Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.2 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

ლოკალიზატორი

Newscoop ადმინისტრირების ინტერფეისის ძირითადი ენაა ინგლისური, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ Newscoop მიერ მოწოდებული თარგმანებიდან ერთ-ერთი, ან შექმნათ საკუთარი თარგმანი ლოკალიზატორის გამოყენებით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ლოკალიზატორი არსებული თარგმანის გასაუმჯობესებლად, ან მის რეგიონალურ დიალექტზე მოსარგებად.

პირველი საფეხური - შევამოწმოთ, რომ ენა, რომლის თარგმნაც გსურთ, მოცემულია გვერდზე ენები, კონფიგურირების მენიუში. თუ თქვენი სამიზნე ენა არ არის მოცემული, მაშინ თქვენ მოგიწევთ თავდაპირველად მისი Newscoop-ში დამატება. იხ. თავი ენები დამატებითი დეტალებისთვის. ამის შემდეგ შეგიძლიათ გახსნათ ლოკალიზატორი კონფიგურირებაზე, შემდეგ კი ლოკალიზატორზე გადახვიდეთ მთავარი სანავიგაციო მენიუდან.

ლოკალიზატორი საშუალებას გაძლევთ თარგმნოთ ტექტის ინდივიდუალური სტრიქონები, რომლებიც ჩანს Newscoop-ის ადმინისტრირების ინტერფეისში. მთლიანად Newscoop-ში მოცემულია 2463 სტრიქონი, რომლებიც დაყოფილია 40 სფეროდ და წარმოადგენს ინტერფეისის სხვადასხვა გვერდს. თქვენ შეგიძლიათ დაასრულოთ ლოკალიზაცია ერთად მომუშავე მთარგმნელების გუნდთან ერთად, თითოეულ სფეროში ინდივიდუალური მუშაობით. 

შეარჩიეთ თქვენი წყარო (თარგმნა ენიდან) და სამიზნე (თარგმნა ენაზე) ენების ჩამოსაშლელი მენიუებიდან და შემდეგ მონიშნეთ ლოკალიზების სფერო, როგორიცაა გეომდებარეობა ან სტატიის ტიპები. სფეროები, რომლებიც ბოლომდე არ არის თარგმნილი ნაჩვენები იქნება წითელი ფერის ტექსტით. თქვენ შეგიძლიათ დაიმახსოვროთ თქვენი სამუშაო ნებისმიერ დროს შესავსები ველების გვერდით მდებარე დისკის სიმბოლოზე დაჭერით. როდესაც დაასრულებთ თარგმანს, გვერდის ბოლოს მოცემულია ღილაკი დამახსოვრება.

თქვენ შეხვდებით სტრიქონებს, რომლებიც შეიცავს დოლარის ნიშანს, მაგ. "$1". ეს ნიშნავს, რომ ამ სიმბოლოებს Newscoop ჩაანაცვლებს ერთი, ან მეტი სიტყვით. მაგალითად, როდესაც Newscoop-ის ინეტრფეისში ჩანს სტრიქონი "შემოსულია: $1",  ეს შეიძლება ნიშნავდეს: "შემოსულია: ადმინისტრატორი". ამ მაგალითში, მომხმარებლის სახელი "ადმინისტრატორი" ჩანაცვლებულია "$1" სიმბოლოთი.

ასევე შესაძლებელია TinyMCE, WYSIWYG სტატიის რედაქტორის ლოკალიზება, რომელიც ინტეგრირებულია Newscoop-ში. სტრიქონები TinyMCE-ში უნდა დარედაქტირდეს თქვენი სისტემის ადმინისტრატორის მიერ ხელით, რაც ლოკალიზატორისაგან ცალკე შესასრულებელი ამოცანაა.

ავტომატიზირებული თარგმნა

იმისათვის, რომ გამოვიყენოთ ავტომატიზირებული თარგმნის ინსტრუმენტი, რომელიც გულისხმობს ზიარ თარგმნის მეხსიერებას, როგორიცაა Google Translate Toolkit (http://translate.google.com/toolkit/) Newscoop უზურნველყოფს ბრძანებების ხაზის სკრიპტებს ლოკალიზაციის ფაილების ექსპორტისა და იმპორტისათვის სტანდარტულ .po ფორმატში, რომელიც გამოიყენება GNU gettext-ის მიერ. სკრიპტების გადმოწერა შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით: https://github.com/sourcefabric/Newscoop/tree/v4.2/scripts/localization

ლოკალიზაციის Newscoop გუნდისთვის უკან გადაგზავნა

ჩვენ მოვუწოდებთ Newscoop-ის მომხმარებლებს გადააგზავნონ მათი ენის ლოკალიზაციები. ეს Newscoop-ს უფრო სასარგებლოს ხდის ადამიანებისათვის მთელს მსოფლიოში. იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა მსგავსი ენის ლოკალიზაცია, იგი შეიძლება არ პასუხობდეს თქვენს კონკრეტულ საჭიროებებს, ან რეგიონალურ განსხვავებებს. მაგალითად, შესაძლებელია განსხვავება არსებობდეს ესპანურ ენაში, რომელიც გამოიყენება ესპანეთში და რომელიც გამოიყენება გვატემალაში. ასეთ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ Newscoop-ის ლოკალიზება თქვენი საჭიროებების შესაბამისად და გაუზიაროთ ლოკალიზაცია სხვა მომხმარებლებს, რომლებიც საუბრობენ თქვენს ენასა თუ დიალექტზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მასზედ თუ როგორ შეიტანოთ წვლილი Newscoop-ს ლოკალიზაციაში, შეგიძლიათ მოგწეროთ შემდეგ მისამართზე: contact@sourcefabric.org

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.