Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.2 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

კონტენტის მართვა

 სტატიების სიის გვერდი ჩნდება მაშინ, როდესაც ირჩევთ რომელიმე სექციას მენიუდან 'კონტენტი' ვებ გამოცემის იერარქიის მიხედვით - გამოცემა, გამოშვება, სექცია. მეორე გზა არის ნავიგაციის ბმულებზე "ნამცეცებიან ბილიკზე"[breadcrumb] გაყოლა იმ სექციაში გადასასვლელად, რომელიც გაინტერესებთ. და შემდეგ სტატიების სიაზე გადასვლა.

ამა თუ იმ სტატიის რედაქტირებისთვის, უბრალოდ დააჭირეთ მაუსი მის სათაურს და თქვენ გადახვალთ სტატიის რედაქტირების გვერდზე. დაბლოკილი სტატია, ეს არის სტატია, რომლის რედაქტირებაც მოცემულ მომენტში ხორციელება. იგი სტატიების ჩამონათვალში ნაჩვენებია ბოქლომის სიმბოლოთი, სტატიის სახელის მარცხნივ. სიაში სხვა მომხმარებლების მიერ რედაქტირებულ სტატიებს ასევე მინიჭებული აქვთ ვარდისფერი ფონი.   

იმის სანახავად, თუ ვინ არედაქტირებს სტატიას და როდის მოხდა მისი დაბლოკვა, დააჭირეთ სტატიების სიაში სათაურს. გაიხსნება გვერდი რედაქტორის სახელით და ღილაკებით – სტატიისთვის ბლოკის მოხსნისა, ან მისი დათვალიერების ფუნქციებით. ნახვის ოფციის გამოყენება ნიშნავს იმას რომ, თქვენ არ გექნებათ საშუალება ერთდროულად იმუშაოთ სხვა ავტორის სტატიაზე, სანამ იგი რედაქტირების პროცესშია.

 

რამდენიმე მოქმედება

სტატიების სია საშუალებას გაძლევთ შეასრულოთ სხვა მოქმედებებიც სტატიის რედაქტირების გარდა და ამ მოქმედებების შესრულება თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე სტატიაზე ერთდროულად. ერთ, ან მეტ სტატიაზე მოქმედების შესასრულებლად, დააჭირეთ მოსანიშნ ფანჯარას, თითოეული სტატიის სათაურის მარცხნივ. თქვენს მიერ არჩეული სტატიები გამოიკვეთება ღია ლურჯი ფონით.

მას შემდეგ რაც თქვენ მონიშნავთ სტატიებს, გადადით მოქმედების არჩევის ჩამოსაშლელ მენიუზე სიის დასაწყისში [Select action] და აირჩეთ თქვენთვის სასურველი მოქმედება. 

მაგალითისთვის, თუ აირჩევთ ღილაკს ჩართვა 'მთავარ გვერდზე', Newscoop გამოაჩენს არჩეულ სტატიებს თქვენი ვებ გამოცემის მთავარ გვერდზე. მაგრამ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მონიშნული სტატიები გამოქვეყნებულია და გამოშვებები, რომელსაც ისინი ეკუთვნის ბოლოს შექმნილია გამოშვებებს შორის.

მცირე ზომის მწვანე კონტექსტური ფანჯარა დაგიდასტურებთ, რომ მოქმედება შესრულებულია. ზოგიერთი მოქმედება გადაგიყვანთ სხვა გვერდზე, რადგანაც ისინი დამატებით მოქმედებებს მოითხოვს. ამგვარი მოქმედებები შეიცავს გამოქვეყნების გრაფიკს, სხვა სექციაში  ასლის შექმნას, და გადაადგილებას

სტატიების სია ასევე საშუალებას გაძლევთ, გადაადგილოთ სტატიები თქვენი სექციის გვერდზე, იმ შემთხვევაში, თუ, ეს ფუნქცია უზრუნველყოფილია თქვენი სექციის შაბლონის მიერ. სიაში სტატიის ადგილმდებარეობის შესაცვლელად, უბრალოდ დააჭირეთ მისი ზოლის გასწვრივ ნებისმიერ ადგილს, გეჭიროთ მაუსის ღილაკი, და გადაატარეთ და ჩააგდეთ ის თქვენთვის საჭირო ადგილას. სტატიების ახალი განლაგება არ იქნება საბოლოო მანამ, სანამ თქვენ არ დააჭერთ თანმიმდევრობის დამახსოვრების ღილაკს, სტატიების სიის ბოლოში. 

სტატიების სიის მარჯვენა მხარეს წარმოდგენილია დამატებითი სვეტები, რომლებიც უზრუნველყოფს სხვა ფუნქციებს, როგორებიცაა სტატიაზე გაკეთებული კომენტარების რაოდენობა, ან საზოგადოების მიერ წაკითხვების რაოდენობას. სიის ზედა მარჯვენა კუთხეში, მოცემულია სვეტის ჩვენება/დამალვის ღილაკი, რომელიც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ სვეტები, რომელთა ნახვაც გსურთ. 

სათაურის, კომენტარების, ან წაკითხვების რაოდენობის, ან გამოქვეყნების თარიღის მიხედვით სტატიების დასალაგებლად, დააჭირეთ სვეტს შესაბამისი თავსართით. სვეტებს, რომლებიც სორტირებას უზრუნველყოფს, აქვს ორმაგი შევრონის სიმბოლო. თანმიმდევრობის დამახსოვრების ღილაკზე დაჭერის შემდეგ, სტატიების თანმიმდევრობა შესაბამისი სექციის გვერდზე განახლდება. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გამოავლინოთ სტატია ყველაზე მეტი წაკითხვებით კონკრეტულ სექციაში, და გადაანაცვლოთ იგი სექციის გვერდის თავში.  

