს სერვერის საკუთარი კრონ დამგეგმავის და არა Newscoop-ში მოცემული დამგეგმავის გამოყენებას ავტომატიზირებული დავალებებისათვის.
გეომდებარეობის პარამეტრები
ეს ნაწილი საშუალებას გაძლევთ არეგულიროთ თუ როგორ გამოჩნდება სტატიებზე მიბმული რუკები და რომელი ინტერნეტ რუკების მომსახურება მიაწვდის მას მონაცემებს.
ვიდეო პარამეტრები
სტანდარტული სიგანე და სიგრძე, როგორც გარე ასევე შიდა ვიდეო ფაილებზე შეიძლება დაყენებულ იქნას ამ სექციაში, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ვიდეოები შესაბამისად გამოჩნდება თქვენი პუბლიკაციის გვერდის შაბლონებში.
MailChimp პარამეტრები
ეს პარამეტრები საჭიროა Newscoop-ის ინტეგრირებისათვის MailChimp.com საფოსტო სიის მომსახურებაში.
Facebook პარამეტრები
ეს პარამეტრები საჭიროა Newscoop-ის Facebook API-სთან ინტეგრირებისათვის.
საბოლოოდ დამახსოვრების ღილაკი, განაახლებს თქვენს მიერ შერჩეულ პარამეტრებს