Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.2 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

ვებ გამოცემის შექმნა

Newscoop-ის კონტენტი ორგანიზებულია იერარქიული სტრუქტურის მიხედვით, რომელიც შეესაბამება გაზეთებისა და ჟურნალების ტრადიციას: გამოცემა, გამოშვება[გაზეთის ან ჟურნალის მორიგი ნომერი], სექციები [კატეგორია] და სტატიები. თითოეული ონლაინ გამოცემა შედგება გამოშვებებისგან; თითოეული გამოშვება კი თავის მხრივ შედგება სექციებისგან, რომლებიც შედგება სტატიებისგან.

ბმულების ე.წ "ნამცეცებიანი საჩვენებელი ბილიკი" (Breadcrumb) მოცემულია ადმინისტრირების ინტერფეისის გვერდზე, მთავარი ნავიგაციის მენიუს ქვეშ, რომელიც იძლევა სხვადასხვა ონლაინ გამოცემების იერარქიებს შორის სწრაფი ნავიგაციის საშუალებას. ეს იერარქია ასევე ნაჩვენებია კონტენტის მენიუს ქვედა ბოლოში, იმ შემთხვევაში, თუ შექმნილია რაიმე გამოცემა.

მაგალითად, თუ დააჭერთ გამოცემას  "Tbilpost", დაინახავთ ამ გამოცემის გამოშვებების ჩამონათვალს. კონკრეტული გამოშვების სახელზე ან ნომერზე დაჭერით კი თქვენ გადახვალთ მისი სექციების ჩამონათვალში. სექციის სახელზე დაჭერით კი, გადახვალთ სტატიების სიაზე. სიაში მოცემული სტატიის სათაურზე დაჭერით, თქვენ შეძლებთ სტატიის რედაქტირებას.

თქვენი სისტემის ადმინისტრატორმა შესაძლოა უკვე შეექმნა თქვენთვის ონლაინ გამოცემა. ახალი გამოცემის შესაქმნელად დააჭირეთ კონტენტს მთავარ სანავიგაციო მენიუში და შემდეგ დააჭირეთ ონლაინ გამოცემას ქვემენიუდან. ონლაინ გამოცემების სიის გამონათების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს ახალი ონლაინ გამოცემის დამატება.

თუ თქვენი ავტორიზაციის ანგარიშს არ აქვს ადმინისტრატორის ფუნქციები, თქვენ ვერ დაინახავთ ოფციას ახალი ონლაინ გამოცემის დამატება. თქვენ შეიძლება მოგიწიოთ მიმართოთ თქვენს ადმინისტრატორს გაზარდოს თქვენი წვდომის უფლებები. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ კარგი ადმინისტრატორი თავს აარიდებს რამდენიმე ადამიანზე მეტიისთვის ასეთი უფლებების გადაცემას. თუ თქვენ არ ხართ ამ რჩეულ პირებს შორის, თქვენი ონლაინ გამოცემების სია შეიცავს მხოლოდ იმ გამოცემებს, რომელთა ჰოსტინგიც თქვენს Newscoop სერვერზეა. 

ფანჯარას ახალი ონლაინ გამოცემის დამატება აქვს სამი სექცია: მთავარი ატრიბუტები და კომენტარები მარცხენა მხარეს და გამოწერების პარამეტრები მარჯვენა მხარეს. ამ სექციების ქვემოთ მოთავსებულია ღილაკი დამახსოვრება.    

სექციაში მთავარი ატრიბუტები მოცემულია შემდეგი ველები: 

