Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.2 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

როგორ ცვლის ნებართვები ინტერფეისს

Newscoop ადმინისტრირების ინტერფეისის იერსახე იცვლება იმის მიხედვით, თუ რაზე აქვს წვდომა პერსონალის ამა თუ იმ წევრს.  თითოეული მომხმარებელი ხედავს მხოლოდ იმ ოფციებს, რომელთა გამოყენების უფლებაც აქვს. მაგალითად სექციის რედაქტორი, ან ჟურნალისტი დაინახავს მხოლოდ ნაწილს იმ ოფციებისა, რომელიც სრულადაა ხელმისაწვდომი ადმინისტრატორებისთვის [ გამომცემელი და  უფროსი მენეჯერი].

 Newscoop ადმინისტრირების ინტერფეისში ავტორიზაციის შემდეგ გვერდის ზედა ნაწილის გასწვრივ დაინახავთ ძირითად  ნავიგაციის მენიუს, რომელიც შეიცავს თქვენთვის ხელმისაწვდომ ოფციებს. ილუსტრაციებში ნაჩვენებია,  თუ როგორ განსხვავებულად დაინახავს ორი ტიპიური მომხმარებელი მენიუს. პირველ ილუსტრაციაში ნაჩვენებია თუ როგორ გამოიყურება ჩამოსაშლელი მენიუ, როდესაც სისტემაში ავტორიზებულია ადმინისტრატორი:

ხოლო, ასე გამოიყურება იგივე მოქმედებების ჩამოსაშლელი მენიუ, როდესაც მართვის პანელში/დეშბორდში შესულია ჟურნალისტი: 

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.