კომენტარები

კომენტარების ოფცია კონტენტის მენიუში, ხსნის გვერდს, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაადასტუროთ, შეცვალოთ ან წაშალოთ მკითხველის კომენტარი სტატიაზე. დამატებითი დეტალებისთვის, გაეცანით თავს კომენტარების მოდერაცია.  

უკუკავშრი

უკუკავშირის გვერდი კონტენტის მენიუში, ფუნქციონალურად კომენტარების გვერდის მსგავსია, იმ გამონაკლისით, რომ უკუკავშირის შეტყობინებები შეიძლება გაიგზავნოს, მხოლოდ სისტემაში ავტორიზებული მომხმარებლების მიერ. მაგალითად,  პერსონალის ან გამომწერების მიერ. უკუკავშირის შეტყობინებები არ უნდა იყოს მიმაგრებული, ან წარმოდგენილი, როგორც რომელიმე კონკრეტული სტატიის ნაწილი, ასევე ისინი შეიძლება შეიცავდეს თანდართულ გამოსახულებას, ან დოკუმენტს. მაგალითისთვის, მათი გამოყენება შეუძლიათ გამომწერებს, რათა გამოაგზავნონ ფოტოები შემთხვევის ადგილიდან.   

იმისთვის რომ უკუკავშირის შეტყობინებებმა იმუშაოს, აუცილებელია არსებობდეს უკუკავშირის ფორმის ბმული თქვენი პუბლიკაციის შაბლონებში. 

მედია არქივი

 კონტენტის მენიუში ასევე იპოვით მედია არქივს, რომელშიც სრულადაა წარმოდგენილი თქვენი ვებ გამოცემის მონაცემთა ბაზაში არსებული არატექსტური კონტენტი. მას აქვს სამი ჩანართი; ერთ გამოსახულებებისთვის[ფოტოსთვის], ერთი სლაიდშოუსთვის, და ერთი სხვა ფაილებისთვის, როგორებიცაა PDF, აუდიო და ვიდეო ფაილები. ახალი კონტენტის ატვირთვა შესაძლებელია პირდაპირ მედია არქივში, ახალი გამოსახულებების დამატების, ახალი სლაიდშუების დამატების, ან ახალი ფაილების დამატების ბმულების გამოყენებით, შესაბამისი ჩანართის ლურჯი პლიუსის[+] სიმბოლოს გასწვრივ.  

 

უმთავრესი განსხვავება ჩანართებს შორის მდგომარეოებს იმაში, რომ გამოსახულებები და სლაიდშოუები იხსნება მკითხველის ვებ ბრაუზერში, ძირითადად განსაზღვრული პარამეტრების მიხედვით, თუმცა ასევე, შესაძლებელია მკითხველის მიერ ფაილების ავტომატური გადმოწერის უზრუნველყოფა. ამ მიზეზის გამო, დაშვებულია გამოსახულებების ატვირთვა ფაილების ჩანართში, თუ გსურთ, რომ მკითხველებმა შეძლონ მათი გადმოწერა.

ძიება

სტატიების სიის გარდა, Newscoop შეიცავს კიდევ ერთ ინსტრუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს კონტენტის მიმოხილვას, სერვერზე არსებული ყველა პუბლიკაციისთვის. საძიებო ფუნქციაში შესვლა ხდება კონტენტის მენიუდან, რომლის ინტერფეისიც ინტერნეტის საძიებო სისტემების მსგავსია. თქვენ შეგიძლიათ გაფილტროთ საძიებო ოფციები, კონკრეტული გამოცემის, გამოშვების, ან სექციის მიხედვით. ასევე შესაძლებელია რამოდენიმე სხვა კრიტერიუმის მიხედვით ფილტრაცია, როგორებიცაა მაგალითად, ავტორი, ან სტატიის გამოქვეყნების თარიღი. 

მიმდინარე სტატიები

კონტენტის მენიუში მიმდინარე სტატიების გვერდზე წარმოდგენილია ჟურნალისტების მიერ შექმნილი ახალი სტატიების  ჩამონათვალი, ან სტატიები, რომლებიც XML-ის მეშვეობით არის იმპორტირებული. იგი ფუნქციონალურად მსგავსია მართვის პანელში წარმოდგენილი მიმდინარე სტატიების ვიჯეტისა. სტატიის რედაქტირებისთვის, დააჭირეთ მის სათაურს

რჩეული სტატიების სია

რჩეული სტატიების სია არის  სტატიების სიაა, რომელიც შექმნილია კონკრეტულ შაბლონში გამოყენებისათვის, მაგალითად,  თქვენი გამოცემის პირველი გვერდისთვის.

ახალი სიის შესაქმნელად, დააჭირეთ რჩეული სტატიების სიას  კონტენტ მენიუში, შემდეგ დააჭირეთ სიის დამატების ლურჯ ღილაკს.


გახსნილი რჩეული სტატიების სიის გვერდზე შეიყვანეთ ახალი სიის სათაური, სიის სათაურის ველში. შემდეგ დააჭირეთ ლურჯ დამახსოვრების ღილაკს.


ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ გადაიტანოთ სტატიები არსებული სტატიების ფანჯრიდან რჩეული სტატიების ფანჯარაში, როგორც ეს ნაჩვენებია თავში გვერდითი პანელი.

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.