Newscoop ვებ–გამოშვებაზე შეგიძლიათ შექმნათ და დაარედაქტიროთ სტატიები კონკრეტული გამოშვებისთვის იმგვარად, რომ არცერთი მასალა არ იყოს საზოგადოებისათვის ხელმისწვდომი. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ მთლიანი გამოშვება ერთდროულად. ამის გაკეთება ორი გზით შეიძლება: დაუყოვნებლივ გამოქვეყნება, ან გამოქვეყნება დაგეგმილ დროს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, გამოშვება გამოქვეყნდება მომავალში კონკრეტულ თარიღსა და დროს. მიაქციეთ ყურადღება, რომ გამოშვების შიგნით, თქვენ კვლავ შეგიძლიათ თითოეული სტატიის ინდივიდუალურად გამოქვეყნება, ან გამოქვეყნების გაუქმება. მაგალითად, შეგიძლიათ დამალოთ სტატია იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოშვება, რომელსაც იგი განეკუთვნება, უკვე გამოქვეყნებულია.
გამოშვების დაუყოვნებლივ გამოქვეყნებისათვის, დააჭირეთ შესაბამისი გამოშვებისა და ენის ვერსიის გამოქვეყნების ბმულს გამოშვების სიის გამოქვეყნების თარიღის სვეტში.
კონტექსტური დიალოგის ფანჯარა მოგთხოვთ დაადასტუროთ, რომ ნამდვილად გსურთ მოცემული გამოშვების გამოქვეყნება, რადგან ეს მოქმედება გულისხმობს, რომ ნებისმიერი სტატია, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოშვებასთან გამოქვეყნების სტატუსი (სტატუსის მენიუში) საზოგადოებისთვის მყისვე გახდება ხელმისაწვდომი. დეტალებისთვის, იხ. თავი გვერდითი პანელი .
OK ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოშვება გამოქვეყნდება და გამოშვების სია განახლდება ამ კონკრეტული გამოშვების გამოქვეყნების თარიღისა და დროის შესაბამისად. პროცესის უკუქცევისთვის, დააჭირეთ გამოქვეყნების გაუქმების ბმულს. კვლავ კონტექსტური დიალოგის ფანჯარა გკითხავთ დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ გსურთ გამოშვების სტატუსის ცვლილება.
გამოშვების მომავალში გარკვეულ თარიღსა და დროს ავტომატურად გამოქვეყნების დაგეგმვისათვის დააჭირეთ საჭირო გამოშვების და ენის ვერსიის მქონე გრაფიკის ბმულს გამოცემის სიაში მოცემულ გამოქვეყნების თარიღის სვეტში. ამით გაიხსნება გამოცემის დეტალების ცვლილების გვერდი, სადაც თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ თარიღი და დრო ამ კონკრეტული გამოცემის გამოქვეყნებისათვის. გვერდის ზედა, მარჯვენა მხარეს მოთავსებულია გამოცემის გამოქვეყნების გრაფიკისა და ახალი მოქმედების დაგეგმვის ფანჯრები.
დააჭირეთ თარიღის მარჯვენა მხარეს მოცემულ პატარა კალენდრის სიმბოლოს: შეარჩიეთ კონკრეტული გამოქვეყნების თარიღი. მიუთითეთ თქვენთვის სასურველი დრო და აირჩიეთ გამოქვეყნების, ან გამოქვეყნების გაუქმების ფორმა ჩამოსაშლელი მოქმედებების მენიუდან. მიუთითეთ ყველა სტატიის გამოქვეყნება: ჩამოსაშლელ მენიუში - დიახ, ან არა, თქვენი მოთხოვნების შესაბამისად. ამ შემთხვევაში "დიახ" არჩევანი გულისხმობს ამ გამოშვებაში შემავალი ყველა სტატიის გამოქვეყნებას, მიუხედავად მათი ამჟამინდელი სტატუსისა. შემდეგ დააჭირეთ დამახსოვრების ღილაკს. გამოშვების გამოქვეყნების გრაფიკის ფანჯარა განახლდება და ახლად დაგეგმილ მოქმედებას ასახავს.
აღსანიშნავია, რომ თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოშვების გამოქვეყნების გაუქმება კონკრეტულ თარიღსა და დროს მომავალში. ეს მოვლენა გამოისახება გამოშვების გამოქვეყნების გრაფიკის ფანჯარაში.
დაგეგმილი მოქმედების გაუქმებისათვის, დააჭირეთ შესაბამის წითელ X სიმბოლოს წაშლის სვეტში. თქვენ მოგთხოვენ წაშლის დადასტურებას.
თუ თქვენ დააჭერთ თარიღი/დრო ბმულს მომავალი მოვლენისათვის, გაიხსნება გამოშვების გამოქვეყნების გრაფიკის გვერდი და თქვენ შეძლებთ მოვლენის რედაქტირებას. დააჭირეთ დამახსოვრების ღილაკს რათა დაადასტუროთ გეგმის ცვლილება.
There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.
You should refresh this page.