Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.2 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

მთავარი მენიუ

მთავარი Newscoop მენიუ შეიცავს მართვის პანელის გვერდის ბმულს და ხუთამდე ქვემენიუს, იმის მიხედვით, თუ რა ფუნქციებზე აქვს წვდომა   სისტემაში შესულ მომხმარებელს. ეს ქვემენიუებია კონტენტი, მოქმედებები, კონფიგურაცია, მომხმარებლები და პლაგინები. ქვემოთ ნაჩვენები მენიუები ადმინისტრატორი მომხმარებლისთვისაა, რომლისთვისაც ყველა ქვემენიუს ოფციაა ხელმისაწვდომი.

კონტენტი

აქ შეგიძლიათ ნახოთ სერვერზე არსებული ონლაინ გამოცემები, მკითხველთა კომენტარები, უკუკავშირის შეტყობინებები, მედია არქივი, და საძიებო გვერდი Newscoop-ის მონაცემთა ბაზაში არსებული ყველა სტატიისთვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ ბმულები, რომლებიც გაჩვენებთ არსებული სტატიების [სტატია, რომელიც შექმნილია სისტემაში, მაგრამ არა ჯერ არა აქვს მითითებული რომელი ონლაინ გამოცემისთვისაა განკუთვნილი] და რჩეული სტატიების ჩამონათვალს.   

ყოველი არსებული ონლაინ გამოცემის ქვემენიუზე მოცემულია ბმულები სწრაფი ნავიგაციისთვის უკანასკნელი სამი გამოშვებისთვის[Issue], და თითოეულ გამოშვებაში  არსებული სექციებისთვის.

მოქმედებები

ეს მენიუ უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას ყველაზე ხშირად გამოყენებად ფუნქციებზე, რომელთა შორისაა ახალი სტატიის დამატება და პაროლის შეცვლა. აქ ასევე შეგიძლიათ ნახოთ ფუნქციები XML-ის იმპორტირება და სარეზერვო ასლიBackup/აღდგენა

კონფიგურაცია

აქ თქვენ შეგიძლიათ სისტემური პარამეტრების და სხვა ფუნქციების კონფიგურირება თქვენი ონლაინ გამოცემისთვის. თემები არის გამზადებული მაკეტები,   რომლებიც განსაზღვრავენ, თუ როგორ გამოიყურება კონტენტი  Newscoop-ში. სტატიის ტიპები აღწერს თქვენი სტატიის ფორმატს, ხოლო საკვანძო თემები საშუალებას გაძლევთ თქვენი სტატიები დაახარისხოთ საკვანძო მოვლენების მიხედვით. ოფცია ენები განსაზღვრავს იმ ენებს, რომლებს შორისაც ჟურნალისტებმა უნდა გააკეთონ არჩევანი სტატიების შექმნისას.

ქვეყნები საშუალებას გაძლევთ მიუთითოთ ქვეყნის სახელი ადგილობრივ ენაზე. ლოკალიზატორი საშუალებას გაძლევთ თარგმნოთ ადმინისტრირების ინტერფეისი. სისტემის კონტროლის მიზნით, აღრიცხვებზე[logs] დაჭერა გაჩვენებთ ყველა მომხმარებლის უკანასკნელ აქტივობას. მხარდაჭერა საშუალებას გაძლევთ მიუთითოთ, გადაეგზავნოს თუ არა თქვენი სერვერის დეტალები უკან Sourcefabric-ს, სისტემური ადმინისტრატორების დასახმარებლად. ფოტოს რენდერი საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ ატვირთული ფოტოების ზომები და მოახდინოთ მისი კადრირება თქვენი ონლაინ გამოცემისთვის.

მომხმარებლები

აქ შეგიძლიათ თქვენი ვებგვერდის მომხმარებელების მართვა და ასევე ავტორების მართვა. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ მომხმარებელთა ტიპების მართვა, ან ახალი ანგარიშის შექმნა. გვერდი ავტორების მართვა საშუალებას გაძლევთ, შეინარჩუნოთ საკონტაქტო და მოკლე ინფორმაცია თქვენი ონლაინ გამოცემის თითოეული ავტორზე, ასევე თვალ-ყური ადევნოთ სტატიებს, რომელთა შექმნაშიც ისინი მონაწილეობდნენ. ავტორების მართვის გვერდი განცალკევებულია მომხმარებლების მართვის გვერდისგან, რათა შესაძლებელი იყოს კონტრიბუტორების მართვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ არ გააჩნიათ Newscoop ის ავტორიზებული ანგარიში. 

პლაგინები

ეს ქვემენიუ უზრუნველყოფს Newscoop-ზე დამატებითი მოდულების მიერთებას, მაგალითად: ბლოგებს, დებატებს, ინტერვიუებს, გამოკითხვებს, დამცავი ფილტრის დაყენებას[reCAPTCHA] ან SoundCloud-ს

 

დახმარება და სისტემიდან გამოსვლა

მართვის პანელის ზედა მარჯვენა კუთხეში,  თქვენს ავტორიზაციის ანგარიშთან ასოცირებული სრული სახელის მარჯვნივ მოცემულია ორი დამატებითი ბმული.  დახმარება დაგაკავშირებთ ამ სახელმძღვანელოს ონლაინ ვერსიასთან Sourcefabric-ის ვებგვერდის მეშვეობით, ასევე სხვა სახის მხარდაჭერის რესურსებთან. გასვლა კი დაასრულებს თქვენს სესიას და დაგაბრუნებთ ადმინისტრირების ავტორიზაციის გვერდზე.

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.