Sourcefabric Manuals

 English |  Español |  Français |  Italiano |  Português |  Русский |  Shqip

Newscoop 4.2 ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

ენები

Newscoop-ის სტანდარტულია ენაა ინგლისური, თუმცა თქვენ არ ხართ შეზღუდული, რომ მხოლოდ ამ ენაზე გამოსცეთ საიტები. დააჭირეთ კონფიგურირებას მთავარ სანავიგაციო მენიუში, შემდეგ ქვემენიუში - ენები, რათა დაინახოთ ამჟამად ხელმისაწვდომი ენები. 

გვერდი - ენები, იმ ენების მხარდაჭერის კონფიგურირების საშუალებას გაძლევთ, რომლებზეც გსურთ გამოქვეყნება. სვეტი კოდი აღნიშნავს ორასოიან ISO 639-1 კოდურ  სახელს თითოეული ენისათვის. ინგლისური, მაგალითად მოცემულია როგორც en, გერმანულიde, ესპანური es, რუსული ru ქართული ka და ა.შ. 

დააჭირეთ სახელს სვეტში ენა, რათა გახსნათ ამ ენისათვის მოცემული გვერდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ თვისა და დღის დასახელებების თარგმანი. ეს ფუნქცია უზურნველყოფს, რომ ვებ გამოცემის თარიღები ავტომატურად შეიქმნას სტატიისათვის კონკრეტულ ენაზე და თქვენი საერთაშორისო მკითხველებისათვის შესაბამისად იქნას გამოტანილი ეკრანზე. შემდეგ დააჭირეთ ლურჯ ღილაკს - დამახსოვრება

სხვა ენის დასამატებლად, გვერდზე - ენები დააჭირეთ ღილაკს ახალი ენის დამატება. თქვენ უნდა შეიყვანოთ ენის სახელი (როგორც თქვენს საკუთარ ენაზე ასევე თავად ამ ენაზე), მისი კოდის გვერდი (როგორიცაა UTF-8 საერთაშორისო სიმბოლოების ნაკრებისათვის) და მისი ორასოიანი ISO კოდი (მაგ. cy უელსური ენისთვის).  

ყველა ველში თარგმანის შეტანის შემდეგ, დააჭირეთ გვერდის ბოლოს მოცემულ ღილაკს დამახსოვრება. ახალი ენა უკვე ნაჩვენები იქნება გვერდზე ენები. 

თქვენ შეიძლება გსურდეთ შეზღუდოთ ენების რაოდენობა, რომელიც კონფიგურირდება Newscoop-ის სერვერზე, რათა დაზოგოთ რედაქტორები და ჟურნალისტები, რათა მათ არ მოუწიოთ გრძელ ჩამოსაშლელ მენიუში ენების ძიება. ენების მოსაშორებლად დააჭირეთ ღილაკს წაშლა, რომელიც მოცემულია სიის თითოეული მწკრივის ბოლოს. თუ ამ ენაზე არსებობს რომელიმე სტატია Newscoop-ის მონაცემთა ბაზაში, Newscoop გაგაფრთხილებთ კონტექსტური ფანჯრის საშუალებით, რომ ენა გამოყენებაშია და მისი წაშლა შეუძლებელია. 

There has been error in communication with Booktype server. Not sure right now where is the problem.

You should refresh this page.