თქვენს ონლაინ გამოცემაში სპამისა და უცენზურო პოსტების თავიდან აცილებისათვის ხშირად საჭიროა გამოქვეყნებამდე მკითხველთა კომენტარების მოდერაცია. CAPTCHA-ს შეუძლია თავიდან აგვაცილოს ავტომატური სპამი, მაგრამ მას არ შეუძლია აგვარიდოს სპამი, რომელიც თქვენი გამოცემის კომენტარის ფორმაში ხელით შეიტანება.
თუ ვებ გამოცემა იმგვარად არის კონფიგურირებული, რომ გამომწერთა, ან საზოგადოების კომენტარების მოდერაცია ხდება, მკითხველი იხილავს შეტყობინებას, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ მათი კომენტარი გამოქვეყნებამდე, ან შეზღუდვამდე გადაგზავნილია დასამტკიცებლად.
მკითხველთა კომენტარების სიის ნახვა შესაძლებელია მთავარ სანავიგაციო მენიუში კონტენტზე და შემდეგ კომენტარებზე დაჭერით. სტანდარტულად ყველა კომენტარი ნაჩვენებია. კომენტარების გვერდის მარცხენა მხარეს მოცემულია ალმები მხოლოდ ახალი, დამტკიცებული ან დამალული კომენტარების საჩვენებლად; ასევე ალმები მხოლოდ რეკომენდებული ან არარეკომენდებული კომენტარების საჩვენებლად.
სიის სტანდარტული სიგრძეა 25 კომენტარი გვერდზე. მოცემულია ძებნის ველი, რომელიც დაგეხმარებათ იპოვოთ კომენტარების კონკრეტული ნაკრები, შესაძლოა რაიმე თემაზე. ძებნის შედეგები შესაძლოა დახარისხებულ იქნას ავტორის, თარიღის ან სტატიის სათაურის მიხედვით, თითოეული სვეტის სათაურის გვერდით არსებულ შევრონის სიმბოლოების გამოყენებით. დახარისხების მიმართულება შეიძლება შეიცვალოს სამკუთხა სიმბოლოზე დაჭერით, რომელიც შევრონის სიმბოლოების ადგილას გაჩნდება.
დააჭირეთ კომენტარის მარცხნივ მდებარე ალამს კომენტარის მოსანიშნად, ან დააჭირეთ ალამს ცხრილის სათაურში, რათა მონიშნოთ ყველა კომენტარი. მონიშვნის შემდეგ, კომენტარების სიის მაღლა მდებარე ჩამოსაშლელი მოქმედებების მენიუ საშუალებას გაძლევთ განაახლოთ ახალი კომენტარების სტატუსი: დამტკიცებულზე ან წაშალოთ იგი სპამის შემთხვევაში. ალტერნატიულად, შესაძლებელია კომენტარის დამალვა, რაც არ შლის კომენტარს სისტემიდან.
დააჭირეთ მომხმარებელზე ბანის დადება / ბანის მოხსნა ღილაკს კონკრეტული მომხმარებლისთვის მომავალში პუბლიკაციაზე კომენტარის გაკეთების აკრძალვის მიზნით. ბანი შეიძლება დაიდოს კონკრეტულ მომხმარებლის სახელზე, ელ. ფოსტის მისამართზე, IP მისამართზე, ან ამ დეტალების კომბინაციაზე. ასევე არსებობს ფუნქცია, რომელიც გულისხმობს კონკრეტული მომხმარებლის ყველა კომენტარის წაშლას, როდესაც მას ადევს ბანი.
კომენტარების სიის მარჯვენა მხარეს, სტატიის ქვეშ მოცემულია ბმული იმ სტატიის ეკრანზე გამოტანისათვის, რომელთანაცაა დაკავშირებული თითოეული კომენტარი და ასევე დეტალები სტატიის პუბლიკაციის და სექციის შესახებ. ასევე მოცემულია სწრაფი ბრძანების ღილაკის ბმული სტატიის რედაქტირებაზე გადასვლა, იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება ახსნა-განმარტება ან შესწორება, გაკეთებული კომენტარების გათვალისწინებით. კომენტარზე მაუსის გადატარებით მოდერაციის ღილაკების რიგი გაჩნდება, მათ შორის სწრაფი რედაქტირება, პასუხი, წაშლა და რეკომენდირება.
There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.
You should refresh this page.