  • გამოცემის სახელი (მაგ. "Tbilpost")
  • ძირითადი საიტის სახელი ეს არის იმ ვებ სერვერის სახელი, რომელზეც განხორციელდება თქვენი ონლაინ გამოცემის ჰოსტინგი (მაგ. www.example.com). ეს სახელი უნდა შეესაბამებოდეს სერვერის სახელს, რომელიც კონფიგურირებულია  თქვენი სისტემის ადმინისტრატორის მიერ. ეს ხდება იმ შემთხვევის გარდა, როდესაც Newscoop-ი დაინსტალირებულია ქვე დირექტორიაში, როგორიცაა www.example.com/დირექტორია/ ან მსგავსი.
    Newscoop-ი იძლევა რამოდენიმე ონლაინ გამოცემის ერთსა და იმავე   სერვერზე განთავსების შესაძლებლობას. თითოეული ონლაინ გამოცემისთვის ახალი მეტსახელი [alias] ნიშნავს თქვენი სისტემის ადმინისტრატორის მიერ შექმნილ უნიკალურ მეტსახელს ახალი ონლაინ გამოცემისთვის. თუ თქვენ ეცდებით მეტსახელის მქონე URL მისამართზე შესვლას, მანამ, სანამ სისტემური ადმინისტრატორი ამ პარამეტრებს მიუთითებს, დაინახავთ შეტყობინებას შეცდომის შესახებ. შეცდომის ფანჯარა გაცნობებთ, რომ მეტსახელი ჯერ არ არის მიბმული ონლაინ გამოცემისთვის. 
  • ძირითადი ენა უზრუნველყოფს ძირითად ენას ონლაინ გამოცემის მკითხველებისთვის
  • URL-ის ტიპი საშუალებას გაძლევთ, არჩევანი გააკეთოთ სრული URL მისამართის და მოკლე URL-ს  შორის; უკანასკნელი უმჯობესია საინფორმაციო ბიულეტენებში და სოციალური ქსელებში გასაზიარებლად.  [მაგ. twitter]; 
  • საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის მოსანიშნი კვადრატი დაგეხმარებათ, რომ თქვენი სტატიები ადვილად ძიებადი იყოს  ინტერნეტში.  

სექციაში კომენტარები მოცემულია შემდეგი ველები:

  • კომენტარების ჩართვა - მონიშნეთ ეს ღილაკი, თუ გსურთ, რომ თქვენს მკითხველებს შეეძლოთ სტატიაზე კომენტარის გაკეთება;
  • ყოველ გამოქვეყნებულ სტატიაზე კომენტარების ავტომატურად ჩართვა- ამ ღილაკის მონიშვნის შემთხვევაში, კომენტარები ყოველ ახალ სტატაზე იქნება "ჩართული", როგორც წინასწარ განსაზღვრული პარამეტრი;
  • ხელმომწერთა კომენტარების მოდერაცია - ამ ღილაკის მონიშვნის შემთხვევაში, გამომწერთა კომენტარები დაფარული იქნება მკითხველისთვის მანამ, სანამ მათ არ განიხილავს რომელიმე მოდრატორი[პერსონალის წევრი];
  • კომენტარები შეზღუდვის გარეშე- მონიშნეთ ეს ღილაკი, თუ გსურთ, რომ არა-გამომწერებს ჰქონდეთ უფლება გააკეთონ კომენტარი სტატიებზე
  • კომენტარების მოდერირება -ამ ღილაკის მონიშვნის შემთხვევაში, არარეგისტრირებული მკითხველების კომენტარები დაფარული იქნება მკითხველისგან სანამ,  მოდერატორი არ დართავს ნებას გამოქვეყნებაზე;
  • CAPTCHA-ს გამოყენება სპამის ასარიდებლად - მკითხველმა უნდა აკრიფოს შემთხვევითი წესით გენერირებული სიმბოლოები კომენტარების გამოსაქვეყნებლად;
  • მოდერატორის მისამართი - თუ კომენტარები მონიშნულია, როგორც მოდერირებადი,  ყოველი კომენტარის დაპოსტვის შესახებ ელ-ფოსტის გაგზავნა მოხდება მისამართზე,  მაგალითად: 'editor@example.com'
  • გამომგზავნი არის გამომგზავნის ელ-ფოსტის მისამართი, რომელიც წარმოდგენილია მოდერატორისთვის გაგზავნილ ელ-ფოსტაში, რომელიც ბლოკის დაყენების შემთხვევაში უნდა წარმოადგენდეს ვალიდურ მისამართს. მისაღებია მისამართი, როგორიცაა მაგალითად: 'robot@example.com'

გამოწერების ძირითადი პარამეტრები

გვერდის მარჯვენა მხარეს არსებული ველები უკავშირდება გამოწერებს, რომელთა შეცვლა თქვენ მოგვიანებითაც შეგიძლიათ. პირველ რიგში, თქვენ უნდა აირჩიოთ დროის ერთეული თქვენი გამოწერებისთვის; რაც შეიძლება იყოს დღეების, თვეების, კვირების ან წლების პერიოდები. 

თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ორი ტიპის გამოწერები: ფასიანი და საცდელი. ფასიან გამოწერებს გააჩნია შემდეგი პარამეტრები:

  • ვალუტა: გამოწერის ვალუტა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოწერის მოთხოვნა გაგზავნილია და ვალუტის პარამეტრი შეცვლილია გადახდამდე, ინფორმაცია გამომწერის გადახდის შესახებ სწორად იქნება წარმოდგენილი
  • დროის ერთეულის ღირებულება ერთი სექციისთვის:
    • ერთ ენაზე:    ფასი კონკრეტულ სექციაზე წვდომისთვის, ერთ ენაზე;
    • ყველა ენაზე:  ფასი კონკრეტულ სექციაზე წვდომისთვის, ყველა არსებულ ენაზე;
  • წინასწარ განსაზღვრული დროის პერიოდი: ფასიანი გამოწერის განსაზღვრული ხანგრძლივობა. ეს გამოიყენება მაშინ, როდესაც მკითხველი გამოწერას ვებგვერდის მეშვეობით ასრულებს. კონკრეტული გამოწერის პერიოდის მოდიფიცირება შესაძლებელია ადმინისტრირების ინტერფეისდან.

დამახსოვრების ღილაკზე დაჭერით, Newscoop დაადასტურებს, რომ ახალი პუბლიკაცია შექმნილია.

გამოწერის მართვა ქვეყნების მიხედვით 

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ამ გვერდს ონლაინ გამოცემების ჩამონათვალშიკონფიგურაციის სიმბოლოზე დაჭერით. გამოწერების წინასწარ განსაზღვრული პარამეტრების ველების მარჯვენა მხარეს, ახლა გამოჩნდება ბმული გამოწერის პარამეტრების მართვა ქვეყნების მიხედვით, რაც საშუალებას მოგცემთ, განსაზღვროთ სხვადასხვა განსაზღვრული დროის პერიოდები ინდივიდუალური ქვეყნების მიხედვით. 

 

ბმული გახსნის გვერდს გამოწერის პარამეტრების მართვა ქვეყნების მიხედვით, რომელიც შეიცავს ბმულს გამოწერის პარამეტრების მართვა ქვეყნების მიხედვით.

თუ გაყვებით ამ ბმულს, იგი გახსნის გვერდს ჩამოსაშლელი მენიუთი განხილული ქვეყნების ასარჩევად, დამატებით ველებს განსაზღვრული საცდელი და ფასიანი გამოწერების პერიოდებისთვის. დამახსოვრების ღილაკზე დაჭერით, თქვენ დაბრუნდებით გვერდზე გამოწერის პარამეტრების მართვა ქვეყნების მიხედვით, რომელიც უკვე უნდა აჩვენებდეს ახლახანს დაყენებულ პარამეტრებს.

დებატები

ონლაინ გამოცემის კონფიგურირების გვერდის ბოლოში მოცემულია არე, რომელიც დასათაურებულია როგორც დებატები. დააჭირეთ ღილაკს რედაქტირება კონტექსტური ფანჯრის გასახსნელად, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ახალი დებატის დამატება, რათა დაუმატოთ დებატი ონლაინ გამოცემას.

შეიყვანეთ დებატის თარიღები, დებატის შეკითხვის დეტალები და სავარაუდო პასუხები. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს დამახსოვრება.

ახალი დებატი წარმოდგენილი იქნება ჩამოსაშლელ ფანჯარაში.

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.