Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.2 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

სექციის შექმნა

დააჭირეთ კონტენტის ბმულს მთავარ მენიუში, შემდეგ თქვენი ონლაინ გამოცემის სახელს, იმისთვის რომ ნახოთ გამოშვებების სიაგამოშვებების სიაში გამოშვების სახელზე დაჭერით, თქვენ შეხვალთ სექციების სიაში. თავიდან ახალ გამოშვებას არ ექნება სექციები. 

თუ თქვენ დააჭერთ ახალი სექციის დამატების ბმულს, დაინახავთ რომ გამოჩნდება შესაბამი გვერდი. აქ თქვენ უნდა მიუთითოთ ახალი სექციის სახელი, ნომერი და URL მისამართი. მართალია, თქვენ შეგიძლიათ მოგვიანებით შეცვალოთ სექციის სახელი, მაგრამ ახალი სექციის დამატებისას, სექციის ნომერი სამუდამოდ განისაზღვრება.   

URL სახელი იქნება ახალი სექციის URL-ის ნაწილი, თუ თქვენ ონლაინ გამოცემის შექმნისას აირჩევთ ოფციას "მოკლე სახელები". მაგალითად, სექციის სახელის შემცველი URL შეიძლება იყოს:

www.example.com/2014_1/1/

თუკი გამოცემის URL სახელი იყო 2014_1 და სექციის URL სახელი იყო 1.

სექციის აღწერის ოფცია არა არის სავალდებულო. ველი გამოიყენება იმ კონტენტის გამოსაჩენად, რომელიც ხშირად არ იცვლება. ინფორმაცია ამ ველში მხოლოდ მაშინ გამოჩნდება თქვენს გვერდზე, თუ იგი უზრუნველყოფილია თქვენს მიერ გამოყენებული თემის მიერ. 

თუ გსურთ, რომ ახალი სექცია ხელმისაწვდომი იყოს ყველა არსებული გამომწერისთვის, თქვენ უნდა გააკეთოთ აღნიშვნა სექციის დამატება ყველა გამოწერისთვის. შემდეგ დააჭირეთ დამახსოვრების ღილაკს. 

თქვენი შემდეგი ნაბიჯი არის შეცვალოთ შაბლონები ახალი სექციისთვის, სექციის კონფიგურირების გვერდზე, საჭიროებისამებრ.

 

აქ, თქვენ შეიძლება ისურვოთ პერსონალიზებული შაბლონების არჩევა ამ ახალი სექციისთვის და მისი სტატიებისთვის, ჩამოსაშლელი მენიუებიდან. თუ თქვენ არ გაქვთ პერსონალიზებული შაბლონები კონკრეტული სექციებისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ძირითადად განსაზღვრული სექცია და სტატიის შაბლონები. შემდეგ დააჭიროთ დამახსოვრების ღილაკს, ქვემოთ, იმავე გვერდზე, თქვენი არჩევანის დასადასტურებლად. 

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.